ბრძნული აზრები
სენეკა: დამნაშავის შებრალება პატიოსან ადამიანებს აზარალებს.
რუზველტი: ლიბერალი ის ადამიანია, რომელიც თავის ნაცვლად ფეხებს იყენებს.
ფრანსი: ცნობილი გონებრივი კულტურის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დახვეწილი გრძნობები.
შოუ: კრიტიკოსები, როგორც სხვა ადამიანები, ხედავენ იმას, რასაც ეძებენ და არა იმას, რაც მათ თვალწინაა.
პუშკინი: კითხვა – აი, საუკეთესო სწავლა.
დოსტოევსკი: იკითხეთ და ისწავლეთ. იკითხეთ სერიოზული წიგნები. დანარჩენს თვითონ ცხოვრება გააკეთებს.
ვოლტერი: ცოცხლებთან მხოლოდ კეთილგანწყობით უნდა ვიცხოვროთ, მიცვალებულებზე მხოლოდ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ.
ილია: ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდად სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო დიდად მავნებელია.
ლაროშფუკო: ჩვენ ხშირად ვუჩივით მეგობრებს, რათა ჩვენივე მეგობრობის უმტკიცობა გავამართლოთ.
მონტენი: ძალიან მჭიდრო მეგობრობა ხანდახან ძალიან სასტიკ მტრობას ბადებს.
რეიგანი: შემოიკრიბე გარშემო საუკეთესო პროფესიონალები, მოახდინე მათზე ავტორიტეტის დელეგირება და არაფერში ჩაერიო მანამ, სანამ ისინი შენი პოლიტიკით ხელმძღვანელობენ.
ტალეირანი: ენა იმიტომ მიეცა ადამიანს, რომ საკუთარი აზრები დამალოს.
ბლანკი: შეიძლება დაუთმო ძალას, მაგრამ უსიტყვოდ მხოლოდ გონებას ემორჩილებიან.
პასკალი წვრილმანებისადმი მგრძნობელობა და ძირითადის მიმართ უგრძნობლობა – ძლიერი გარყვნილებაა.
პაგანინი: უნდა ძლიერ გრძნობდე, რომ სხვებმაც იგრძნონ.
უნამუნო: მე ვფიქრობ გრძნობით და ვგრძნობ აზრით.
ლოუელი: ტალანტი საჩუქარია, რომელიც ძალაუფლებას ანიჭებს ადამიანს, ხოლო გენიას ადამიანზე გააჩნია ძალაუფლება.
ჩეხოვი: ტყეები ადამიანს მშვენიერების აღქმას ასწავლიან.
გოეთე: ადამიანები ბუნების კანონებს ემორჩილებიან მაშინაც კი, როცა მათ წინააღმდეგ იბრძვიან; ისინი მოქმედებენ ბუნებასთან ერთად მაშინაც კი, როდესაც მისი კანონების წინააღმდეგ მოქმედება სურთ.
ჰიუგო: ბრძოლა გამარჯვების შემდეგ იწყება.
ვიტკევიჩი: ბოროტი ადამიანი იშვიათად ლაპარაკობს.
სიმონი: როდესაც აღზრდას აძლევთ ვაჟს, ამით თქვენ ანათლებთ ადამიანს, ქალიშვილის აღზრდით კი ანათლებთ მთელ ოჯახს.
ნიცშე: დაქორწინდები – ინანებ, არ დაქორწინდები და მაინც ინანებ.
უოტსონ ჰოუ: მამაკაცებს ისეთივე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ თავიანთ უფლებებზე, როგორც ქალებს თავიანთ უუფლებობაზე.