კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვარსკვლავების ჩამქრობები

„ვინ აკრძალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე – ვასკვლავები“

 

მართალია, ამ საქმეს საფუძველი აწ ქართული პოლიტიკის ავანსცენიდან გაუჩინარებულმა, თუმცა, როგორც მოარული ხმები უბნობენ, კვლავ მთებს თავფეხშეჭიდებულმა ბ-ნმა თორთლაძემ ჩაუყარა (ვგულისხმობ საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ თავგადაკლულ ბრძოლას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე), მაგრამ, მის მიერ ჩაგდებულმა თესლმა ნაყოფი გამოიღო.

ყოველ შემთხვევაში, გამოიღებს, ვინაიდან, დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა კანონპროექტი მოამზადეს, რის მიხედვითაც, კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკის განმთავსებელი 1 000 ლარით დაჯარიმდება.

კანონის ავტორები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიზანია კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკის აღმოფხვრა (ჩემდა თავად, დავამატებდი – და, ბიუჯეტის შევსებაც).  შესაბამისად,  ცვლილებების შეტანა იგეგმება „თავისუფლების ქარტიასა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

ბუნებრივია, კანონპროექტის მიზანი კეთილშობილური და საშურია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ტოტალიტარიზმის მსხვერპლთ სახელმწიფო მათხოვრულ კომპენსაციას უხდის, გასაკვირია, ამ მიმართულებითაც რატომ არ შედის შესაბამის კანონებში ცვლილებები (ალბათ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ბიუჯეტს მოაკლდება),  იმას გარდა, რომ უცნობია, რა ბედი ელის საბჭოთადროინდელ შენობებზე განთავსებულ სიმბოლიკებს (ჯარიმა ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს თუ საბჭოთა სიმბოლიკებს მოაფშვნიან?!). სხვათა შორის, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ტოტალიტარიზმის სიმბოლოებთან მებრძოლთა ქვეყანაში ვარსკვლავებით მოოჭვილი ცის ბედიც ბუნდოვანია. 

скачать dle 11.3