კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

EPP-ს რჩეული

ანუ, „ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსეს“

 

მილანის სასამართლომ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა, რამეთუ, ბ-ნ ბერლუსკონის ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა დაუდასტურდა. 

შესაბამისად, უახლოეს ხანში სენატმა მწვანე შუქი უნდა აუნთოს სპეცკომისიის გადაწყვეტილებას და სილვიო ბერლუსკონის სენატორის უფლებამოსილება მოუხსნას. იტალიის კანონმდებლის მიერ 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, პირებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ 2 წელზე მეტი აქვთ მისჯილი, ეკრძალებათ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.

ხოლო, რადგან ბ-ნ ბერლუსკონის სასამართლომ თავდაპირველად 4 წლით აღუკვეთა თავისუფლება, იმის მიუხედავადაც, რომ მასზე ავტომატურად გავრცელდა 2006 წლის შეწყალების აქტი, რამაც სასჯელი ერთ წლამდე შეუმცირა, სენატორობასაც უნდა გამოამშვიდობონ.

ერთი ისაა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შესაძლოა, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალონ, ან, სულაც, შეიწყალონ. თუმცა, როგორც თავად ბერლუსკონი შენიშნავს, მას 55 ღამეა, არ უძინია და 11 კილოგრამიც დაიკლო („კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსეს“), თუმცა ეს ფაქტი სრულიადაც არ აღელვებს „ევროპის სახალხო პარტიას“  (EPP) – მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ლამის ტანზე იხევს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის, სხვათა შორის, ასევე, ფინანსური მაქინაციების მიზეზით დაკავების გამო და ამაზე ნაკლებად არც მის წონაში დაკლების ფაქტს განიცდის.

შესაბამისად, იბადება რიტორიკული კითხვა: რატომ აღელვებს EPP-ს  ბ-ნი მერაბიშვილის წონა და რატომ არის გულგრილი ბ-ნი ბერლუსკონის ანალოგიური მაჩვენებლისადმი?! 

скачать dle 11.3