კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 58 წლის მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული. შეიძლება თუ არა ჩემთვის რძის ან რძით დამზადებული ფაფების მიღება, შემწვარი თევზის, ლობიოს?

პასუხი: თუ მდგომარეობა კომპენსირებულია, ანუ არ აღინიშნება გლუკოზის დონის მატება, აღნიშნული პროდუქტების მიღება  დასაშვებია.

კითხვა: ამ ბოლო დროს საშინლად გამიცხიამიანდა თმა, არანაირი შამპუნი არ მშველის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ვის მივმართო?

პასუხი: უპირველესად, დერმატოლოგს (კანის ექიმს) უნდა მიმართოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა თირკმელზედა ჯირკვალმა ტესტოსტერონის მომატება გამოიწვიოს?

პასუხი: ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონია. ქალებში მისი მატების ყველაზე ხშირ მიზეზს  თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერება წარმოადგენს. არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის არასწორი მუშაობა, ზოგიერთი პრეპარატის მიღება, საკვერცხეების დაავადება, არარაციონალური კვება და სხვა.

კითხვა: რა იწვევს ყურის დაგუბებას და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა?

პასუხი:  თუ ყურის დაგუბება არტერიული წნევის ცვლილებას არ უკავშირდება, გამომწვევი მიზეზი შეიძლება გოგირდოვანი საცობის წარმოქმნა ან შუა ყურის ანთებითი დაზიანება იყოს. უნდა მიმართოთ ყურის ექიმს. 

კითხვა: ჩემი ვაჟი 7 წლისაა, გლანდები აწუხებს. ხშირად ცივდება, ოფლიანობს. თუ შეიძლება, ოპერაციის გარეშე მკურნალობა ან რა შემთხვევაშია აუცილებელი ოპერაცია? 

პასუხი: ჩვეულებრივ, ოპერაციის საკითხი მაშინ დგება დღის წესრიგში, როცა პაციენტს აქვს ხშირი სტრეპტოკოკული ანგინა (წელიწადში 5-6-ჯერ).

კითხვა:   ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა ვიტილიგო. აქვს მხოლოდ ხელებზე და ერთი წერტილი სახეზე. რამდენიმე წლის წინ ორი წერტილი ჰქონდა სახეზე და გარკვეული მკურნალობის შემდეგ გადაუვიდა. ძალიან გთხოვთ, მითხარით, იცით თუ არა ამ დაავადების მკურნალობის რაიმე მეთოდი?

პასუხი: ამ დაავადების მკურნალობის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს, მკურნალობის მიზნით ინიშნება გარეგანი საშუალებები. მართალია, ვიტილიგო ძალიან რთულად ემორჩილება მკურნალობას,  მაგრამ, საბედნიეროდ,  არ არის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება. რაც უფრო ადრე იქნება დაწყებული მკურნალობა, ეფექტი მით უფრო მალე მიიღწევა.

 

скачать dle 11.3