ბარაბული ლიმონის სოუსით
საჭირო ინგრედიენტები: 16 ცალი საშაულო ზომის თევზი ბარაბული, 3 ცალი პომიდორი, ნახევარი ლიმონის წვენი, 100 მილილიტრი თეთრი, მშრალი ღვინო, 6 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 80 გრამი კარაქი, მარილი, წიწაკა და შაქარი გემოვნებით, საფანელი ამოსავლებად, ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი: თევზი გაასუფთავეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ზედ დაყარეთ 4 კბილი ნიორი, დაუმატეთ საფანელში ამოვლებული თევზი და მაღალ ტემპერატურაზე შეწვით, შემდეგ თევზი ამოიღეთ და თბილად შეინახეთ, ხოლო ნივრები გადაყარეთ. მოამზადეთ სოუსი: დაჭერით ოხრახუში მსხვილად, პომიდვრები – მსხვილ რგოლებად. პომიდვრის ნაჭრებს მოაყარეთ მწვანილი და მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე. დაბალ ცეცხლზე 5 წუთი გააჩერეთ. პომიდვრები ამოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ცხელ ტაფაში ჩაამატეთ ღვინო, ლიმონის წვენი და კარაქი. როდესაც სითხე შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. სოუსს სიმჟავის გასანეიტრალებლად ცოტა შაქარი შეურიეთ. პომიდვრისრგოლებზე დააწყვეთ თევზები, მოასხით სოუსი და ზემოდან დარჩენილი მწვანილი და დაჭრილი ნიორი მოაყარეთ.