კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძლება, აღმოჩნდეს ხუდონჰესი რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში და რა საერთო მიზნის მისაღწევად მოქმედებენ თურქეთი, ირანი და რუსეთი

ანაკლიის პორტის აშენების იდეა კვლავ ძალაშია, მეტიც, ახალი ხელისუფლება, ძველის მსგავსად, ამ პორტზე დიდ იმედებს ამყარებს. თავის დროზე, წინა ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობას ქალაქ ლაზიკის დაარსებასაც უკავშირებდა, რაც საზოგადოების ნაწილში დიდ შეშფოთებას იწვევდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს საკუთარი ადამიანური რესურსით, ნახევარმილიონიანი ქალაქის შექმნის პოტენციალი არ გააჩნია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ქალაქი –  ლაზიკა უცხოელებს უნდა აეთვისებინათ. ჯერჯერობით დღის წესრიგიდან ახალი ქალაქის მშენებლობა მოიხსნა და აქცენტი მხოლოდ პორტზე კეთდება. ვისი ინტერესია პორტ ანაკლიის მშენებლობა და რა საფრთხესა და სიკეთეს შეიცავს ის ჩვენი ქვეყნისთვის, – თემას ნოდარ ნათაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– რა ასეთი მნიშვნელობა აქვს ანაკლიის პორტს და რატომ არ გვყოფნის, რაც გვაქვს ის პორტები?

– ამიერკავკასია, თავის სხვა ამოცანებთან ერთად, არის გზა, დერეფანი: დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და პირიქით. დღეს ამას პირველხარისხოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია და მისი მხარეებიც ცნობილია. ერთი მხარეა დასავლეთი, მის რიცხვში საქართველოც; მეორე მხარე კი ჩინეთი –  პირველ ნომრად, რუსეთი –  მეორე ნომრად და ისლამური ქვეყნების უმრავლესობა, ოღონდ ყველა არა, რადგან, მაგალითად, ჩეჩნეთი მათი ნაწილი არ არის, ჩვენი ნაწილია. ფრონტის ორი თანასწორი ხაზია: ფრონტის ერთი ხაზი ვართ ჩვენ და მეორე –  წყნარი ოკეანე. დღეს წყნარ ოკეანეზე შედარებით სიწყნარეა, მაგრამ ჩვენთან: ფაქტობრივად, უკვე ომია. დასავლეთის მიზანია, თავისუფლად იაროს შუა აზიაში, ამიტომ ფრონტის ხაზი კასპიის ზღვიდან, სადაც დღეს გადის, უნდა გადასწიოს ჩინეთისა და შუა აზიის საზღვარზე. ამისთვის საჭიროა სატრანსპორტო დერეფანი და ჩვენი ფუნქცია მსოფლიო სტრატეგიის სისტემაში არის აი, ამ დერეფნის ფუნქცია. დერეფანი სასიკვდილო არ არის…

– მაგრამ არც კომფორტულია.

– არ არის კომფორტული, მაგრამ განვითარების ძალიან დიდი სტიმულია. აი, ამ დერეფნის ფუნქციას ბათუმი, სოხუმი და ფოთი არ ჰყოფნის. ამას სჭირდება დამატებითი სიმძლავრეები, რისთვისააცაა განზრახული ანაკლიის პორტი და ეს არის დასავლური გეგმა. სააკაშვილი თითქმის ათი წელიწადია, თამაშობს დასავლური ინტერესების ერთგულებას, სინამდვილეში კი რუსეთის ელემენტარული აგენტია. ამიტომ ამერიკელებს ვერ ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ფონზე, რაც შეიძლება, „ტეხავს“ რუსეთისთვის.

– კონკრეტულად?

– დავიწყებ პატარა მაგალითით და გადავალ დიდი მაგალითზე –  ანაკლიის პორტზე. პირველი მაგალითია თბილისის შემოვლითი  რკინიგზა, რომელიც ძალიან ადიდებს თბილისის რკინიგზის გამტარუნარიანობას, იმიტომ რომ ქალაქში რკინიგზა ძალიან შეზღუდულია. სააკაშვილმა მიიღო თხოვნა დასავლეთისგან, მოდი, გავაკეთოთ რკინიგზაო და ფულიც გამოუყვეს. დაიწყეს მშენებლობაც, მაგრამ რა „მოტეხა“ სააკაშვილმა რუსეთის სასარგებლოდ? სადაც ამ რკინიგზამ უნდა გაიაროს, თბილისის ზღვასთან,  დასვა „ჩაინა-თაუნი“, ანუ ჩინური ქალაქი. იქ უნდა დასახლდნენ ჩინელები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, დაზვერავენ ტვირთების მოძრაობას; ხოლო, როგორც მაქსიმუმ, რაღაცას მოაწყობენ, ანუ ჩაკეტავენ იმ გზას. აი, ეს არის ამ პროექტის ნაკლი. ანაკლიაც იგივეა: ანაკლია, როგორც გითხარით, სატრანსპორტო თვალსაზრისით, დასავლური სტრატეგიისთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს ყველაფერი გაუქმდება, თუ იქ იქნება ჩინური ანკლავი. ის 500 000 ადამიანი, რომელიც იქ უნდა დასახლდეს.

– გასაგებია, რომ პორტს სჭირდება მომსახურება და ის თავისთავად გააჩენს ქალაქს. მაგრამ სადმე არის აღნიშნული, რომ აუცილებლად ჩინელები იცხოვრებენ ანაკლიის პორტთან?

– აი, თქვენ თვითონ გიჩნდებათ აზრი, რომ პორტი თავისთავად გააჩენს ქალაქს, მაგრამ უმეტესობას  ეს აზრი არ უჩნდება, ამიტომაც გადაწყვიტეს 500 000-ანი ქალაქის აშენება. როგორც კი სააკაშვილმა ეს თქვა, გადაირივნენ დემოგრაფები, რადგან საიდან უნდა მოიყვანო 500 000 ადამიანი?! ცხადია, ამ 500 000-ში 450 000, როგორც მინიმუმი, იქნება უცხოეთიდან მოყვანილი. ვინ? ვინც არის რუსების მომხრე. უპირველესად, ჩინელები.

– ლოგიკურად მივდივართ ამ დასკვნამდე?

– რა თქმა უნდა, გინდა, ლოგიკა დაარქვით, გინდა –  კანის შეგრძნება. ამიტომ მოთხოვნა არის კატეგორიული: ავაშენოთ პორტი და პორტი, რასაც თავის გარშემო შექმნის მოსახლეობას, ის მოსახლეობა იქნება ქართველი. და ეს ვერ იქნება 500 000, მაქსიმუმ, 20 000 იყოს. პორტის მომსახურებას მეტი არ სჭირდება და ეს იქნება იმის რესურსი, რომ დასაქმდეს ქართველი მოსახლეობა, იმის მაგივრად, რომ ემიგრაციაში წავიდეს.

–  თუ წინა ხელისუფლება ამბობდა, რომ ანაკლიის პორტისთვის უნდა გაშენდეს 500 000-ანი ქალაქი ლაზიკა, ახლები ამბობენ, რომ უნდა აშენდეს მხოლოდ პორტი.

– ივანიშვილის პოზიცია, რომ პორტი უნდა ავაშენოთ და ქალაქი –  არა, კარგია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა იმალება ამის უკან. ივანიშვილი, სამწუხაროდ, 100 პროცენტიანად რუსია. მართალია, დასავლეთი მას დაელაპარაკა და რაღაც-რაღაცეებში დაითანხმა, ამიტომ ივანიშვილი ღიად და გაცხადებულად მხარს უჭერს დასავლეთის სტრატეგიულ ორიენტაციას, ოღონდ რამდენად შედის ამაში სამხედრო მხარე და რამდენად გულწრფელია ის, არ ვიცით. თუ მას გეგმა აქვს, რომ ავაშენოთ პორტი და არა ქალაქი, უნდა მივესალმოთ. აქ არის კიდევ ერთი არსებითი პუნქტი: სააკაშვილს რომ დასცლოდა და თავად განეხორციელებინა ეს პროექტი, ის მოიყვანდა თურქულ სამშენებლო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან უვარგისები. ჩვენ არ ვიცით, როგორი გეგმა აქვს ივანიშვილს ამ მიმართულებით, თუმცა ერთი ცუდი სიმპტომი არის: „როიტერის“ სააგენტოს ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა თქმა უნდა, ჰკითხა რაც დაავალეს: თქვენ რომ ამდენი თანხა დახარჯეთ საქართველოში, მრეწველობაში თუ ჩადეთ რამე ინვესტიციაო. არ ჩაუდია და ეს, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ამიტომ მეპარება ეჭვი, რომ ივანიშვილის მიზანი იყოს ქართული ფირმების დასაქმება პორტის მშენებლობაში. თუმცა ჩვენთვის იდეალურია: ანაკლიის პორტის აშენება დასავლეთის დიდი ინვესტიციებით. საეჭვო ორიენტაციის ინვესტორები არ უნდა შემოვიყვანოთ.

–  თუ დასავლეთი გამოიყენებს ანაკლიის პორტს, თუნდაც, ჩინური ეთნოსი რომ დასახლდეს მის ირგვლივ, როგორ გატარდება რუსული ინტერესი?

– გადამწყვეტ მომენტში ჩინელი დაიკავებს იმ ქალაქს, ნახევარმილიონიანი ქალაქი იმას ნიშნავს, რომ იმ ხალხის დაოკებას ერთი გამართული დივიზია დასჭირდება, რაც ჩვენ არ გვყავს. ჯერ ერთი, ეს იქნება მუდმივი და ამომწურავი დაზვერვის ცენტრი და რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში ეს იქნება სტრატეგიულად მოქმედი ძალა.

– იქნება ამდენი ტვირთი, რომ დაიტვირთოს ახალი პორტი, მაშინ, როდესაც ტვირთბრუნვამ უკვე არსებულებზე იკლო?

– რაც უფრო განვითარდება დასავლურ-ჩინური დაპირისპირება, რაც დღეს არსებობს, თუმცა პრესისთვის არ ცხადდება, მით უფრო მეტი იქნება ტვირთბრუნვა. საერთოდ, რუსეთისთვის ტრანსპორტის განვითარება დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით კატასტროფაა, მას უნდა ტვირთების მოძრაობის განვითარება ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით.

– თურქეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ მსხვილი ტვირთბრუნვაა დღესაც.

– მათ ზღვაზე აქვთ ძალიან დიდი მოძრაობა და თურქეთის საგარეო შემოსავალი, ძირითადად, რუსეთზე მოდის. სახლში მაქვს წიგნი, რომელსაც ჰქვია „ოსეტინსაკაია ვოინა“, 2010 წელს გამოცემული. ბუნებრივია, ტყუილებითაა სავსე და იდეოლოგიურია, მაგრამ მისი ბოლო სიტყვები არის მათთვის ოპტიმალური სცენარი: „ამერიკა უარს ამბობს, ჩაერიოს კავკასიის საკითხებში, პასუხისმგებლობას კავკასიაზე იღებენ რუსეთი, თურქეთი და ირანი.“

– დავიღუპეთ და ესაა.

– აი, ეს არის მათი ძირითადი სტრატეგიული ხაზი. ასე რომ, მათ თურქეთთან მხოლოდ სავაჭრო ინტერესი არ აქვთ. სამივეს ერთობლივად უნდა, რომ ჩვენი ზონა ჩაკეტონ დასავლეთისთვის და შავი ზღვა დატოვონ რუსულ-თურქული ტბის როლში. მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში გაცხადდა, რომ, რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნება „ნატოს“ ბაზები, სადაც განლაგდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ბაზირების, ანუ იქ ფლოტიც იქნება და შავი ზღვაც გათავისუფლდება რუსულ-თურქული ტბის სტატუსისგან.

– უკრაინის მიერ ევროკავშირის არჩევის შემდეგ საბაჟო კავშირის ნაცვლად, რუსეთიდან გაისმა მუქარა, რომ, თუ უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს იჯარის დამთავრების შემდეგ ვადას არ გაუგრძელებს, უკრაინას მოუწევს ტერიტორიის დათმობაო. ეს რეალური მუქარაა?

– ეს არის ქრესტომათიული ილუსტრაცია დღეს მსოფლიოში არსებული ძალხაზების მიმართებისა და მიმართულებისა. უკრაინა პოლიტიკურად რუსეთზე ორიენტირებული ქვეყანაა. იანუკოვიჩი გაიყვანეს რუსებმა და მისი საყრდენი არის უკრაინის რუსული რაიონები. მაგრამ იანუკოვიჩი დღეს დასავლეთისკენ იყურება, რადგან ის უკვე მოქმედებს არა რუსეთის ინტერესებით, არამედ, როგორც ამ ტერიტორიის პატრონი, რომელსაც ამ ტერიტორიის მოსახლეობასთნ ერთად საკუთარი ჯიბის ინტერესიც აქვს. რის მაგალითია ეს? ეს არის რუსეთის არაკონკურენტუნარიანობის მაგალითი დასავლეთთან შედარებით. დღეს უკვე ნებისმიერმა მესამე ქვეყანამ იცის, რომ რუსეთთან ყოფნას დასავლეთთან ყოფნა ჯობია. ახლა, სხვათა შორის, ყაზახეთიც ხტუნაობს, საბაჟო კავშირში ჩვენი ყოფნა ეკონომიკურად წამგებიანიაო. ანუ რუსეთის მეორეხარისხოვან ქვეყნებთან ურთიერთობის ტრადიციული მეთოდია, რომ რუსეთი მათ ახარჯავდა უზარმაზარ თანხას, ფაქტობრივად, ინახავდა, რადგან ვერ მოიგონა თანამშრომლობის ისეთი ფორმა, რაც ორივესთვის სასარგებლო იქნებოდა. ხოლო, როდესაც დასავლეთი შედის რომელიმე ქვეყანაში, მას აქვს შესაბამისი მეთოდიკა, გამოცდილება, ტექნოლოგიები, ფინანსური საშუალებები, რომ შექმნას რეჟიმი, რომელიც დასავლეთისთვისაც იქნება ხელსაყრელი და იმ ქვეყნისთვისაც, სადაც შედის. აი, ამ ფაქტის კლასიკური მაგალითია დღევანდელი უკრაინის პოლიტიკური ყოფაქცევა.

– სირიაში ნათლად ჩანდა რუსულ-დასავლური ინეტერსების დაპირისპირება. პროცესი ფინალისკენ მიდის: რომელმა რომელს გადასძალა?

– სირიაში არის ორი ფაქტორი. ერთი ვიცით: დასავლეთმა დაიწყო ხმელთაშუა ზღვის აუზიდან რუსული ბაზების მოწმენდა, დარჩა მხოლოდ სირია და ახლა ამის მოწმენდის ოპერაცია მიდის. მაგრამ მეორე ფაქტორის შესახებ არ იცის ჩვენმა საზოგადოებამ.

– ნავთობსადენს გულისხმობთ, რომელსაც ასადი არ ატარებს სირიაზე?

– სირიაში უნდა გამოიაროს დიდმა ენერგეტიკულმა ნაკადმა ახლო აღმოსავლეთიდან, უნდა გავიდეს სირიიდან თურქეთში და იქიდან –  ევროპაში და ამით ევროპა თავისუფლდება რუსული ენერგეტიკული გავლენისგან. არც ერთ ამ ამოცანაზე უკან დამხევი დასავლეთი არ არის.  რა თქმა უნდა, დასავლეთის გამარჯვებაა, ასადმა რომ 1 000 ტონა ქიმიური იარაღი დათმო, რადგან ასადს აზრად არ მოუვიდოდა ამ იარაღის განადგურება, რომ არა სამხედრო დარტყმის საშიშროება. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა შეთანხმებაა ამის უკან. შესაძლოა, ასეთი შეთანხმება იყოს: ასადი, ამა თუ იმ ფორმით, წავა და იგულისხმება, რომ სირიის ახალი ხელისუფალი რუსულ ბაზას იქიდან განდევნის. სხვათა შორის, ასადმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა –  თავისი და თავისი პატრონის მამხილებელი. მან თქვა, რომ უნდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება.

– ეს არ ვიცოდი, მაგრამ ვიცი, რომ ინდოეთმა და ვიეტნამმაც გამოთქვეს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილი.

– ივანიშვილს აქვს ხუდონჰესის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ინდოელებისთვის ხუდონჰესის საკუთრებაში გადაცემას. ინდოეთის ხელიდან კი ის გადავა რუსეთის ხელში, ისევე, როგორც „თელასი“ გადავიდა. ინდოეთი არის ქვეყანა, რომელიც რუსული წარმოების იარაღის ყველაზე მსხვილი მუშტარია. რუსეთს კი თავის დოქტრინაში უწერია, რომ დაიცავს თავის საკუთრებას რუსეთის საზღვრებს გარეთ. აქედან შეგიძლიათ, გათვალოთ, რა მზადდება.

–   2008 წლის ომზე გაკეთდა ის დასკვნაც, რომ რუსეთმა საქართველო დასაჯა დასავლეთის საჩვენებლად, რომ ენახვებინა, რაზეა წამსვლელი. თუ რუსეთს არ გაუმართლა სირიაში, უკრაინაში, ისევ ჩვენ ხომ არ გავილახებით?

– ეს მრავალმხრივი საკითხია. „ცივი ომის“ დროს შეერთებულ შტატებს ჰქონდა ასეთი დოქტრინა: რუსეთთან კონფლიქტზე მივდივართ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს 25 პროცენტს ემუქრება განადგურება. როდესაც „ცივი ომი“ მოუგეს, დააკლეს და ერთ პროცენტზე ჩამოვიდნენ. ანუ ძალიან მცირე რისკის დროსაც სათამაშო სივრცეს აძლევენ, მაგრამ, როგორც კი ეს რეალურად საშიში გახდება, ყველაფერზე წავლენ.

– მაგრამ 2008 წელს ყველაფერზე არ წავიდნენ.

– იმიტომ რომ, რისკი არ იყო ერთ პროცენტზე მეტი, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს ტერიტორიები რუსეთს არ ეთმობა: ისინი მკაცრად მისდევენ არაღიარების პოლიტიკას, ამიტომ მათ არ მიაჩნიათ, რომ ეს ომი წააგეს. მათ იციან, რომ, ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები დაბრუნდება. მით უმეტეს, შეუძლებელია, სერიოზული პოლიტიკოსი რუკას, ისტორიას, სტატისტიკას უყურებდეს, ითვლიდეს ძალთა მიმართებას.  დაინტერესების ხარისხს და წარმოიდგინოს, რომ მოვიდა 2050 წელი და ჩრდილოეთ კავკასია არის რუსეთის შემადგენლობაში. რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიიდან წავა ძალიან მალე და არ არის გამორიცხული, ის ჯერ ამ ტერიტორიებიდან წავიდეს და ამის შემდეგ გაუჩნდეს საშუალება რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველოს ტერიტორიები დათმოს მშვიდობიანად თავისი ვანკას წინაშე.

 

скачать dle 11.3