ანეკდოტები
– სტატისტიკურად, ქალების 18 პროცენტს ყოველთვის უნდა სექსი‚ 23 პროცენტს მოსწონს ორალური სექსი‚ 38 პროცენტი კი ღალატობს ქმარს...
– სტატისტიკა რად გვინდა‚ ჩქარა, სახელები‚ ტელეფონის ნომრები‚ მისამართი...
***
– მამი‚ რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი?
– კაცმა არ იცის....
– მზე რატომღა ანათებს და აცხუნებს ასე?
– ეშმაკმა იცის...
– მამა‚ დაიღალე?
– არა‚ შვილო‚ მკითხე‚ მკითხე‚ ჩემ მეტი შენ არავინ არაფერს გასწავლის...
***
– შვილო‚ პისტოლეტი რომ გაჩუქე‚ სად გაქვს?
– გავყიდე და საათი ვიყიდე...
– ხვალ რომ ვინმე მოვიდეს და გითხრას: შენი დედა... შენი ცოლ-შვილი... შენი კარგები...‚ შენ რა‚ უპასუხებ‚ ორის ნახევარიაო?!
***
ახალგაზრდა მიდის სამხედრო კომისარიატში:
– მინდა, ფლოტში ვიმსახურო.
– ცურვა იცით?
– თქვენ რა‚ გემები არ გყავთ?
***
მიდის სასამართლო პროცესი ბინის გაქურდვის საქმეზე. უცბად დარბაზში წამოხტა დაზარალებული და ეკითხება ქურდს:
– მე თქვენს შეწყალებას მოვითხოვ‚ სარჩელსაც გავიტან, ოღონდ‚ ამიხსენით‚ როგორ შეხვედით ბინაში ისე‚ რომ ჩემს ცოლს არ გაეღვიძა?
***
მამაკაცებს ეკითხებიან:
– როგორ ფიქრობთ‚ სიცოცხლეში რა უფრო მთავარია – ბედნიერება თუ ჯანმრთელობა?
ერთი პასუხობს:
– რა თქმა უნდა‚ ბედნიერება...
მეორემ კარგახანს იფიქრა და უპასუხა:
– მე ვფიქრობ‚ რომ ჯანმრთელობა. ამას წინათ ქუჩაში ისეთ ბედნიერებას შევხვდი... მაგრამ‚ რად გინდა – ჯანმრთელობა არ მეყო...
***
ახალგაზრდა კაცი გოგონას აჩქარებული ნაბიჯით მისდევს და ეძახის:
– გოგონა‚ გოგონა‚ შეიძლება, გაგიცნოთ?
გოგონა შემობრუნდა და:
– არა!
– უი... დიდი მადლობა... – სასწრაფოდ გაეცალა ვაჟი.
***
– აბრამ‚ რა აზრის ხარ ციხეში სინაგოგის აშენების შესახებ? ხომ ხედავ‚ იქ ეკლესიებსაც აშენებენ და მეჩეთებსაც...
– მოშე‚ ნუ გამაცინე! თუ ებრაელი ციხეშია‚ ის უკვე ებრაელი არაა და, თუ უნდა, ეკლესიაში შევიდეს‚ თუ უნდა – მეჩეთში...
***
გამოვლინდა ყველაზე კეთილი ქერათმიანი ლამაზმანი – ის მაღაზიაში ყიდულობს თევზებს და თავისუფლად უშვებს ბუნებაში – ტყეში...
***
ზოოვეტში გამოცდაა:
– შეიძლება‚ ძროხას გაუკეთდეს აბორტი?
– აუ‚ პროფესორო‚ ძაან მაგრა გაბმულხართ...
***
ახალაშენებულ სახლში მეგობრებმა ბინები იყიდეს... მივიდნენ და კედლების ბგერის იზოლაციას ამოწმებენ:
– გოგი‚ ჩემი გესმის?!
– რა გაყვირებს‚ გხედავ...
***
– ამხანაგო საშა‚ „მკერდია“ სწორი თუ „კერდი“?
– უბრალოდ‚ ძუძუები დაწერე...
– მერე, რა გამომივა‚ რევოლუციას ძუძუებით დავიცავთ-მეთქი.
***
ბნელ კუთხეში ორი მამაკაცი ხვდება ერთმანეთს.
– ფული გაქვს? – ეკითხება ერთი და ჯიბიდან დანას იღებს.
– მერე‚ შენ რაში გაინტერესებს? – ქამრიდან ნაჯახი დააძრო მეორემ.
– დახურდავება მინდოდა‚ – ასლარიანი ამოიღო საფულიდან დანიანმა...
***
ადამიანები სიცოცხლის 30 პროცენტს ძილში ატარებენ, დროის დანარჩენ 70 პროცენტს კი გამოძინებაზე ოცნებობენ...
***
თუ ვულკანის კრატერთან დგახართ‚ უცბად კი ამოფრქვევა დაიწყო და ხვდებით, რომ ვერ გაასწრებთ და არაფერი გეშველებათ, მიიღეთ უცნაური პოზა – იმტვრიონ არქეოლოგებმა თავი...
***
სკოლის მოსწავლე სალონში შედის.
– ბიძია‚ თქვენ ორი კვირის წინ ჭიპზე პირსინგი გამიკეთეთ‚ მაგრამ, ძალიან მძიმე საყურე დამკიდეთ. შეცვლა თუ შეიძლება?
– ახლავე ვნახავთ... კარენ! შენი გარაჟის გასაღები ვიპოვე!
***
– გათხოვილი რატომ არ ხართ?
– იცით‚ მე მინდა‚ რომ ჩემი სხეული‚ ბინა‚ ფული კი არ აინტერესებდეთ‚ არამედ – სული...
– თქვენ რა‚ ეშმაკს ეძებთ?
***
ავტობუსში ჭყლეტაა.
– ბატონო‚ ხომ გრძნობთ‚ რომ უკვე დაგნებდით და სხვა გზა არც მაქვს‚ მაგრამ, ისე მაინც მოიქეცით‚ რომ ეს მარშრუტი სასიამოვნოდ გამახსენდეს...
***
„პატივცემულო სარეკლამო აგენტებო! თუ შეიძლება‚ აღნიშნეთ თქვენს მონაცემებში ის მისამართები‚ საიდანაც უკვე „შორს“ გაგგზავნეს“.
***
საგიჟეთი. ხმა ერთი პალატიდან:
– მე ღვთის გამოგზავნილი ვარ!
ხმა მეორე პალატიდან:
– ტყუის‚ მე არავინ გამომიგზავნია!
***
ქალი მამაკაცზე მხოლოდ ორ შემთხვევაში ბრაზობს: როდესაც მამაკაცს მისგან მხოლოდ ერთი რამე უნდა და‚ როდესაც მისგან არაფერი უნდა.
***
– მკითხავმა მითხრა‚ რომ მივლინებაში არაფრით არ უნდა წახვიდე.
– რატომ‚ იქ ჩემთვის ცუდი რამე მოხდება?
– არა‚ პირიქით‚ ზუსტად კარგი რამე მოხდება‚ ოღონდ, შენთვის....
***
ფინჯანი ყავა თქვენს ფარულ აზრებს სურვილად გადააქცევს‚ ალკოჰოლს კი – მოქმედებაში მოჰყავს.