ღვეზელი ქათმით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის მკერდის ნაჭრები, 350-400 გრამი სოკო, 1 ჭიქა ფქვილი, 1 კვერცხი, 1 შეკვრა კარაქი, მარილი, წყალი, 1 თავი ხახვი, ცოტა ნაღები, 200 გრამი ყველი.
მომზადების წესი: ქათმის ნაჭრები დადგით მოსახარშად. მანამდე კი, მოზილეთ ცომი – ფქვილით, ერთი კვერცხით, გამდნარი კარაქით, მარილით და ოდნავ თბილი წყლით. ცომი რბილი და ნაზი უნდა იყოს. გადააფარეთ და დადგით ცალკე – „დაისვენოს“. სოკო დაჭერით და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ტაფაზე მოხრაკეთ. დაჭერით მოხარშული ქათმის ფილე და შეურიეთ. ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ფორმაში. ნაპირები წამოუწიეთ. ცომის ზედაპირზე მოათავსეთ ხახვში ჩაშუშული სოკო და ქათამი. მოასხით გათქვეფილი კვერცხი, ნაღები და დაფხვნილი ყველი.
მოათავსეთ ფორმა აირღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე. ნახევარი საათის შემდეგ მზად იქნება. საოცრად გემრიელია. დაჭერით ოდნავ შეგრილებული.