კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მილიარდერის კუნძულზე იღებდნენ სერიალ „დაკარგულებს” და რის გამო ვერ ყიდიან კუნძულს ონასისის ოჯახის წევრები

„თუ თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ ავტომობილი, თქვენ შეძლებთ კუნძულის შეძენასაც” – ეს სიტყვები ფარჰად ვლადის ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც ფლობს სააგენტო „ვლადი ფრაივით აილენდს”, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიას, რომელიც კუნძულებით ვაჭრობს. 1960-იან წლებში დაუსახლებელი კუნძულის ყიდვა 1 500 დოლარად იყო შესაძლებელი, დასახლებულისა – 50 ათასად, დღეს კი კერძო კუნძულების ყიდვის საშუალება მხოლოდ „ფორბსის” მილიარდერებს აქვთ, თანაც, ყველას არა. ცნობილია, რომ კერძო კუნძულის შენახვა უძვირესი ფუფუნებაა და, სწორედ ამის გამო, დიდი ხანია, გასაყიდად აქვთ გატანილი თავიანთი კუნძულები ჰოლივუდის ვარსკვლავს,  ნიკოლას კეიჯს, სელინ დიონს და სხვებს. მაგალითად, რუსმა ოლიგარქმა დიმიტრი რიბოლოვლიევმა კუნძული მსაიხობ უილ სმიტისგან შეიძინა. „ფორბსმა” მილიარდერების ყველაზე მდიდრული კუნძულების ათეული შეადგინა.

კუნძული ლანაი

მფლობელი: ლარი ელისონი (კაპიტალი 43 მილიარდი დოლარი); ფართობი: 364 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: ჰავაი, აშშ; ფასი: 500-600 მილიონი დოლარი.

2012 წლის ზაფხულის ბოლოს, „ორაკლის” მფლობელმა ლარი ელისონმა მილიარდერ დევიდ მერდოკისგან  ჰავაის კუნძულებიდან ერთ-ერთი, – ლანაის 98 პროცენტი მიწის ფართობი შეიძინა. ამ კუნძულზე მიმდინარეობდა პოპულარული სერიალის – „დაკარგულების” გადაღებები; აქ შედგა ბილ და მელინდა გეითსების ქორწილი. ცნობილია, რომ გეითსს თავად სურდა კუნძულის შეძენა, მაგრამ, ელისონმა მას დაასწრო. სულ კუნძულზე 3 200 ადამიანი ცხოვრობს და, იმით არის ცნობილი, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ლანაი ამარაგებდა მსოფლიო ბაზრის 75 პროცენტს ანანასებით.

კუნძული ალანი

მფლობელი: პოლ ალენი (კაპიტალი 15 მილიარდი დოლარი); ფართობი: 1,2 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: არქიპელაგი სან-ხუანი, აშშ; ფასი: 27 მილიონი დოლარი.

„მაიკროსოფტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეს კუნძული 1992 წელს შეიძინა. კუნძულზე მინი-აეროდრომი და ფეშენებელური ვილაა. კუნძულის ერთადერთი პრობლემა მასზე ელექტროენერგიის არარსებობაა. დიდი ხანია, ალენი ცდილობს, გაყიდოს კუნძული, მაგრამ, უშედეგოდ.

კუნძული სემფსონი

მფლობელი: ჯონ მელოუნი (კაპიტალი – 6 მილიარდი დოლარი); ფართობი: 0,12 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: ბაჰამის კუნძულები; ფასი: 27 მილიონი დოლარი.

მედიამაგნატმა ჯონ მელოუნმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ 72 წელი შეუსრულდა, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებს მცირე ზომის კუნძული დაამატა. ბაჰამის კუნძულების არქიპელაგში შემავალ კუნძულზე მელოუნმა 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, იახტ-კლუბი და გასაქირავებელი კოტეჯები ააშენა. ერთკვირიანი დასვენება სემფსონზე 2-8 ათასი დოლარი ჯდება.

კუნძული ნეკერი

მფლობელი: რიჩარდ ბრენსონი (კაპიტალი – 4,6 მილიარდი დოლარი); ფართობი: 0,3 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: არქიპელაგი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კარიბის ზღვა; ფასი: 180 ათასი ფუნტი (შეიძინა 1970 წელს).

რიჩარდ ბრენსონი კუნძულზე დიდ დროს ატარებს. ნეკერზე განთავსებულია ბრენსონის სახლი, რამდენიმე ვილა და გასართობი ცენტრი ჩოგბურთის კორტით. კუნძულზე ბინადრობს 200 ფლამინგო. ბრენსონი პერიოდულად აქირავებს საკუთარ სახლს. დღიური ცხოვრება კუნძულზე 53 ათასი დოლარი ჯდება.

კუნძული ბრეკუ

მფლობელი: დევიდ და ფრედერიკ ბერკლები (კაპიტალი – 3,2 მილიარდი დოლარი); ფართობი: 0,81 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: ნორმანდიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი; ფასი: 4,3 მილიონი დოლარი (1993 წელი).

ტყუპმა ძმებმა, მილიარდერებმა და გაზეთ „დეილი ტელეგრაფის” მფლობელებმა კუნძული ბრეკუ 1993 წელს შეიძინეს. ტყუპებმა რეკონსტრუქცია და რესტავრაცია ჩაუტარეს  მეთექვსმეტე საუკუნის სასახლეს, რომელიც კუნძულზე მდებარეობდა, ააშენეს რამდენიმე აუზი და ვერტმფრენისთვის დასაჯდომი ადგილი. 2012 წლიდან, კუნძული პერიოდულად იხსნება დამთვალიერებლებისთვის. 

კუნძული სკორპიოსი

მფლობელი: აფინა ონასის რუსელი (კაპიტალი – 2,5 მილიარდი დოლარი); ფართობი: 0,6 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: იონის არქიპელაგი, საბერძნეთი; ფასი: 27 მილიონი დოლარი.

მოდა კერძო კუნძულებზე მილიარდერმა არისტოტელე ონასისმა შემოიღო. სწორედ სკორპიოსზე იქორწინა მან ამერიკის ყოფილ პირველ ლედიზე ჟაკლინ კენედიზე. ამჟამად კუნძული არისტოტელეს შვილიშვილს, აფინას ეკუთვნის. კუნძულის შენახვა ოჯახს წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი უჯდება და აფინამ რამდენჯერმე სცადა მისი გაყიდვა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ კუნძულზე მდებარეობს ონასისების საგვარეულო აკლდამა და მისი გაყიდვა შეუძლებელია. ოჯახი უშედეგოდ ეძებს მეარენდეებს, ვინც კუნძულს 90 წლით უპატრონებს. 

კუნძული სენტ-ფილიპსი

მფლობელი: ტედ ტერნერი (კაპიტალი 2 მილიარდი დოლარი); ფართობი: 8 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: ჩარლსტონი, აშშ; ფასი: 2  მილიონი დოლარი (1979).

მედიამაგნატმა ტედ ტერნერმა კუნძული სენტ-ფილიპსი 1979 წელს, „სიენენის” შექმნამდე ერთი წლით ადრე შეიძინა. კუნძული სამხრეთ კაროლინას შტატის სანაპიროსთან მდებარეობს, ქალაქ ჩარლსტონის მახლობლად. ამჟამად კუნძულზე ტერნერების საცხოვრებელი ვილაა და უცხოებისთვის იქ ჩასვლა აკრძალულია. 

კუნძული ჯეიმსი

მფლობელი: კრეიგ მაკკოუ (კაპიტალი – 1,6 მილიარდი დოლარი); ფართობი: 3,1 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა; ფასი: 19 მილიონი დოლარი (1994).

ფიჭური კავშირგაბმულობის პიონერად წოდებულმა კანადელმა მილიარდერმა, კრეიგ მაკკოუმ, კუნძული 1994 წელს შეიძინა და კანადაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტად აქცია ვილებით, გოლფის მოედნებით, სპორტული დარბაზებით, ბიბლიოთეკებით, სავაჭრო ცენტრითა და სხვა გასართობი ობიექტებით. ამჟამად კუნძული გასაყიდად არის გატანილი და 75 მილიონ დოლარადაა შეფასებული 

კუნძული რობინსი

მფლობელი: ლუი მურ ბეკონი (კაპიტალი 1,3 მილიარდი დოლარი); ფართობი: 1,76 კვ. კმ.; ადგილმდებარეობა: ნიუ-იორკიდან 120 კმ-ს დაშორებით, აშშ; ფასი: 11 მილიონი დოლარი (1993).

1990-იანი წლების დასაწყისში ლონგ-აილენდის სანაპიროსთან მდებარე კუნძულზე 22 ფეშენებელური ვილის მშენებლობა დააპირეს, მაგრამ, პროექტი ჩავარდა, ხოლო მშენებელი კომპანია გაკოტრდა. კუნძული აუქციონზე ფინანსისტმა ლუი მურ ბეკონმა 1993 წელს შეიძინა და მას შემდეგ კუნძული დახურული ნაკრძალია, სადაც მილიარდერმა მშენებლობისგან დაზიანებული ტყე-პარკის მთლიანი აღდგენა მოახერხა. ერთადერთი მინუსი აქვს კუნძულს – ის დახურულია დამთვალიერებლებისთვის.

კუნძული ჩრდილოეთ დამპლინგი

მფლობელი: დინ კემენი (კაპიტალი 0,8 მილიარდი დოლარი); ფართობი: 8 000 კვადრატული კილომეტრი; ადგილმდებარეობა: 170 კილომეტრი ნიუ-იორკის სანაპიროდან, კონეკტიკუტის შტატი, აშშ; ფასი: 2,5 მილიონი დოლარი (1986).

დინ კემენმა, სეგვეის გამომგონებელმა (ელექტრონული ორბორბლიანი სკუტერი), კუნძული 1986 წელს შეიძინა და იქვე დასახლდა. ჯორჯ ბუშ-უფროსის პრეზიდენტობის პერიოდში კემენმა კუნძული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა: შექმნა კონსტიტუცია, ვალუტა, ერთი კაცისგან შემდგარი ფლოტი და დაწერა ჰიმნი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა კუნძულის დამოუკიდებლობა, ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა ბრძანებას კუნძულზე თავდაუმსხმელობის შესახებ.

 

скачать dle 11.3