მხოლოდ ფაქტები
* ამერიკელები 1929 წლის 29 ოქტომბერს „შავ სამშაბათს“ უწოდებენ – ამ დღეს ნიუ-იორკის ბირჟამ კრახი განიცადა და „დიდი დეპრესია“ დაიწყო.
*1936 წელს ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტები გახდნენ ბერლინი და ბარსელონა. ბარსელონელებმა ალტერნატიული ოლიმპიადის ჩატარება გადაწყვიტეს და მიიწვიეს 30 ქვეყნის 3 600 სპორტსმენი, რომლებმაც უარი თქვეს ფაშისტურ ბერლინში გამგზავრებაზე. მართალია, პროექტი ვერ განხორციელდა, მაგრამ, ამ ოლიმპიადისთვის შექმნილი ჰიმნი, როგორც „ინტერნაციონალური ბრიგადის ჰიმნი,“ მსოფლიოში პოპულარული გახდა.
*1933 წლის 14 აპრილს ჯონ მაკეი ცოლთან ერთად სეირნობდა ტბის ნაპირას. აქ მან დაინახა ის, რაც დღესდღეობით თავის მსგავსთა შორის ყველაზე პოპულარულია, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ის არ არსებობს – ტბის ურჩხული ლოხ ნესი.
* მსოფლიოში ველოსიპედის 900 მილიონამდე მოქმედი ეგზემპლარია და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – ჩინეთში, თუმცა, არა მარტო მოსახლეობის რაოდენობის გამო, არამედ, იმიტომაც, რომ ტრანსპორტის ეს სახეობა აქ საკმაოდ პოპულარულია.
* დასავლეთის საქმიან წრეებში შვეიცარიის ბანკების თანამშრომლებს „ჯუჯებს“ უწოდებენ.
* რახმანინოვის ხელის მტევანი 12 კლავიშს სწვდებოდა.
* ბრიტანეთის კუნძულების მცხოვრებთა წარმოდგენით, ადამიანები აბელის შთამომავლები არიან, ხოლო ელფები – კაენის.
* 1957 წელს ამერიკელების მიერ აგებული ანტარქტიდის ბაზა „ამუნდსენ-სკოტი“ დრეიფის გამო სამხრეთ პოლუსს დაშორდა; ამიტომ, ამერიკელები იძულებულები გახდნენ, 1975 წელს იმავე სახელწოდების ახალი ბაზა აეშენებინათ.
* ჩინელი ქალები პირში წყალს იგუბებდნენ, რომ ლაპარაკის დროს ბულბულის ხმა გამოეცათ.
* წებოვანი ლენტი (სკოჩი) თავდაპირველად საავტომობილო ქარხანაში გამოიყენეს.