ტარტალეტები ხიზილალით
საჭირო ინგრედიენტები: ცომისთვის: 125 გრამი მარგარინი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1,5 ჭიქა ფქვილი, 2 კვერცხის გული, 1/4 ჩაის კოვზი სოდა. კრემისთვის: 6 ძირი ისპანახი, 2 ცალი სტაფილო, 250 გრამი კარაქი, 2 კბილი დანაყილი ნიორი, 3 სადილის კოვზი წითელი ხიზილალა, მარილი – გემოვნებით. მწვანილის ან სალათის ფოთლები – მოსართავად.
მომზადების წესი: ფქვილში აურიეთ სოდა. მარგარინი დაარბილეთ, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ, ჭიქით ამოჭერით წრეები, მოათავსეთ ტარტალეტის ფორმებში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. სტაფილო და ისპანახი ცალ-ცალკე მოხარშეთ. ისპანახი გაწურეთ და დაჭერით. სტაფილოს გააცალეთ კანი და ჩაზილეთ. 125 გრამ კარაქს შეურიეთ 2 კბილი დანაყილი ნიორი, მარილი და მიქსერით ათქვიფეთ ჩაზელილ სტაფილოსთან ერთად. ცალკე ბლენდერში ათქვიფეთ ისპანახი, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, კარაქი, მარილი და ეს მასაც ათქვიფეთ მიქსერის საშუალებით. შეგრილებულ ტარტალეტებში მოათავსეთ ორივე სახის კრემი და მორთეთ ხიზილალითა და მწვანილის ფოთლებით.