კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რაც ევროსაბჭოში წაგიღო“

ანუ, სად გავარდა დემოკრატია?!

 

მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის ნაჩინოვნიკარი და კვლავაც მოქმედია: თბილისის მერობით დაწყებული, ჯანდაცვის მინისტრობაზე გამავალი და კახეთის გუბერნატორობით დამთავრებული, იმას გარდა, რომ თვით ევროსაბჭოშიც იღვწოდა, საყველპურო უცენზურო სიტყვებით საჯაროდ თამაშს ვერა და ვერ გადაეჩვია.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, შევნიშნოთ, რომ ბ-ნი ჭიაბერაშვილი ქართველი ჩინოვნიკის მეტყველებაში უწმაწურად შეკურთხების დამკვიდრების საქმეში ერთ-ერთი პიონერია (ჯერ კიდევ თბილისის მერობისას შეუკურთხა ამომრჩევლის ნაწილს ტელეკამერების თანხლებით).

შესაბამისად, სავსებით ბუნებრივად აღსაქმელი იყო, როდესაც კახეთის გუბერნატორმა სასამართლო პროცესზე პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი ისაა, რომ მოსამართლისგან (ქ-ნი ნათია ბარბაქაძე) ოდენ შენიშვნა დაიმსახურა (სად გავარდა დემოკრატია?!) 

რაკი კახეთის გუბერნატორმა პროკურორ ნათია სონღულაშვილს „ნაბიჭვარი“ უწოდა, ცხადია, ჩვენ ვერ მოვუწონებთ ევროსაბჭომოვლილ ჩინოვნიკს ლექსიკის ასეთ დაბინძურებას, სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ, რაგინდ ბევრი თანამდებობა მოიარო, როგორც აშუღი იტყოდა: „გოგრა ვერ გახდება შირაზის ვარდი“ (ყოველი შემთხვევისთვის, განვმარტავ, რომ ეს ციტატაა და „გოგრა“ მოხმობილია გადატანითი მნიშვნელობით) 

скачать dle 11.3