ბულგარული ფარშით
საჭირო ინგრედიენტები: 6-7 ცალი მწვანე, ბულგარული წიწაკა, ქათმის ფილე – 300 გრამი, 1 ცალი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 200 გრამი სოკო (ქამა), 1/2 ჭიქა წითელი ლობიო, ცოტა გახეხილი ყველი, 2 სადილის კოვზი მაიონეზი, ზეთი, შავი პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ბულგარულ წიწაკას გამოაცალეთ კურკები და მოაჭერით ყუნწები. გამორეცხეთ კარგად. ფილე დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი. ასრისეთ კარგად და გააჩერეთ ცოტა ხანს.
წვრილად დაჭერით ხახვი, ფირფიტებად დაჭრილ სოკოსთან ერთად, მოხრაკეთ საკუთრ წვენში. უყავით ცოტა მარილი და წვენი რომ ჩაუშრება, დაუმატეთ ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ძლიერ ცეცხლზე მოხრაკეთ. ჩაუმატეთ ფილეც. მოაყარეთ ცალკე მოხარშული ლობიო ან ლობიოს კონსერვი. დაბალ ცეცხლზე კარგად შუშეთ.
სოკოს და ფილეს „ფარშით“ შეავსეთ ბულგარული წიწაკები. ზემოდან წაუსვით ცოტა მაიონეზი, მოაყარეთ დაფხვნილი ყველი. ჩააწყვეთ ზეთწასმულ ფორმაში და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში, 220-260 გრადუსზე. თხუთმეტი წუთის შემდეგ მზად იქნება.