თევზი სოკოთი და ლორით
საჭირო ინგრედიენტები: 600-700 გრამი თევზის ფილე (კანიანად), 1-2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 120 გრამი შებოლილი ლორი, 400 გრამი პომიდორი, 500 გრამი ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 3-4 სადილის კოვზი ზეთი, 4 სადილის კოვზი ფქვილი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ლორი წვრილად დაჭერით. პომიდორი გარეცხეთ, კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით, სოკო გარეცხეთ და შუა-შუა გაჭერით. ხახვი წვრილად დაკეპეთ. ლორი ტაფაზე დაყარეთ, უცხიმოდ შებრაწეთ და ცალკე ჭურჭელში ამოიღეთ. იმავე ტაფაზე დაასხით 1 სადილის კოვზი ზეთი, დაყარეთ სოკო, ხახვი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოშუშეთ. დაუმატეთ პომიდორი და აურიეთ. დაასხით 6 სადილის კოვზი წყალი და ჩაუმატეთ მოშუშული ლორი. ამასობაში თევზი ამოავლეთ მარილის, პილპილისა და ფქვილის ნარევში. ცალკე ტაფაზე გააცხელეთ 2-3 სადილის კოვზი ზეთი და თევზი ორივე მხრიდან შეწვით (2-3 წუთის განმავლობაში). თევზი სუფრაზე მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად მიიტანეთ.