რას ცდილობს უშედეგოდ ჰოლივუდის ვარსკვლავი კიანუ რივზი და როგორ იშიფრება მისი სახელი ჰავაურ ენაზე
2014 წელს მსოფლიო კინოთეატრების დიდ ეკრანებზე იაპონური ლეგენდების მიხედვით გადაღებული ბლოკბასტერის – „47 რონინის” პრემიერა შედგება, სადაც მთავარ როლს ასრულებს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი კიანუ რივზი, მსახიობი, რომელსაც, დიდი ხანია, აღარ მიუღია მონაწილეობა ამ მასშტაბის ფილმებში.
* კიანუ რივზი დაიბადა 1964 წლის 2 სექტემბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. ის არის კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
* კიანუს დედა პატრისია ტეილორი, ინგლისელია, მამა – სემუელ ნოულინ რივზი კი, წარმოშობით ნახევრად ჰავაელი და ნახევრად ჩინელი. კიანუ 3 წლის იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და ამჟამად მას მამასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.
* თავისი ბავშვობის დიდი პერიოდი კიანუს ტორონტოში აქვს გატარებული. ის საკმაოდ კარგად თამაშობდა ჰოკეის და კანადის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე თამაშზე ოცნებობდა, თუმცა, ტრავმის გამო მისი სპორტული კარიერა არ აეწყო.
* კიანუს სრული სახელი და გვარია კიანუ ჩარლზ რივზი, ხანდახან იგი ფსევდონიმებით სარგებლობს: ნორმან კრივზი ან ჩაკ სპაიდენი.
* უჩვეულო სახელი კიანუმ ჰავაელი ბაბუის პატივსაცემად მიიღო. მისი სახელი ჰავაური ენიდან ასე ითარგმნება: „გრილი ნიავი მთის თავზე.“
* სკოლაში სწავლის პერიოდში კიანუს მეტსახელი იყო „კედელი,“ რადგან, ჰოკეის თამაშის დროს ის კარში იდგა და, პრაქტიკულად, კედელივით გაუვალი იყო.
* კიანუს პროფესიით გეოლოგი მამა ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ფაქტის გამო იხდიდა სასჯელს. დედა მოცეკვავე და კოსტიუმერი იყო.
* 17 წლის ასაკში კიანუ რივზი მაკარონების მაღაზიაში მუშაობდა მენეჯერად.
* კიანუ რივზს სიბნელის ეშინია. ის, ასევე, ნაკლებად კონტაქტურია ჟურნალისტებთან და კითხვის დასმის შემდეგ რამდენიმე წუთი ფიქრობს პასუხზე.
* რივზი სამეჯლისო ცეკვების, სერფინგისა და ჯირითის მოყვარულია.
* 1993 წელს კიანუ რივზი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე დააკავა პოლიციამ.
* კიანუ რივზი მოტოციკლების დიდი მოყვარული და რარიტეტული მოდელების კოლექციონერია. ის რამდენჯერმე გადაურჩა ავარიაში სიკვდილს. მას ხერხემალში ფოლადის ფირფიტა აქვს ჩადგმული – ერთ-ერთი ავარიის შედეგი.
* კიანუ რივზი კიბერპანკის ჟანრის დიდი თაყვანისმცემელია, სწორედ ამის გამო ითამაშა მან ნაკლებად მომგებიან ფილმში – „ჯონი მნემონიკი”, რომელიც მისი საყვარელი მწერლის, უილიამ გიბსონის წიგნის მიხედვით გადაიღეს.
* 1983 წელს კიანუ რივზი „კოკა-კოლას” სარეკლამო სახე იყო; მას, აგრეთვე, მონაწილეობა აქვს მიღებული პოლა აბდულის კლიპში – „რაშ რაშ”.
* კიანუ რივზი პროფესიონალურად უკრავს გიტარაზე. მას ჰყავდა საკუთარი ჯგუფები: „დოგსტარი” და „ბეკი”.
* კიანუ არასდროს კითხულობს თაყვანისმცემლების მოწერილ წერილებს. წერილების კითხვის ნაცვლად, მას ურჩევნია, თავისუფალი დრო ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროს.
* ბავშვობაში კიანუასა და მის დას, კიმს, დისლექსია სჭირდათ. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ კიანუს არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა.
* კიანუ რივზს არასდროს ჰქონია საკუთარი კომპიუტერი. თუკი მას უწევს ურთიერთობა კომპიუტერთან, ის ხელოვნურ ინტელექტს ჭადრაკს ეთამაშება.
* კიანუ რივზს შვილის ყოლის პანიკური შიში აქვს.
* კიანუ რივზი ცაციაა.
* 2005 წლის 31 დეკემბერს კიანუ რივზს ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
* კიანუ რივზს სამი და ჰყავს: კიმ რივზი, კარინა მილერი და ემა როუზ რივზი.
* 1997 წელს კიანუ რივზს „სიჩქარის” მეორე სერიაში თამაშის სანაცვლოდ ჰონორარის სახით 11 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, თუმცა მან იუარა და „ეშმაკის ადვოკატში” ალ პაჩინოსთან ერთად თამაში არჩია. „სიჩქარე 2” კინოგაქირავებაში ჩავარდა და ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფილმად ითვლება.
* კიანუ რივზის ეკრანული დებიუტი კანადის ტელევიზიაში შედგა 1979 წელს. მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. 1985 წელს მან პირველი როლი შეასრულა კინოში – რობ ლოუის ფილმში „ახალი სისხლი” კიანუმ ჰოკეის მეკარის როლი განასახიერა.
* კიანუ რივზის საყვარელი მუსიკალური ჯგუფებია: „ზი რამონეს” და „სექს პისტოლზი”.
* კიანუ რივზის სიმაღლე 186 სანტიმეტრია.
* კიანუ რივზი ფასტფუდის და შოკოლადის მოყვარულია.
* ხანგრძლივი დროის განმავლობაში კიანუ რივზს არ ჰქონდა საკუთარი სახლი. იგი ლოს-ანჯელესში, ფეშენებელურ სასტუმრო „შატო-მორმონში“ ცხოვრობდა და მხოლოდ 2003 წელს შეიძინა საკუთარი სახლი ჰოლივუდის ბორცვებზე. რივზს, ასევე, აქვს საკუთარ ბინა ნიუ-იორკში.
* ბუდიზმით გატაცების მიუხედავად, კიანუ რივზი საკუთარ თავს ათეისტს უწოდებს.
* კიანუ რივზი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას ჰყავდა საცოლე – ჯენიფერ საიმი. 1999 წელს ჯენიფერსა და კიანუს ახალშობილი ქალიშვილი გარდაეცვალათ, 2001 წელს კი თავად ჯენიფერი დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
* 2010 წელს გავრცელდა ფოტო, რომელზეც კიანუ რივზი მოწყენილი სახით მიირთმევდა სენდვიჩს პარკში. ამ ფოტომ ინტერნეტში კიანუს შესახებ იუმორისტული ისტორიების გამოქვეყნებას დაუდო სათავე.
* კიანუ რივზს ბეტმენის როლის შესასრულებლად იწვევდნენ ფილმში „ბეტმენი სამუდამოდ”, მაგრამ, მან იუარა და როლი ველ კილმერს გადაეცა. ასევე, ველ კილმერს მისცეს როლი ფილმში „შეტაკება”, სადაც კიანუ რივზს ალ პაჩინოსთან და რობერტ დენიროსთან ერთად უნდა ეთამაშა.
* პირველად თეატრის სცენაზე კიანუ რივზი 9 წლის ასაკში ავიდა. მან მონაწილეობა მიიღო სკოლაში დადგმულ სპექტაკლში – „დაწყევლილი იანკები”.
* კიანუს და, კიმი, 2003 წლიდან ლეიკემიის ურთულესი ფორმით არის ავად. კიანუს არაერთხელ შეუჩერებია გადაღებები და თავის დასთან გამგზავრებულა, როდესაც მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე ხდებოდა. ამბობენ, რომ ამჟამად კიმ რივზი თავს უკეთ გრძნობს.
* კიანუ რივზი საკუთარ თავს ჰოლივუდის პინგ-პონგის ჩემპიონს უწოდებს. მსახიობი პროფესიონალურ დონეზე თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს.
* უკანასკნელი რამდენიმე წელია, კიანუ რივზი უშედეგოდ ცდილობს სიგარეტისთვის თავის დანებებას.
* კიანუ რივზის მენეჯერი ერვინ სტოფი ერთადერთი აგენტია ჰოლივუდში, რომელიც თავის კლიენტს კარიერის დაწყების დღიდან გვერდში უდგას.
*2013 წლის 5 ივლისს კინოეკრანებზე გამოვიდა კიანუ რივზის სარეჟისორო დებიუტი „ოსტატი ტაი-ცზი”. ესაა აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე გადაღებული ფილმი.