კარტოფილი ქათმის ფილეში
საჭირო ინგრედიენტები: 8 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 500 გრამი ქათმის ფილე, 200 გრამი სოკო (ცოცხალი ან კონსერვის), 2 თავი ხახვი, 1 კონა ოხრახუში, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, ტკბილი, დაფქული წიწაკა.
ზეთი, 2-3 ცალი ბოლოკი (მოსართავად), მშრალი ნიორი (გემოვნებით.
მომზადების წესი: სოკო დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. ქათმის ფილე, კარტოფილი და ხახვი დაჭერით კუბიკებად.
მწვანილი დაჭერით ძალიან წვრილად. დაუმატეთ მარილი, ტკბილი წიწაკა და პილპილი. შეურიეთ ზეთში კარგად შებრაწული სოკო. აურიეთ კარგად. აიღეთ გამოსაცხობი ტაფა, მოათავსეთ მასზე ყველაფერი ერთად და გამოაცხვეთ აირღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, გააცივეთ და დაანაწევრეთ ხელით.
მწვანილისგან და ბოლოკისგან ლანგარზე გააკეთეთ მორთულობა, გვერდით მოუწყვეთ კერძი, თავსაც მოიწონებთ მისი ვიზუალით და ძალიან გემრიელია.