კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უხარებს გულს სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოებით მიშა სულუხია და როგორ გახდება ის იტალიაში პირველი მამაკაცი

24 წლის მომღერლის, მიშა სულუხიას ცხოვრებაში, ახალი და წარმატებული ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა სულ ცოტა ხნის წინ, ყველასგან გასაკვირად, კონტრტენორის იშვიათი ხმის  ტემბრი აღმოაჩნდა. მართალია, ის თავს, მიუხედავად ყველაფრისა,  უიღბლო ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ასეა თუ ისე, ბევრი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც მის კარიერაში ამ დღეებში მოხდა. თუ რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, როგორ მოხვდა იტალიის კასტელფიდარდოს მუსიკის აკადემიაში უგამოცდოდ და რატომ ვერ იცლის ის სერიოზული სიყვარულისთვის, ამაზე თავად მოგვიყვება.

 

მიშა სულუხია: ბოლო პერიოდში, საკმაოდ კარგად აეწყო ჩემი საქმეები. მართალია, დიდი  დრო დავკარგე საესტრადო ფონზე, თუმცა, საკუთარი მუსიკალური, ხმის ჩამწერი სტუდია მაქვს და იქ სულ ვმუშაობ. 

– თუმცა, ბოლო დროს, არსად ჩანდი. რა ხდებოდა?

– ის, რომ მე არსად ვჩანვარ, არ ნიშნავს, რომ მოვდუნდი და არ ვმუშაობ. არ მიყვარს, თუ პროექტი არ არის სრულყოფილი, მისი ფართო აუდიტორიის წინაშე გამოტანა. ზოგადად, საკუთარი თავისადმი კრიტიკულობის გამო, რაღაცეების ძიებაში ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ ბოლოს ისეთი ამბავი შევიტყვე, ეს ყველაფერი გადაწონა. ჩემთვის მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა, რომელსაც არ დაგიმალავთ და რაღაც დოზით, მოველოდი. ერთ დღესაც, ვიღვიძებ და მოდის სწრაფი გზავნილი იტალიიდან, სადაც წერია, რომ უგამოცდოდ ჩავირიცხე კასტელფიდარდოს მუსიკის აკადემიაში და გავხდი სტუდენტი. ეს, საკმაოდ სოლიდური აკადემიაა და ბევრი ოცნებობს იქ მოხვედრას. ძალიან გამიმართლა. აკადემიის პროფილია ჩამოყალიბებული და მოქმედი მომღერლების წვრთნა. და მას არ აქვს საბაკალავრო სისტემა, უკვე მაგისტრატურად ითვლება. ამ აკადემიაში გადავაგზავნეთ ჩემი საორკესტრო ჩანაწერები და სასწავლებლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გამოცდები მოეხსნათ ჩემთვის და პირდაპირ სტუდენტი გავმხდარიყავი. ასე რომ, არც მაწვალეს და არც მანერვიულეს, ისე გავხდი ამ აკადემიის სტუდენტი (იცინის). თანაც, სწავლის საფასურის გადახდაც არ მიწევს, ჩემი იშვიათი ხმის ტემბრის გამო. ჩემი მისია არ არის, უცბად ჩავწრო სიმღერა, მივიტანო რადიოში, დავატრიალო და პოპულარული გავხადო. თუმცა, ბევრი პროდიუსერი და მეგობარი მეუბნება, ბოლო დროს აღარ ჩანხარ და გაუკეთე საკუთარ თავს რეალიზებაო. 

– შემოქმედი ადამიანი ხომ იმისთვის მუშაობს, რომ მისი შემოქმედება ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანოს და მისი შეფასებები მოისმინოს. არ მეთანხმები?

– გეთანხმებით, რომ ფართო არენაზე უნდა გამოვიტანო ის, რასაც ვაკეთებ. მაგრამ არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, ან სკანდალებით მივიპყრო ყურადღება. უბრალოდ, მე უფრო მსხვილი პროექტებისთვის ვემზადები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ჩემი ვიზიტები, უფრო უცხოეთს ეხება. 

– მახსოვს, გეგმავდი, იტალიელი კომპოზიტორის, ჯულიო კაჩინის „ავე მარიას” ერთ-ერთ ვერსიაზე ვიდეოკლიპის გადაღებას ისრაელში, რომელიც  კლასიკური მუსიკისა და ჯაზის სატელევიზიო არხ „მეცოზე“, უნდა გასულიყო.  თუმცა,  პლანეტის ყველაზე ცნობილ არხზე ქართველი შემსრულებლის ვიდეო ჯერჯერობით არ ტრიალებს.

– მართალია, ეს იგეგმებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ცუდი ფაქტი შეემთხვა და ამის გამო გადაღებები შეჩერდა. ეს პროექტი ისევ ძალაშია და აუცილებლად განხორციელდება. ამით, კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. პლანეტის ყველაზე ცნობილ არხზე ქართველი შემსრულებლის ვიდეოს გამოჩენა, ჩემი აზრით, ნამდვილად სასიამოვნო ფაქტი იქნება. 

– მოცარტის სპექტაკლში „ფიგაროს ქორწინება“, ყოველთვის ქალი ასრულებს ცნობილი ქერუბინოს როლს, რომელიც მამაკაცისთვისაა დაწერილი. მახსოვს, ამბობდი, ჩემი ხმა მოისმინეს და ამ არიის შესრულება სულ მალე მე მომიწევსო.  თუ არ ვცდები, კონტრაქტის დადებასაც აპირებდი. ამ მხრივ რაიმე სიახლეა?

– დიახ, „ფიგაროს ქორწინებაში“ ქერუბინოს როლი, სწორედ მამაკაცის პარტიტურისთვისაა დაწერილი, თუმცა, კაცები ვერ მღერიან, რადგან ძალიან მაღალ რეგისტრშია. ამიტომ, სულ ულვაშებდახატული ქალები ასრულებენ (იცინის). ჩემი ხმა კი ამ პარტიტურას მოერგო და პირველი მამაკაცი ვიქნები, ვინც ამ როლს, რომში მამაკაცურად მოირგებს (იცინის). სხვათა შორის, სანამ ამ საქმეებს შევუდგები, მანამდე, სულ რამდენიმე დღეში, შვეიცარიაში მივფრინავ. ცნობილი და მაღალანაზღაურებადი კონტრტენორების აღმზრდელმა, ასევე ცნობილმა პედაგოგმა, შვეიცარიის აკადემიის პროფესორმა რიჩარდ ლევისმა მოისმინა ჩემი ჩანაწერები და სურვილი გამოთქვა, შემხვედროდა და მუშაობა შემომთავაზა. იქ რამდენიმე თვე ვიცხოვრებ და მისგან უდიდეს მასტერკლასებს მივიღებ. კულტურის სამინისტრო ძალიან დამეხმარა, ამინაზღაურა მასტერკლასების, მგზავრობისა და იქ ყოფნის საკმაოდ სოლიდური ხარჯები. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გურამ ოდიშარიას, ბადრი ბაგრატიონს და ქალბატომ მარინა მიზანდარს. შვეიცარიიდან იტალიაში გადავალ და იქ გავაგრძელებ სწავლას და მუშაობას.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება? ადრე, სკანდალურ სიტუაციებში ხშირად ეხვეოდი, ახლა კი მხოლოდ შიშველი ფოტოებით შემოიფარგლები, რომელსაც სოციალურ ქსელში დებ. შიშველი სხეულის დემონსტრირებით რას აღწევ?

– რაც უნდა სოლიდური საქმე ვაკეთო, ასაკი თავისას შვრება. მართალია, ხშირად ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ნახევრადშიშველ ფოტოებს ვდებ სოციალურ ქსელში, მაგრამ ამაში სკანდალურს ვერაფერს ვხედავ. მას ბევრი ადამიანი ნახულობს, „ალაიქებს“, წერს კომენტარს და მეც ვხალისობ. რას ვაღწევ შიშველი ფოტოების დემონსტრირებით, ვერ გეტყვით, მაგრამ ხშირად ვარჯიშის შედეგებს ვაქვეყნებ, ზოგჯერ ვიღაცას ვუხარებ გულს, ზოგჯერ საკუთარ თავს (იცინის). სკანდალები კი იმიტომ შევწყვიტე, რომ მივხვდი, იაფფასიანი სკანდალები, არ მჭირდება. მირჩევნია, ჩემი პოტენციალი სხვა რამეში ჩავდო და ამით მოვახდინო მასებზე ზეგავლენა. არ მინდა, ყველასთვის მისაღები ვიყო. არ არის ეს ჩემი სტილი. ყველას თუ არ მოვწონვარ, ეს ჩემთვის კომპლიმენტია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ხშირად მიფიქრია ოჯახის შექმნაზე, მეუღლეზე, შვილზე, მაგრამ ვატყობ, ეს გეგმა რამდენიმე წლით გადაიწევს (იცინის). თუმცა, საინტერესო ფლირტები ხშირად მაქვს და ეს სასიყვარულო ემოცია, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემს შემოქმედებაზე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და მინდა, ჩემი პოტენციალი არ დავზოგო. ყველა მეუბნება, იღბლიანი ხარო. მე კი, ასე არ მგონია. ვფიქრობ, უფრო უიღბლოთა რიგში ვარ, რადგან უბრალოდ არაფერი ხდება ჩემთან. თუ რამე არ გამომდის ცხოვრებაში, იღბლის კი არა, ჩემი ბრალია. ფაქტია, თუ ბევრი არ ვიშრომე, მარტო იღბალი ვერ მიშველის (იცინის).

 

скачать dle 11.3