ანეკდოტები
– მარო‚ მიტუასთან გადავალ‚ პატარა სალაპარაკო მაქვს‚ საღამოსთვინ მოვალ...
– წადი‚ ოღონდა‚ მთვრალი არ მობრუნდე‚ იცოდე!
– ოო‚ მაშინა, ზეგ დავბრუნდები...
***
– გავიგე‚ ისრაელიდან ყოველთვე პასილკას და ფულს იღებ...
– ხო‚ ეგ კაცი მეორე მსოფლიო ომის დროს მამაჩემმა ფაშისტებისგან იხსნა...
– ვაა‚ მაგარია‚ მაგრამ‚ რამდენი წლისაა‚ რამდენ ხანს გაქაჩავს?
– მომავალზეც ვიფიქრე‚ ძმაო – ახლა მე ვმალავ... ჩინელს.
***
თვითმფრინავი 700 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავს‚ უცებ უწონასწორობა დაკარგა... 5 წუთის შემდეგ ეკიპაჟის მეთაური აცხადებს:
– პატივცემულო მგზავრებო! ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. სტიუარდესამ შემთხვევით ცხელი ყავა გადამასხა... რომ განახათ‚ რას ჰგავს წინა მხარეს ჩემი შარვალი...
– შენ ჩემი შარვალი უნდა ნახო... უკანა მხარეს...
***
– გოგონებს უნდა ახსოვდეთ‚ რომ, თუ ვაჟებს დიდხანს აწვალებენ‚ მათ ეგრეთ წოდებული „მოსწავლის“ ასაკობრივი სინდრომი განუვითარდებათ.
– რა სინდრომი?
– როდესაც მშობლებს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვთ ველოსიპედს... ბოლოს და ბოლოს კი გიყიდიან‚ მაგრამ, თქვენ უკვე როლიკები გინდათ.
***
„მარშრუტკაში“ გოგონა ავიდა. მიიხედ-მოიხედა – თავისუფალი ადგილი არ არის.
– მოდი, მუხლებზე ჩამომიჯექი‚ – შესთავაზა ახალგაზრდა მამაკაცმა.
გოგო დაფიქრდა და ჩამოჯდა. კაცი გაწითლდა და შეიშმუშნა.
– რა გაქვთ შარვალში? მერჭობა! – ეკითხება გოგონა.
– სანთებელა‚ – არ დაიბნა კაცი.
უცბად გოგოს მეზობელი სკამზე მჯდარი 80 წლის მოხუცი ეძახის:
– მოდი‚ შვილო‚ ჩემთან ჩამოჯექი‚ მე კარგა ხანია, აღარ ვეწევი.
***
გამოცდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში:
– თქვენ ფერმერი ხართ და მოსავალი არ მოგივიდათ. რა ობიექტურ მიზეზებს დაასახელებთ‚ თავს რით იმართლებთ?
– გვალვა, სეტყვა... მოკლედ‚ უამინდობა.
– ახალს ვერაფერს იტყვით?
– დათესვა დამავიწყდა...
***
– კი მერიდება‚ მაგრამ‚ შენ რომ სამსახურში ხარ‚ შენს ცოლთან კაცების რიგი დგას.
– ვიცი‚ მაგრამ, რა ვქნა?
– გაეყარე მაგ კახპას!
– და მერე რიგში ჩავდგე‚ არა?!
***
– საყვარელო‚ რას ფიქრობ სტრუქტურიზებულ ნახშირბადზე?
– იცი‚ რას გეტყვი? თავი მომაბეზრე შენი ინტელექტით... წადი‚ რა‚ მაგ შენს სტრუქტურიზებულ ნახშირბადთან ერთად...
– ოკეი‚ გასაგებია‚ ესე იგი‚ ბრილიანტის ბეჭედზე უარს ამბობ...
***
– შვილო‚ ვერ ხედავ‚ რომ ეს ბიჭი ელამია‚ კოჭლობს კიდეც...
– ლამაზი ქმარი არც მჭირდება...
– შენზე არ ვამბობ... ცოდოა‚ ხედავ‚ ბედისგან ისედაც დაჩაგრულია და შენი დამატება რაღა საჭიროა...
***
კაცი შევიდა საადვოკატო ბიუროში „მალანია-ბესელია-ჯიჯელავა-წულაია-სანაია-ჯამასპიშვილი“ და ითხოვს‚ რომ მისი საქმე ჯამასპიშვილს ჩააბარონ.
– რატომ მაინცდამაინც ჯამასპიშვილი და არა სხვა? – ეკითხება მდივანი.
– იცით‚ მე მჯერა მისი შესაძლებლობების – ისეთ კომპანიაში შეძვრა‚ რომ, წესით, დიდი ნიჭისა და უნარის მქონე უნდა იყოს...
***
დედა და მამა სტუმრად წავიდნენ და მკაცრად გააფრთხილეს შვილი:
– მარტო რჩები. არ გაბედო და მამაშენის კაბინეტში არ შეხვიდე‚ წიგნის კარადაში მეხუთე თაროდან მეშვიდე წიგნი არ ჩამოიღო და განსაკუთრებით, არ წაიკითხო 27-დან 102-ე გვერდამდე...
გვიან დაბრუნდნენ. შვილი ისევ კომპიუტერთან მჯდარი დახვდათ – არც ამან უშველა...
***
გზაზე „მერსედესი“ „გაშეშდა“. მაშინვე საცობი გაჩნდა და ყველამ სიგნალი ჩართო. „მერსედესიდან“ მაგარი ნაშა გადმოვიდა‚ მივიდა მის უკან მდგარი მანქანის მძღოლთან და ეუბნება:
– ახალგაზრდა‚ მოდი‚ გაიგე‚ რა სჭირს ჩემს მანქანას‚ მანამდე კი შენს მაგივრად მე დავაპიპინებ...
***
თუ არ იცით‚ რა უყიდოთ ქალს‚ დაურეკეთ‚ უთხარით‚ რომ საჩუქარი უკვე უყიდეთ და‚ შესთავაზეთ‚ გამოიცნოს; ჩამონათვალში კი თავად ამოარჩიეთ... თუ რამის ყიდვის შესაძლებლობა გაქვთ.
***
– დილით გავიღვიძე და... შენ არ ხარ. სად იყავი?
– შენ სად გაიღვიძე?
***
ცოლ-ქმარი ტელევიზორს უყურებს... ფსიქოლოგი ლაპარაკობს:
– ჩხუბის შემდეგ წყვილის შერიგების სხვადასხვა მეთოდი არსებობს: შოპინგი‚ საჩუქარი‚ სასიამოვნო სიურპრიზები... სექსი – ბოლოს და ბოლოს...
ქმარი: გესმის? სექსიო...
ცოლი: ბოლოს და ბოლოსო და არა თავიდანვე და არც ყველაფრის ნაცვლადო!
***
თუ გინდათ‚ ქალის განცდები და ყველა ტკივილი ნათლად შეიგრძნოთ‚ წარმოიდგინეთ‚ რომ წინ გიდევთ ფრჩხილის წითელი ფერის ლაკის 10 ტონალობა და არც ერთი არ არის ისეთი‚ რომელიც თქვენ გჭირდებათ...
***
მალე დადგება დრო‚ როდესაც ძალიან ადვილად გამოარჩევ ჭკვიან გოგონებს ლამაზებისგან: ცივ ამინდში ჭკვიანები ქუდით დადიან‚ ლამაზები კი ვარცხნილობას ინარჩუნებენ...
***
– მინდა გითხრა‚ რომ ჩემი ერთადერთი ნაკლი ფეხებგაღუნული‚ მსუქანი ცოლია...