ღვეზელი გოგრით
საჭირო ინგრედიენტები: 350 გრამი ფქვილი (2 სადილის კოვზი – შიგთავსში, დანარჩენი – ცომში), 200 გრამი კარაქი (150 გრამი – ცომში, დანარჩენი – შიგთავსში), 2 ცალი კვერცხი (1 ცალი ცომში, 1 ცალი – შიგთავსში), 100 გრამი არაჟანი (ცომში), შაქარი (1 ჭიქა ცომში, ნახევარი – შიგთავსში), მწიკვი მარილი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა, 1/2 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 300 გრამი გოგრის რბილობი, 200 მილილიტრი რძე (შიგთავსში); 2 ცალი ვანილიანი ხაჭოს „სიროკი“, 1 სადილის კოვზი კარტოფილის სახამებელი, ვანილი, შაქრის პუდრი.
მომზადების წესი: ფქვილი მოათავსეთ თასში, შეურიეთ სოდა და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ გაციებული დაჭრილი კარაქი ეს ყველაფერი კარგად ასრისეთ ხელით და გააფხვიერეთ. გათქვიფეთ ცალკე კვერცხი, არაჟანი, შაქარი და მარილი. ჩაუმატეთ ამ ნაზავს გაფხვიერებული ფქვილის მასა და მოზილეთ ცომი (უნდა იყოს რბილი, ნაზი ცომი და ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ). ცომისგან გააკეთეთ ბურთი, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში ცოტა ხნით. გოგრის რბილობი დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ შაქარი, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, 1 საათის განმავლობაში. სითხე მთლიანად უნდა ამოშრეს. გოგრა გააცივეთ და გააკეთეთ მისგან პიურე. ჩაუმატეთ „სიროკი“ და კარგად ათქვიფეთ. ერთმანეთში შეურიეთ 1 კვერცხი, რძე, შაქარი, ვანილი, ფქვილი და კარტოფილის სახამებელი და კარგად ათქვიფეთ. ეს მასა შეურიეთ გოგრის პიურეს, შეაზილეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და ისევ ძალიან კარგად ათქვიფეთ (შიგთავსი თხევადი გამოდის).
ცომი გააბრტყელეთ. პატარა ნაჭერი მოაჭერით და მოსართავად გადადეთ. ცომი მოათავსეთ ფორმაში და ამოუკეცეთ ნაპირები (ფორმას წინასწარ წაუსვით კარაქი) და ამ ცომში ჩაასხით შიგთავსი. ფორმა მოათავსეთ ცხელ აირღუმელში (180 გრადუს ტემპერატურაზე). 40 წუთის შემდეგ გამოიღეთ და დარჩენილი ცომისგან გაჭრილი „ფოთლები“ ზედაპირზე მოალაგეთ. ამ ფოთლებს ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით, ისევ მოათავსეთ აირღუმელში და 5-6 წუთში მზად იქნება. რომ გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი და დაჭერით.