კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სესხები აქვს აღებული გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს და რა დაუჯდა მათი მომსახურება გასულ წელს

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი 1970 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიისა და ქიმიის დარგში (ბიოქიმიის სპეციალობით), ასევე, საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (2005 წელი, „ჯიპა“). საიტზე განთავსებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის მითითებული მინისტრის მოადგილის კონკრეტული სამუშაო ადგილები და მის მიერ დაკავებული პოზიციები. მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ „სხვადასხვა დროს მუშაობდა ენერგეტიკის და მანქანათმშენებლობის დარგში და იკავებდა გარემოსდაცვითი ექსპერტის და მენეჯერის თანამდებობებს.“ ამას გარდა, დაზუსტებით ვიცით, რომ  ბოლო წლებში ბ-ნი ამირეჯიბი სს „თბილავიამშენში“ იყო დასაქმებული: თავდაპირველად, აღმასრულებელი დირექტორის, მოგვიანებით, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, უფრო მოგვიანებით, ჰოლდინგ „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის და ბოლოს, სსიპ „თბილავიამშენის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

რაკი სახელმწიფო სამსახურში არ ყოფილა, ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციაც მას შემდეგ შეავსო, რაც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. დეკლარაციაში ბ-ნი ამირეჯიბი ოჯახის წევრებად მიუთითებს მამას: მზეჭაბუკ ამირეჯიბს (დაბადებულს 1921 წელს); დედას, თამარ ჯავახიშვილს (დაბადებულს 1937 წელს) და ორ შვილს: 2001 წელს დაბადებულ ალექსანდრეს და 2002 წელს დაბადებულ ელისაბედს.

შალვა ამირეჯიბის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე (66,5 კვადრატული მეტრი ფართობის); ოჯახის დანარჩენი ქონება მზეჭაბუკ ამირეჯიბს ეკუთვნის. კერძოდ: საცხოვრებლი ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე (80 კვადრატული მეტრი ფართობის), საცხოვრებელი ბინა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე (85,73 კვადრატული მეტრი ფართობის), მიწის ნაკვეთი საგურამოში (2 050 კვადრატული მეტრი ფართობის) და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი (360 კვადრატული მეტრი ფართობის).

ბ-ნი ამირეჯიბის მამა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა: ის ინდმეწარმეა და გასული წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 20 000 ლარი მიიღო.

შალვა ამირეჯიბს 33 400 აშშ დოლარის იპოთეკური კრედიტი აქვს აღებული, რომლის მომსახურებაც გასულ წელს 5 532 აშშ დოლარი დაუჯდა; ასევე, სამომხმარებლო კრედიტი 4 500 ლარის ოდენობით (რომლის მომსახურებაც გასულ წელს 1 899 ლარი დაუჯდა) და სამომხმარებლო სესხი 5 500 ლარის ოდენობით (რომლის მომსახურებაც 2 321 ლარი დაუჯდა). თუმცა გასულ წელსვე შემოსავალი – 3 040 აშშ დოლარი – მიიღო მზეჭაბუკ ამირეჯიბმა ბათუმში ფართის გაქირავების შედეგად.

შალვა ამირეჯიბმა, როგორც „თბილავიამშენის“ დირექტორის მოადგილემ, ხელფასის სახით, 30 616 ლარი აიღო; ხოლო, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა მრჩეველმა, 304 ლარი. 

P. S. ჩვენი ჟურნალის მეორმოცე ნომერში განთავსებულ მასალაში, რომელიც ეხებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის, ქონებრივ მდგომარეობას, გაიპარა უზუსტობა: კერძოდ, დავით ზალკალიანს აქვს 130 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ბინა არა წყნეთში, არამედ, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე. ასევე, სამინისტროს თხოვნით, ვაზუსტებთ, რომ 2012 წლის დეკლარაციით, კონკრეტულად ბ-ნი ზალკალიანის სახელზე არსებული უძრავი ქონება გაიზარდა იმ ქონების ხარჯზე, რაც წინა წლებში მის მეუღლეს, თამარ ქემოკლიძეს ეკუთვნოდა. ანუ, საბოლოო ჯამში, ზალკალიანების ოჯახის ქონების მოცულობა უცვლელი დარჩა, იმატა კონკრეტულად, ბ-ნი დავით ზალკალიანის სახელზე რიცხული ქონების რაოდენობამ. 2002 წლის დეკლარაციაში არ არის განმარტებული, საიდან ჰქონდა დავით ზალკალიანს იმ წელს 40 000 ლარი საშემნახველო წიგნაკზე. როგორც თავად აცხადებს, განმარტება გაკეთებულია მოგვიანებით, 2004 წელს შევსებულ დეკლარაციაში – კერძოდ, რომ აღნიშნული თანხა არის ბ-ნი ზალკალიანის, მისი მშობლებისა და მეუღლის დანაზოგი.

 

скачать dle 11.3