კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

20 წლის ბიჭი ბიოლოგიურ დედას თბილისში ეძებს

20 წლის გიორგი ვახტანგის ძე ჭანტურია ეძებს 39 წლის ნინო ჩიტაიშვილს (სინჩენკოს).

ისტორია: ვეძებ დედაჩემს – 39 წლის (1974 წელს დაბადებული) ნინო ჩიტაიშვილს. სამწუხაროდ, დედა არც კი მახსოვს, მხოლოდ მისი სურათი მაქვს.  პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს. ამჟამად მე საგურამოში ვცხოვრობ. დედის პოვნა ყოველთვის მინდოდა. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი (ინფორმაცია დაუზუსტებელია), რომ ის თბილისში უნდა ცხოვრობდეს, სავარაუდოდ, საბურთალოზე. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში.

– როგორ დაკარგეთ დედა-შვილმა ერთმანეთი?

– მე დავიბადე 1993 წლის 21 აგვისტოს. დედაჩემი, ნინო ჩიტაიშვილი და მამაჩემი ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე სულ პატარა ვიყავი და დედა არც კი მახსოვს. მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა დედის მოძებნა, სულ მაინტერესებდა, როგორი ადამიანია დედაჩემი და, მინდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო. ეს, ალბათ, ყველა იმ ბავშვის ოცნებაა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო არ იცნობს თავის დედას. მშობლების დაშორების შემდეგ მე მამასთან დავრჩი, შემდეგ კი საგურამოში გადავედი საცხოვრებლად. საკმაოდ ცოტა ნათესავი მყავს მამის მხრიდან და თითქმის ყველას ვეკითხებოდი დედაჩემის შესახებ, მაგრამ, არავინ არაფერს მეუბნებოდა. საერთოდ, ამ საკითხზე არავინ მესაუბრებოდა. გავიზარდე საგურამოში და ამჟამადაც საგურამოში ვცხოვრობ.

– მამასთან თუ გაქვს ურთიერთობა და მან თუ იცის, რომ დედას ეძებ?

– მამას იშვიათად ვნახულობ. მამაჩემის თქმით, მე დედას არ ვაინტერესებ და მას ჩემი ნახვა არ უნდა. მინდა, ვიპოვო დედაჩემი და მისგან გავიგო სიმართლე. მამაჩემი აბაშის რაიონის სოფელ ქვატანიდანაა. ჩემი მშობლებიც თავიდან იქ ცხოვრობდნენ. შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოსულან, სადაც დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს. მონაცემები, რაც შევძელი და დედის შესახებ მოვიძიე, მოძველებული გამოდგა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის თბილისში უნდა ცხოვრობდეს. როგორც იქნა, მისი ფოტოც მაქვს და ახლა კი მომეცა დიდი იმედი, რომ, იქნებ, თქვენ მაინც მაპოვნინოთ დედა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს დაეხმარეთ და, მინდა, რომ მეც მათ სიაში ვიყო. მინდა, დედა ერთხელ მაინც ვნახო.

– როგორ ფიქრობ, დედაშენი თუ გეძებდა?

– არა მგონია, რომ დედაჩემი მეძებდა, რადგან, აქამდე მიპოვიდა კიდეც. თუმცა, ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ მას თავისი შვილის ამბავი მთელი ამ წლების განმავლობაში არ აინტერესებდა. პირადად მე უკვე დაოჯახებულიც ვარ და მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი მეუღლე მგულშემატკივრობს დედის პოვნის საკითხში და ყველანაირად მხარში მიდგას. თბილისი არც ისე დიდი ქალაქია და დედის პოვნის იმედს არ ვკარგავ.

– კიდევ რა იცი დედის შესახებ?

– ვიცი, რომ დედის გვარი სინამდვილეში სინჩენკოა, უბრალოდ, ის თავისი დედის გვარზეა გადასული. ვიცი, რომ ის 1974 წელსაა დაბადებული და მაქვს მისი ფოტო, რომელსაც თქვენ გიგზავნით. ძალიან მინდა, რომ ვიპოვო დედა და დედაშვილური ურთიერთობა მეც მქონდეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. იმედი მაქვს, რომ ის კარგადაა და აუცილებლად გამომეხმაურება.

თუ გაქვთ რამე  ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3