კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დუმილი ოქროა

ანუ, რამდენი ნულია მილიონში?

 

მართალია, მთლად გამართული ქართულით მეტყველებით ვერ დაიკვეხნიდა (ლადო ვარძელაშვილი, პირადად მე, სიტყვა „შვიშტოკით“ დამამახსოვრდა), თუმცა, მეტად ნორჩ ასაკში გუბერნატორობაც მოასწრო და მინისტრობაც, ოღონდ, ცხადია, რომ ამჟამად ჩამოშორებულია პოლიტიკურ ავანსცენას.

მაგრამ, მისი დავიწყების საშუალება არ გვეძლევა. უფრო ზუსტად, ამჯერად მისმა მეორე ნახევარმა არ მოგვცა ამის საშუალება. ბუნებრივია, ქ-ნი ონაშვილი უკმაყოფილოა არჩევნების შედეგებით, განსხვავებით ბ-ნი აპატურაისგან (ანუ, ის „არ ეთანხმება შექსპირს, სადაც ის ამბობს: არარაობავ: დედაკაცი უნდა გერქვას შენ!“), ამიტომაც, თავს უფლება მისცა, რჩევა-იდეა გამოეთქვა. კერძოდ, ამ უკანასკნელის აზრით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ განათლებულ ხალხს უნდა ჰქონდეს (სამწუხაროდ, არ დაუკონკრეტებია: „შვიშტოკებით“ თუ „ბეზ“). 

მოვიხმობ ციტატას: „ხომ შეიძლება, რომ ამ ბრბოს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი (როგორ? არც მაშინ – „შვიშტოკები“ თუ ექნებათ?!)!“

ხოლო, რაკი კეთილ ხალხს, აბა, რა დალევს ამ დუნიაზე, ქ-ნ ონაშვილს უმალ გაუხსენეს სატელევიზიო ეთერი, როდესაც მან დაასახელა, რამდენი ციფრია მილიონში.

თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ „განათლებულებში“ ქ-ნი ონაშვილი საკუთარ თავს არ გულისხმობდა, შესაბამისად, შეურაცხყოფაც არავისთვის მიუყენებია (რაკი საკუთარი თავი უგულისხმია). მეორე მხრივ, მართალია, თვითკრიტიკულობა მისასალმებელია, მაგრამ, არც ასეთი წრეგადასული ვარგა: ბოლოს და ბოლოს, სულ ცოტა წავარჯიშებაც ეყოფა მრავალნიშნა რიცხვების ცნობას და, ამდენად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც.

 

скачать dle 11.3