ირინა შეიკის გულახდილი ფოტოსესია
მარათონელი დევიდ ბექჰემი
ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მომავალ წელს მონაწილეობას მიიღებს ტრადიციულ მარათონში, რომელიც „აირონ მენის” ანუ „რკინის კაცის” სახელით არის ცნობილი. წელს მარათონში ცნობილმა მზარეულმა გორდონ რემზიმ მიიღო მონაწილეობა და ბექჰემი აპირებს, რომ სწორედ მას მიჰბაძოს. 38 წლის დევიდ ბექჰემს, რომელმაც აქტიური საფეხბურთო კარიერა ზაფხულში დაასრულა, მარათონის ფარგლებში მოუწევს 3,8 კილომეტრის გადაცურვა, 180 კილომეტრის დაფარვა ველოსიპედით და 42 გარბენა, ამ ყველაფრისთვის მას 17 საათი ექნება მიცემული და, საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს „მანჩესტერისა” და „რეალის” ვარსკვლავი დასახულ ამოცანას.
პორნომსახიობი ასპრილია
წარსულში ცნობილ კოლუმბიელ ნახევარმცველს, „ნიუკასლისა” და „პარმას” ფეხბურთელს, ფაუსტინო ასპრილიას, პორნოფილმში მთავარი როლის შესრულება შესთავაზეს. სტუდია „სანტალატინა” მზად არის 20 მილიონი პესო (7,8 ათასი დოლარი) გადაუხადოს ასპრილიას ერთკვირიან გადაღებებში. სტუდიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ასპრილიას, როგორც პორნომსახიობის ნიჭი, აუცილებლად გაიხსნება. „უნიკალური შემოთავაზებაა და გვჯერა, რომ ფაუსტინო ჩვენთან იქნება,” – აცხდებენ პორნოსტუდიის ბოსები. საგულისხმოა, რომ 43 წლის ვეტერანი ფეხბურთელი კოლუმბიაში სექს-სიმბოლოს სტატუსით სარგებლობს და ამჟამად ადგილობრივ მედიაშია დასაქმებული სპორტულ ექსპერტად.
ირინა შეიკის გულახდილი ფოტოსესია
სანამ კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამგზავრების პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, მისი რჩეული, ლამაზმანი ირინა შეიკი, ქალის თეთრეულის – „ლა კლოვერის” სახე გახდა. ირინამ ბრენდის ახალი პროდუქციის, სექსუალური თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და თავის სექსუალურ სხეულზე მოირგო „ლა კლოვერის” საუკეთესო მოდელები. საგულისხმოა, რომ „ლა კლოვერის” მენეჯმენტმა ზუსტად ათიანში გაარტყა, როდესაც ირინა შეიკს ანდო თავისი პროდუქციის რეკლამირება, რადგან, დღეს ძნელად მოიძებნება მსოფლიოში მოდელი, რომელსაც მსგავსი ფიზიკური მონაცემები ჰქონდეს და ასე იდეალურად მოირგოს ნებისმიერი თეთრეული.
პელეს წიგნი
ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, „ფეხბურთის მეფედ” წოდებულმა პელემ, თავისი მორიგი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო და შეკრებილი სტუმრები შოკში ჩააგდო წიგნის ზომითა და ფასით. პრეზენტაცია ჩატარდა სან-პაულოში, გამოსახულებისა და ხმის მუზეუმის შენობაში, სადაც 72 წლის ლეგენდამ 15 კილოგრამიანი და 1 225 ევროს ღირებულების წიგნი წარადგინა. წიგნის სახეწლოდებაა „1268”, რაც პელეს მიერ კარიერის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობას შეადგენს. 500-გვერდიან წიგნს 500 დიდი ფოტო ამშვენებს, რომლებსაც ახლავს ტექსტები დიდი ფეხბურთელის ცხოვრებაზე. ბრაზილიის გარდა, წიგნის შეძენა შესაძლებელია ლონდონში, ნიუ-იორკსა და დუბაიში.
აზარენკო თავისმა ბოიფრენდმა კლიპში გადაიღო
ბელარუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკომ, თავისი ბოიფრენდის, ამერიკელი მუსიკოსის, სტეფან გორდის მუსიკალურ ვიდეორგოლში შეასრულა პატარა როლი. „არ მინდოდა თამაში, მაგრამ გორდის თხოვნამ გაჭრა. თავიდან სურდა, რომ ქალთევზას როლი შემესრულებინა, მაგრამ ციოდა და წყალში ჩასვლა ვიუარე, თუმცა, პატარა როლი მაინც მათამაშეს, თვითმფრინავის სცენაში სტიუარდესა განვასახიერე,” – განაცხადა პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ქალმა, მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, ვიქტორია აზარენკომ.
ციხეში მყოფი ტერორისტი ქალი ესპანეთის მთავრობას სასამართლოში უჩივის
ძალიან მალე ციხიდან გამოვა საშიში ტერორისტი ქალი, ინეს დელ რიო, რომელსაც 3828 წელი ჰქონდა მისჯილი ბასკთა შეიარაღებული დაჯგუფების (ეტა) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე მოწყობილ 23 ტერაქტში მონაწილეობისთვის.
დამნაშავის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ მიიღო, რასაც საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დადგენილება: ინესს განაჩენი 1987 წელს გამოუტანეს, როცა, ესპანეთის კანონით, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 30 წელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო – ასე რომ, დარღვეულია ადამიანის უფლება.
სხვადასხვა დამსახურებისთვის, მათ შორის, ციხეში კეთილსინდისიერი მუშაობისა და წესიერი მოქცევისთვის, დელ რიო 2008 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ, ხელისუფლებამ კანონში შეიტანა შესწორება, რომელსაც „პაროტის დოქტრინა“ უწოდეს – „ეტას“ პირველი მებრძოლის ჰენრი პაროტის გვარის მიხედვით, ვის მიმართაც ეს შესწორება პირველად გამოიყენეს. დოქტრინის თანახმად, სასჯელის ვადის შემცირება 30 წლიდან კი არა, 3828 წლიდან უნდა ეანგარიშათ.
ევროპული სასამართლოს დადგენილებით, ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება, ეს შესწორება განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოეყენებინა. სტრასბურგმაც ესპანეთს დამნაშავის მოკლე დროში გამოშვება მოსთხოვა, ხელისუფლება კი დაავალდებულეს, მორალური ზარალის მიყენებისთვის დელ რიოსთვის 30 ათასი ევრო (41 ათასი დოლარი), ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის 1,5 ათასი ევრო გადაეხადა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ ესპანეთში მწვავე პოლემიკა გამოიწვია. პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობას მოუწოდეს, არ შეასრულონ ეს დადგენილება, რათა არ შეიქმნას საშიში პრეცედენტი – თუ დელ რიო გათავისუფლდება, მას მოჰყვებიან სხვა ტერორისტებიც. მხოლოდ „ეტას“ ყოფილი მებრძოლები 600 ადამიანია. სულ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, 100 ესპანელი დამნაშავე დატოვებს ციხეს, მათ შორის, ტერორიზმში, მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულებიც.