მსხლის ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი მსხალი, 220 გრამი ფქვილი, 110 გრამი კარაქი, 1 ცალი კვერცხის გული, 50 გრამი შაქრის პუდრი, 3 ცალი კვერცხი, 110 მილილიტრი ნაღები, 100 გრამი შაქარი, ცოტა რძე, 1 ცალი ლიმონი (წვენიც და ცედრაც), მწიკვი მარილი.
მომზადების წესი: ფქვილი და კარაქი ჯამში ერთად აკეპეთ. შეურიეთ შაქრის პუდრი, მარილი, დაუმატეთ კვერცხის გული. მოზილეთ ელასტიკური ცომი, შეურიეთ რძეც. მოათავსეთ მაცივარში.
მსხალი გათალეთ, გაჭერით ოთხად. თითოეული ნაჭერი კიდევ ჩაჭერით, მაგრამ ბოლომდე – არა. დანამეთ ლიმონის წვენით.
ცომი გააბრტყელეთ. მოათავსეთ ნებისმიერ ფორმაში და კიდეები ამოუკეცეთ. ცომის ზედაპირზე დააწყვეთ მსხლის ნაჭრები და მოასხით კრემი.
კრემი: ერთმანეთს შეურიეთ ნაღები, ლიმონის ცედრა, შაქარი, კვერცხი – ათქვიფეთ კარგად. ეს მასა მოასხით ღვეზელს და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. ნაზი და არომატული გემო აქვს.