კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ გადავეჩვიოთ წყენის გულში ჩადებას, რომელიც ტრავმას მაყენებს და სიმშვიდეს მიკარგავს?

 

პასუხი: უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. ბევრი ქრისტიანული სათნოებით რომ იყოს შემკული ადამიანი და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, მისგან შექმნილი ყოველივე ამაოა. ამიტომ, უნდა ამოიკვეთოს მან გულიდან მტრობის ფესვები და ყველასთან მშვიდობა დაამყაროს.

 

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, გაჭირვებულს უთხოვნელად უნდა დავეხმაროთ, თუ დაველოდოთ შემოტირებას?

 

პასუხი: ადამიანის ქცევას ასეთ დროს მისივე სინდისი და ზნეობა განსაზღვრავს. შეიძლება, გაჭირვებული კაცი მორიდების გამო ვერ ბედავს წუწუნს და დახმარების თხოვნას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა დავეხმაროთ. უფალი ყოველი ადამიანის მოვალეობად თვლის გულმოწყალებას, რისთვისაც სასუფეველს აღუთქვამს.

 

კითხვა: უთანხმოების გამო შევწყვიტე ურთიერთობა ჩემი შვილის ნათლიასთან. შეიძლება თუ არა ბავშვის ხელმეორედ მონათვლა?

 

პასუხი: ბავშვის მეორედ მონათვლა კატეგორიულად არ შეიძლება. თქვენ უნდა ილოცოთ თქვენი შვილის ნათლიისთვის, რათა გაუნათდეს გონება და აღდგეს თქვენ შორის კავშირი.

 

კითხვა: ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ახლა ისინი გარდაცვლილები არიან და სხვადასხვა ადგილზე არიან დაკრძალულნი. შეიძლება თუ არა ლოცვებში მათი ერთად მოხსენიება და პანაშვიდის გადახდა?

 

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, ლოცვებსა და პანაშვიდის დროს მათი ერთად მოხსენიება, რადგან ისინი, ორივენი თქვენი მშობლები არიან, მიუხედავად მათი ურთიერთდამოკიდებულებისა.

 

скачать dle 11.3