მხოლოდ ფაქტები
* ბანქოს თამაში „ბრიჯი“ (ხიდი) ლესტერშირის საგრაფოში წარმოიშვა, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მდინარის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ორი პატივცემული ინგლისური გვარის წარმომადგენლები.
* სამკუთხა მარკები პირველად მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში ინგლისის კოლონიაში, სამხრეთ აფრიკაში შემოიღეს, რომ ფოსტალიონებს ადგილობრივი წერილები მეტროპოლიის კორესპონდენციისგან გაერჩიათ.
* რკინასა და სპილენძს აქვს გემო, რადგან ორივე სუსტად, მაგრამ მაინც იხსნება წყალში. ოქრო და პლატინა წყალში არ იხსნება.
* მიჩიგანის შტატში აღმოჩენილია მსოფლიოში უდიდესი ცოცხალი ორგანიზმი – სოკო, რომლის ასაკი 1 500 წელია და ლურჯ ვეშაპზე ათასჯერ დიდია.
* რუსეთში იმპერატორთან შეხვედრისას, ყველას ქუდი უნდა მოეხადა. ასეთ შემთხვევაში მეეტლეებს ქუდი კბილებით ეჭირათ.
* ვინაიდან ბუნებაში მტკნარი წყალი ცოტაა, ჩინელი პოეტებისთვის სიტყვა „მტკნარი“ საქები ეპითეტია
* კამბალა ვერასდროს ხედავს, რასაც ჭამს, ვინაიდან ბრტყელია და პირი ზემოთ აქვს, თვალები კი ქვემოთ.
* კარდინალის წითელი მანტია სიმბოლურად გამოსახავს, რომ ის მზადაა თავისი სისხლი ეკლესიის დასაცავად გაიღოს.
* ნოვოსიბირსკის მხარის შრომა-გასწორების ბანაკის პატიმრებმა მასიურად გამოიწერეს ჟურნალი „გენეტიკა“. ეგონათ, რომ ჟურნალში შიშველი ქალების სურათები იქნებოდა.
* ამერიკის აღმოჩენის ხუთას წლისთავთან დაკავშირებით, 1992 წლის პარიზელი მოდელიერების წამყვანი ფერები იყო მუქი მწვანე, თეთრი, იისფერი და წითელი, რადგან კოლუმბი ამერიკის კონტინენტზე გადასვლისას სწორედ ასეთი ფერის სამოსში იყო გამოწყობილი.
* ჭადრაკის პარტია, სადაც მეფის გამბიტი გათამაშდა და პარტნიორები იყვნენ ოლა და ლენსკი, იმით არის აღსანიშნავი, რომ ერთ-ერთმა დაბნეულმა პარტნიორმა პაიკით თავისივე ეტლი მოკლა.