კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ქრისტიანულია თუ არა „საკურთხის“ ცნება და თუ ასეა, რომელ დღეს უნდა მივიტანო ის ეკლესიაში?

პასუხი: „საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა. თვითონ სიტყვა გულისხმობს, რომ რაღაც უნდა იკურთხოს, ამ შემთხვევაში – პროდუქტი, რომელიც ეკლესიაში მიცვალებულთა სახელზე მიგვაქვს. კურთხევა ხდება პანაშვიდის დროს. საკურთხი ეკლესიაში უნდა მიიტანოთ საეკლესიო კალენდრის მიხედვით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში, ასევე, ნებისმიერ შაბათს.

კითხვა: რა ვუყოთ მიცვალებულის დანატოვარ ნივთებს, რომლებიც მოწყალების სახით გასაცემადაც არ არის ვარგისი?

პასუხი: ასეთი ნივთები მიწაში დაფალით ან შესაფერის ადგილზე დაწვით. ამით მიცვალებულის ხსოვნას არავითარი ზიანი არ მიადგება.

კითხვა: რატომ ხდება, რომ ღვთივსულიერი საუბარი ძნელად განგვაწყობს სასმენად, ხოლო გასართობი – იოლად?

პასუხი: იმიტომ, რომ ეშმაკი უწყობს ხელს უქმადმეტყველებას და ის არის ყოველგვარი სულიერი დარიგების მტერი. ერთ-ერთი წმინდა მამა ყვებოდა: როცა მე ზოგიერთ ძმას სულიერ სარგებლობაზე ვესაუბრებოდი, მათ ისეთი ძილქუში აწვებოდათ ხოლმე, რომ ქუთუთოებს ვეღარ სძრავდნენ.

კითხვა: როგორ უნდა გადაანაწილოს ქრისტიანმა დრო გონივრულად?

პასუხი: ქრისტიანმა ადამიანმა დროის უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოს სულისთვის ზრუნვას – ლოცვას, უფალზე ფიქრს, შესაბამის გარჯას, კეთილ საქმეთა სრულყოფილად შესრულებას, ხოლო დანარჩენი დრო მოახმაროს ხორციელ საჭიროებათა შესახებ ზრუნვას. სამწუხაროდ, ადამიანები პირიქით იქცევიან – ჯერ ხორციელი სიამოვნებისთვის ზრუნავენ, ხოლო სულისთვის – თუ დრო დარჩებათ, მხოლოდ მაშინ ირჯებიან.

скачать dle 11.3