ნამცხვარი „მთვარე“
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი კარაქი, 2 ჭიქა შაქარი, 4 ცალი კვერცხი, 2 ლიმონის ცედრა, 2 ჭიქა ფქვილი, 1 სადილის კოვზი გამაფხვიერებელი ფხვნილი, 3 ჭიქა მსხვილად დაფქული ნიგოზი.
მომზადების წესი: ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა გათქვიფეთ სანამ ბეზეს არ მიიღებთ. თასში მოათავსეთ ფქვილი, ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი. მიღებულ გოგლი-მოგლს ერთმანეთის მონაცვლეობით შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი და მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს შეურიეთ გათქვეფილი კვერცხის ცილა, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ჩაასხით ფორმაში და ზემოდან ნიგოზი მოაყარეთ. აცხვეთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოცხვება. მზა ნამცხვარი შეაგრილეთ და სპეციალური ფორის საშუალებით პატარ-პატარა მთვარის ფორმაზე დაჭერით.