კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის პატრონობს ყველგან დიმა კობეშავიძე და რატომ აქვს მას ცოტა მობერებული ხასიათი

„ახალი ხმის” ბრმა ქასთინგზე მომღერალ ზურა კობეშავიძის 21 წლის შვილმა, დიმა კობეშავიძემ არა მხოლოდ მაყურებლის, ჟიურის ყველა წევრის მოხიბვლა შეძლო. თან ისე, რომ მის გადასაბირებლად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. თუმცა, დიმამ საბოლოოდ, არჩევანი დათო ფორჩხიძეზე გააკეთა და მისი გუნდის წევრი გახდა. 

 

დიმა კობეშავიძე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ, ექიმობას ვაპირებ. თუმცა მომღერლობა უფრო მომინდა, განსაკუთრებით, ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგ. ვნახოთ, რა იქნება და რა გზას დავადგები საბოლოოდ. 

– სამედიცინოზე ჩაბარება ოჯახის რჩევით გადაწყვიტე, თუ შენი არჩევანი იყო? 

– ჩემი არჩევანიც იყო და რა თქმა უნდა, მშობლებსაც უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი. ბავშვობიდან კი ვმღერი, ეს მამაჩემმაც შეამჩნია, მაგრამ იციან, ამ მხრივ საქართველოში რა მდგომარეობაცაა. ამიტომ ვფიქრობ, სამედიცინოზე რომ ჩავაბარე, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. პლასტიკურ ქირურგობას ვაპირებ, 2 წელიწადში დავამთავრებ. პირველივე კურსიდან ვიცოდი, რომ აუცილებლად პლასტიკურ ქირურგიას ავირჩევდი. 

– ბავშვობიდან მღერი?

– კი. სამი ძმანი ვართ, უფროსი 33 წლისაა, შუათანა -31-ის და ყველაზე პატარა მე ვარ. სამი ძმიდან მხოლოდ მე ვმღერი. გათამამებული ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. მშობლები ყველას თანაბარ ყურადღებას გვაქცევდნენ. თუმცა, მეც ვამწარებდი ჩემს ძმებს და ისინიც მამწარებდნენ. სულ მინდოდა, მათ ოთახში შევვარდნილყავი და გამეგო, რას აკეთებდნენ უფროსი ძმები. ისეთი რამეც გამიკეთებია, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ჩემი ძმა გამიბრაზებია და საბოლოოდ, ოთახიდან მშობლების გამოსათრევი გავმხდარვარ. სანამ თვითონ მერეოდა – ხომ მერეოდა და მერე უკვე დამანება თავი. ფიზიკურად ყველაზე დიდი ვარ ახლა. რაც შეეხება სიმღერას, ორივეს აქვს სმენა, ერთი დიჯეია, მეორე – ადვოკატი. სიმღერით მხოლოდ მე ვარ დაკავებული, დანარჩენები თავის საქმეში არიან პროფესიონალები. 

– ის, რომ შენი ძმები არ მღეროდნენ, ამის გამო მამას გული ხომ არ სწყდებოდა? 

– არ სწყდებოდა გული. ისინი თავის საქმეს კარგად აკეთებენ და ეს უფრო უხარია. ყოველთვის უნდოდა, მემღერა, კარგად გამოვსულიყავი, მაგრამ, რადგან საქართველოში ამ მხრივ არ არის კარგი მდგომარეობა, ამიტომ ერჩია, სამედიცინო გზით წავსულიყავი. „ახალ ხმაზე” გამოსვლაც ჩემი გადაწყვეტილება იყო და ახლა უკვე ძალიან მიწყობს ხელს. 

– იცოდა მამამ, რომ გამოდიოდი? 

– მამამ არ იცოდა, დედამ – კი. მამა ემოციურია და არ მინდოდა, ზედმეტად ენერვიულა. ამიტომ, სანამ არ მოვხვდი პროექტში, მანამდე არაფერი არ მითქვამს. ძალიან გაუხარდა. ასეთი ფრაზა აქვს: გაგიჭირდებოდა... – და ეს მითხრა. 

– როდესმე გიმღერია სცენაზე? 

– ჩემი ან ჩემი მშობლების მინუსი ის არის, რომ არასდროს მიმღერია სცენაზე. დედაჩემი ვოკალის პედაგოგია. თუმცა, აქამდე არ ვუმეცადინებივარ, რადგან ისეთი ბავშვი ვიყავი, მაინც არ დავუჯერებდი. მაგრამ მერე, ასაკი რომ მომემატა, მივხვდი, მჭირდებოდა მისი დახმარება. დავიწყე კიდეც მისი მოსმენა. დღესაც თუ რამე დამჭირდება, ყოველთვის მეხმარება. ბლაინდამდე მისი დახმარებით მივედი და კიდევ იმ პედაგოგების, რომლებიც უშუალოდ ამ პროექტზე მუშაობენ. მამა  ყოველთვის გამზადებულ ვარიანტს აფასებდა და თავის შენიშვნებს მეუბნებოდა: ეს ასე გააკეთე, ან ასე დატოვე. ჩემი მშობლების აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. 

– როგორი მამაა?

– მკაცრი არ არის, ნეიტრალური პიროვნებაა. უბრალოდ, ადვილად შეუძლია, გაბრაზდეს, მაგრამ მალევე წყნარდება – ფიცხი ხასიათი აქვს. ოღონდ რომ გაბრაზდება, მერე თვითონ მოდის და გირიგდება. ძალიან კარგი მამაა. პატარა რომ ვიყავი, ქართულ შოუ-ბიზნესში კიდევ არსებობდა რაღაც. მამაც დაკავებული იყო, გასტროლები ჰქონდა და მეც სულ თან დავყვებოდი. ვუყურებდი მის გამოსვლებს, ვაკვირდებოდი მის მანერებს. რომ იცოდეთ, სცენაზე სულ სხვანაირია, სახლში კი სულ სხვანაირი. ანუ სახლში ამ ენერგიებს კრებს, ინახავს და შემდეგ სცენაზე გადმოაქვს. რომ ვუყურებდი, სცენაზე რომ არ ნერვიულობდა, და პირიქით ამით დიდ სიამოვნებას იღებდა, აკეთებდა იმას, რაც თავად უნდოდა – ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო. ძველი დრო რომ იყო და დენი ირთვებოდა, მამასთან ერთად ხშირად დავდიოდი გასტროლებზე. მამასთან ერთად გამოდიოდნენ მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი და ისინიც ოჯახებით. ძირითადი პრობლემა ის იყო, თუ სადმე გენერატორი არ დაგხვდებოდა. ვლოცულობდით: დენი არ წავიდესო. მერე უკვე ჩვენი გენერატორებით დავდიოდით. თავიდან კი ეშლებოდათ ნერვები, მაგრამ ბოლოს ხალისობდნენ კიდეც. თან, ხალხი სულ მოდიოდა მათ კონცერტებზე. მათი შვილები დღემდე ჩემი ახლო მეგობრები არიან, მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენს ოჯახში სტუმარი, გაშლილი სუფრა, მოლხენა – ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ყოველი სუფრა მინი-კონცერტი იყო. 

– რატომ გადაწყვიტე, ამ პროექტში მონაწილეობა?

– რადგან ძალიან ცოტა სასცენო გამოსვლები მქონია, ამიტომ, გადავწყვიტე, ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა და უფრო მეტად გავზრდილიყავი. თან, საქართველოში თუ არ გახვალ რომელიმე პროექტში, ისე ხალხი ვერ გაგიცნობს. თუ კარგად გამოხვალ, უფრო მეტად რეიტინგული ხდები და უფრო მეტად დაამახსოვრდები ხალხს. ამიტომაც მაინტერესდება ხალხის რეაქცია: რას იტყოდნენ ჩემზე და ასევე, ოთხივე მწვრთნელის.

– ოთხივე შემოგიტრიალდა და ყველამ მასთან წასვლა გთხოვა. კინაღამ დახოცეს შენ გამო ერთმანეთი. 

– არ ველოდი, რომ ოთხივე შემობრუნდებოდა. ჩემთვის პროგრამა მინიმუმი იყო: რომელიმე შემობრუნებულიყო, რომ შოუში მონაწილეობა გამეგრძელებინა. ის, რომ ოთხივე შემობრუნდა, ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო. თავიდან, რომ მივდიოდი პროექტში მწვრთნელის ამორჩევასთან დაკავშირებით ცოტა სხვა აზრის ვიყავი. მერე შემეცვალა და გადავწყვიტე, დათოსთან ვყოფილიყავი. სტილით, ჟანრობრივად ჩემთან ყველაზე ახლოს დათოა და ამიტომ წავედი მასთან. თუ მომღერალი ხარ, გინდა, შენზე კომპეტენტურისგან რაღაც ისწავლო, გაიზარდო, ერთ ადგილას არ გაჩერდე. როცა ფიქრობ, რომ დათო ფორჩხიძეს შეუძლია უფრო მეტი მოგცეს, რა თქმა უნდა, მას აირჩევ. სტეფანე ძალიან კარგი მუსიკოსია, კარგი ადამიანია, მაგრამ, რაც ჩემთან ახლოსაა, ის ავირჩიე. ეს არ იყო მოდას აყოლა: რადგან დათო ფორჩხიძემ მოიგო ორი სეზონი, მეც წავალ მასთან და მოვიგებ. ყველა იმიტომ წავიდა დათო ფორჩხიძესთან, რომ მისგან რაღაც ესწავლა. ამიტომაც წავედი მეც მასთან, არავინ მაძალებდა და შუბლზე არავინ მადებდა იარაღს – მასთან წადიო. 

– ძალიან მოეწონა ჩანაწერი. არადა ხშირად არ მოსწონს რაღაცეები. ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია. არჩევანიც მომიწონეს: სტილისტურად მასთან ახლოს ხარ, ამიტომ ჯობდა, დათოსთან წასულიყავიო. ზოგადად, მელომანი ვარ, მაგრამ ჩემთან მაინც ყველაზე ახლოს არის: ვანდერი, ჯაზი, ბლუზი, ფანკი. მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. სადაც ვარ, ყველგან მუსიკა მაქვს ჩართული, სხვანაირად არ შემიძლია. თუმცა კლუბური ტიპი არ ვარ და ჩემს მეგობრებს ზუსტად ეს აღიზიანებთ – ცოტა მობერებული ხასიათი გაქვსო. არ მიყვარს ჯაგა-ჯუგი, ერთმანეთს, რომ ასკდებიან. მირჩევნია, ვიჯდე პატარა მაგიდასთან, ჩართული იყოს წყნარი მუსიკა და მეგობრების წრეში გავატარო დრო. ასე უფრო მეტად ვისიამოვნებ. ალკოჰოლსაც ზომიერად ვიღებ. სამაგიეროდ, სადაც უნდა წავიდე, ჩემს ხასიათში ზის, რომ სხვას უნდა ვუპატრონო. იციან, ეს თუ მოდის, გვიპატრონებსო. ყველა სუფრაზე მართლა ასე ხდება, ჩემი საპატრონოები არიან. 

– როგორ ფიქრობ, შოუს სხვა  ეტაპებზე გახვალ?

– ცოტა რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგან ძალიან ძლიერი ჯგუფი ჰყავს დათოს. წამოკრავ ფეხს – დაეცემი... ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ყველა გუნდში ძლიერი ბავშვები არიან, მაგრამ ჩვენს გუნდში ყველა ერთი სტილისაა და თითოეულს საკუთარი თავის კარგი კუთხით წარმოჩენა შეუძლია, ისე, რომ მაყურებელს მოაწონოს თავი. ამიტომ შენც ისეთი რამ უნდა შესთავაზო მწვრთნელებს, მაყურებელს, რომ მოწინააღმდეგს აჯობო. ასე რომ, პროგნოზის გაკეთება რთულია, ამ მხრივ დათოც დაბნეულია. 

 

скачать dle 11.3