ბრძნული აზრები
ჰარტმანი: ალღო ნიშნავს ისეთ მიზანსწრაფულ მოქმედებას, როცა ჩვენ წარმოდგენაც არა გვაქვს, რა არის მიზანი.
ჰიუგო: აზროვნება ინტელექტის მუშაობაა, ხოლო ოცნება – მისი სიამოვნება.
ფრანკლინი: ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავშეკავება.
ფოიერბახი: თუ გსურს, შეიცნო ადამიანი, შეიყვარე იგი.
ბალზაკი: ორ ადამიანს შეუძლია ერთმანეთის გადარჩენა იქ, სადაც ერთი იღუპება.
რიხნერი: ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს.
რუსო: ადამიანო, ნუ ეძებ ბოროტების მიზეზს. მიზეზი შენ ხარ!
ლინე: ბუნება არავითარ ნახტომს არ აკეთებს.
კანტი: გამოცდილება არის გაგებული დაკვირვება.
ნარი: გაჭირვება არის არსებობა საკუთარი ნება-სურვილის წინააღმდეგ.
მესტრი: გემოვნება მშვენიერების სინდისია, ისევე, როგორც სინდისი არის სიკეთის გემოვნება.
ემირსონი: გმირი ის არის, ვინც ჩვეულებრივ მამაკაცზე ხუთი წუთით უფრო მეტხანს არის მამაცი.
დემოკრიტე: არა სიტყვა, არამედ, უბედურება არის ჭკუის მასწავლებელი ბრიყვთათვის.
სეგიური: ცილისწამება იარაღია შურისა.
ბეკონი: ადამიანის ცოდნა და ძალოვნება ერთი და იგივეა.
ლაბრიუიერი: ყველა ადამიანის ჭკუა ერთად აღებული, ვერ უშველის იმას, ვისაც თავისი ჭკუა არა აქვს.
ფროსტი: დიპლომატია ხელოვნებაა – აიძულო სხვა, შენი გზით იაროს.
ლესინგი: ყველა როდია თავისუფალი, ვინც საკუთარ ბორკილებს დასცინის.
დიდრო: დიდი უგუნურებაა მორალში ჩავარდნა, როცა საქმე ისტორიულ ფაქტებს ეხება.
ლაშოსე: იმედები იმ სიკეთეებს ცვლიან, რომლებსაც ის გვპირდება.
გოეთე: იყავი დინჯი, იკმარე მცირე და მოიშალე მაღლა ყურება!
დოსტოევსკი: თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშია.
ლაო ძი: ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი. ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი. ზნემაღალი კაცი არ დავობს. ვინც დავობს, არ არის ზნემაღალი. ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს; უმეცარი – უმეცრებას ფლობს და ქადაგებს.
განდი: გაცვეთილი გზით სიარული კი არ არის ზნეობრივი მოქმედება, არამედ ის, რომ თვითონ შეგვეძლოს მართალი გზის პოვნა და უშიშრად მივყვეთ მას.
პლატონი: ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდევს, ფიცს არასოდეს დაარღვევს.
იანგი: უაზროდ დაკარგული დრო – არსებობაა, აზრიანად დაკარგული – ცხოვრება.
ფულერი: ყველანაირი დიდება საშიშია: კეთილი – შურს აღვივებს, სულელური კი – სირცხვილს.
მენკენი: უცოლოები უკეთ იცნობენ ქალებს, ვიდრე ცოლიანები, ასე რომ არ იყოს, ისინიც დაქორწინდებოდნენ.
დიუმა მამა: ბრძენი ქალის გამოცდას არ შეეცდება.