კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ასრულებს ზურა ბალანჩივაზე ოპერაში მამაკაცის პარტიებს სიმღერით, ხოლო ქალისას – სტვენით

გასულ ორშაბათს „ნიჭიერის“ სცენაზე მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანი წარდგა: 25 წლის ზურა ბალანჩივაძე, რომელმაც სტვენით ოპერა „რიგოლეტოდან“ ერთ-ერთი არია შეასრულა და როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის მხრიდან, დიდი მოწონება დაიმსახურა. ბლოგერი, მხატვარი, სოციალური მედიის მენეჯერი, საბოლოოდ, „ნიჭიერის“ „ბულბულიც“ გახდა.


ზურა ბალანჩივაძე: ახლა ვმუშაობ კომპანია „ჯეპრაში“ – ვარ სოციალური მედიის მენეჯერი, ანუ პიარი – კრეატივი მე მეხება. სასურველია, 24 საათი სოციალურ ქსელებში ვიყო, რადგან, კომპანიებმა, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით, უნდა იცოდნენ: რა ხდება მათ გარშემო. ამას გარდა, კიდევ არის სხვა საქმეები და მოკლედ, სულ ასეთ გაწამაწიაში ვარ. 

– სამაგიეროდ, საინტერესო საქმიანობას ეწევი.

– მართლაც საინტერესოა და ნამდვილად არ მაქვს საწუწუნოდ საქმე. თან, ეს საქმიანობა მოითხოვს იმ მრავალფეროვნებას, რაც, ვფიქრობ, გამაჩნია და, შესაბამისად, ამ მხრივ, არ ვდუნდები. მრავალფეროვნება ჩემი წამალია. ვმღერი, ვხატავ – ნოემბერში თუმანიშვილში მექნება გამოფენა. ბლოგერიც ვარ – ვწერ თეატრზე, კინოზე, ბუნებაზე, ხატვაზე, ხელოვნებაზე, პირად რაღაცეებზეც, პოლიტიკაზე – ნაკლებად. ანუ, მრავალპროფილიანი ბლოგი მაქვს – Zurriuss.ge.

– როდის დაიწყე სიმღერა?

– გვარი, ხომ იცი, მაინც თავისას შვრება. ჯორჯ ბალანჩინი ჩემი წინაპარი იყო. ანუ, შტო ორად გაიყო: ერთი შტოს წარმომადგენლები წავიდნენ რუსეთში, ჩვენები აქ დარჩნენ. ვმღერი ბავშვობიდან, ვხატავ 3 წლიდან. ორივე სფეროში თვითნასწავლი ვარ. მუსიკაში, მაგალითად, ნოტებიც არ ვიცი. ერთიც და მეორეც ჩემით ვისწავლე. თუმცა, ცოტა ხანი დავდიოდი ვოკალზე, ასე 4-5 წლის წინ, ოღონდ საოპეროზე, რადგან თავიდან ბოლომდე კლასიკა ვარ. 2003 წლამდე, პუგაჩოვადან დაწყებული, ყველაფერს ვუსმენდი. თუმცა, კლასიკა უფრო მიყვარდა. სკოლის გუნდში, ხანდახან ეკლესიაშიც ვგალობდი. 2003 წელს კი ვნახე ფრანკო ძეფირელის ფილმი „კალასი – სამუდამოდ“. მარია კალასის წყალობით გავიცანი ეს ჟანრი და თუ ჩემს ცხოვრებაში ან აზროვნებაში მოხდა რევოლუცია, ეს სწორედ აქედან დაიწყო. ჯერ შევიყვარე მარია კალასი, შემდეგ ოპერით დავინტერესდი, სიღრმეებში ჩავედი, გადავედი მოცარტზე, ბახზე, სიმფონიებზე. მოკლედ, ჩემმა ყურმა ეს ყველაფერი გაიგო და მიიღო. დავიწყე მოსმენა, სიმღერა. ამ ყველაფერმა ხატვაშიც მოახდინა გარდატეხა – სულ სხვანაირად „გამეხსნა“. ჩაცმის სტილიც შემეცვალა – კლასიკურად ვიცვამ. სამაგიეროდ, არ მიყვარდა როკი, რადგან როკში  არ არის ბუნებრივი ბგერები. მაგრამ, მერე გავიცანი ლუკა ზაქარიაძე, დავმეგობრდით და მან მოახდინა ჩემში გარდატეხა. მანამდე, თუ მეგობრები მეხვეწებოდნენ: ამას მოუსმინე, ან ამასო, ლუკამ ეს ყველაფერი ისე იმღერა, რომ მე გავიგე. ახლა როკიც ძალიან მიყვარს, თუმცა, კლასიკასთან შედარებით, მეორე ადგილზეა. ჯაზზე ჯერ ასეთი რაღაც არ მომხდარა, მაგრამ, ალბათ, ამის დროც დადგება. მე, რასაც ვუსმენ, მინდა, ის ვიცოდე საფუძვლიანად. მაინტრესებს მუსიკის შექმნისას რა იყო მის გარშემო: რა პერიოდში შეიქმნა, რამ განაპირობა, რომ ეს შედეგი მოსულიყო. იგივე ხდება ხატვაშიც. ამით, გარკვეულწილად ,საკუთარ თავსაც ვაკვირდები: რა ხდება ჩემ გარშემო და როგორ შემიძლია, შევეპასუხო ამას. სტვენის შემთხვევაშიც, დაახლოებით ასეა საქმე. 

– კარგად გამოგდის სიმღერა?

– მამაჩემს არ სჯეროდა და მერე, ტვინი რომ წავიღე, სახლი რომ გადავდგი, მასწავლებელთან ნიშნის მოგებით წამიყვანა: ჩვენც დაგვასვენებ და შენც დაისვენებო. თუმცა, საბოლოოდ მიულოცეს: ხომ არ გაგიჟდი, ძალიან მაგარიაო და მერე მამაჩემმაც დაიჯერა. ცოტა ხანი დავდიოდი პედაგოგთან, მაგრამ, მერე ჯარი, მუშაობა დავიწყე და ვეღარ მოვახერხე. „ნიჭიერის“ შემდეგ კიდევ ვაპირებ, გავაგრძელო. ჩემთვის სულ ვმღერი, „იუთუბიზე“ ვიდეოებიც მიდევს. პროფესიონალურ დონემდე, მეც ვხვდები, რომ რაღაცეები მაკლია. მაგრამ, ვიცი, ვგრძნობ და სხვებიც მეუბნებიან, რომ მაქვს ხმა, მაგრამ უფრო მეტად დახვეწას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. როცა დრო მაქვს, ან ვმღერი, ან ვუსტვენ, ბოლო დროს ძირითადად ვუსტვენ – ვრეპეტიციობ. სამსახურშიც, ქუჩაშიც, ოღონდ, შესაძლებლობის ფარგლებში. მაგრამ, ხანდახან თუ გამეხსნა – მტრისას. ამ დროს მეგობრები მაჩერებენ: გაჩერდი, სირცხვილია, ყველა შენ გიყურებსო. მე ვპასუხობ: სიგარეტის მოწევას და ქუჩაში „ბიჩოკის“ დაგდებას, მირჩევნია, დავუსტვინო ან ვიმღერო, რადგან ამით  ნაკლები ზიანი ადგება გარემოს-მეთქი. არ მიყვარს არც დალევა და არც სიგარეტი, ვუფრთხილდები თავს. 

– ახლა სტვენას რაც შეეხება...

– მამაკაცის პარტიებს ხმით ვმღეროდი, ქალის, ანუ სოპრანოს პარტიებს, ვუსტვენდი. თავიდან, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, მაგრამ, მერე ნელ-ნელა დაიხვეწა. 2003 წელში დავიწყე და უკვე 10 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. არიებს ავაყოლე სტვენა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მივხვდი, რომ მქონდა ამის მოთხოვნილება. თან, გამომდიოდა, და მოკლედ, ვარჯიშია ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნიჭიც. ბევრი ჩანაწერი მაქვს, „იუთუბიზეც“ მიდევს ვიდეოები. თან, ვუსტვენ, თან ვხატავ, თან ვმღერი და თან ვმუშაობ – აქ უფრო თავს ვაფარებ ხანდახან.

– აქამდე არსად გიმღერია ან არ დაგისტვენია? – ფართო საზოგადოებას ვგულისხმობ.

– არა, რადგან აქამდე მიშლიდნენ, ახლა – არა. სტვენამ იცის უფულობა და ათასი სისულელეო.. სახლშიც მიშლიდნენ. ერთი მომენტია: ვერავინ ამბობდა, რომ ცუდად ვუსტვენ. სამაგიეროდ, მეუბნებოდნენ: ვწუხდებით, სახლში არ შეიძლება, ტყეში წადი, იქ უსტვინეო... მაგრამ, მეორე მხრივ, სიამოვნებდათ. 

– რატომ გადაწყვიტე „ნიჭიერში“ მონაწილეობა?

– ადრეც მითხრეს მეგობრებმა, გამოდიო. „ნიჭიერიდანაც“ იყო შემოთავაზება: შენი ვიდეოები ვნახეთ და გამოდიო. მაგრამ, თავს ვიკავებდი, რადგან ოჯახიდან სერიოზული წინააღმდეგობა მქონდა: არ გახვიდე, თავს შეირცხვენ, ხალხი არ მიიღებსო  და ამაში მეც ვეთანხმებოდი. ძალიან ძნელია, ქართველმა რაღაც მიიღოს, თუ მას კარგად და სწორად არ მიაწვდი. მეორე: სამსახურის გამო, შეიძლება, არასერიოზული ადამიანის იმიჯი შემქმნოდა. სამსახურშიც ვიკითხე, მითხრეს: არ არის პრობლემა, გადიო. დანარჩენი – ცოტა რისკის მომენტი იყო. საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, არ გამოვიდოდი. ანუ, მე თუ კმაყოფილი დავრჩეობდი და ხალხი ტაშს არ დამიკრავდა, ეს საერთოდ არ დამაინტერესებდა. მთავარი იქნებოდა ის, რომ მე საკუთარ თავთან ვიქნებოდი მართალი და თავს გავართმევდი იმ ამოცანას ზუსტად ისე, როგორც მქონდა ჩაფიქრებული. მუსიკასთან და საკუთარ თავთან თუ ვიქნებოდი მართალი, ამას ხალხის რეაქცია არ მოჰყვებოდა, ეს იქნებოდა: „ვერ გამიგეს ამბავი“. საერთოდ არ ვნერვიულობდი სცენაზე, შეიძლება, ნერვიულობის რეფლექსი გამოვრთე ტვინში, არ ვიცი. გადაცემას რომ ვუყურე, მაშინ უფრო ვინერვიულე. მე გამოვედი ალალ-მართალი ადამიანი, დავდექი სცენაზე და ვთქვი: მე ამას ვაკეთებ, დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. დიდი მადლობა ყველას, რომ გამიგეს და შეიძლება, პატარა მითიც დავამსხვრიე. სადღაც 4-5 წამის შემდეგ, აპლოდისმენტები რომ წამოვიდა, მივხვდი, რაღაც მომეშვა, უფრო მეტად გავთავისუფლდი და შევედი როლში. ოჯახის წევრებსაც, როცა გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება, ვუთხარი, ეს ჩემს მეორე მხარეს, ანუ ხატვასაც დაეხმარება, რადგან ხატვისა და მუსიკის გარეშე არ შემიძლია-მეთქი. ამით რომ ვერ გამოვხატავდე ემოციებს, დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი – ორივე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაა და შემდეგ უკვე მეხმარება სამსახურში, კრეატიულობაში – შეხმატკბილებულები არიან. 

– რას გვიმზადებ მეორე ტურში – ხატვასაც, ხომ არ დაიხმარ?

– შეიძლება. უნდა შევთანხმდეთ და ჩამოვყალიბდეთ, ჯერჯერობით ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული. გარკვეული იდეები მაქვს, მათ უნდა გავაცნო. ისინიც თავის იდეებს მეტყვიან და საბოლოოდ შევჯერდებით. ერთი რამ ვიცი, რომ იქნება უფრო მეტად რთული და საინტერესო – ეს მაქვს თამასად აღებული. 

– ვინც ასეთ კონკურსში მონაწილეობს, მას გარკვეულწილად, მოგების ამბიციაც აქვს. 

– რა თქმა უნდა, მეც მაქვს ამბიცია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს საზოგადოება. მინდა მოგება და ძალიან გამიხარდება კიდეც. ხშირად ვაშუქებდი „საქართველოს ვარსკვლავსაც“ და მერე, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა: რასაც ფოტოებს ვუღებდი, ახლა იქ, იმ ადგილას მე ვიდექი. ყველაფერი ბოლომდე მაქვს გააზრებული, არანაირი ილუზია არ მაქვს, რაციონალურად ვაფასებ ჩემს თავს. შესაბამისად, გააზრებულად შევხვდები მოგებსაც და წაგებასაც. ჩემთვის მთავარი იყო, საზოგადოებას ეს მიეღო, რადგან ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება რაღაცეებისთვის მზად არის. გარდა ამისა, მინდა, მე დავრჩე კმაყოფილი, მოვძლიერდე. და მესამე: ეს ორი კომპონენტი თუ საკმარისი აღმოჩნდება, დაე, გავიმარჯვო! 

 

скачать dle 11.3