კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკრძალული ილეთი

მისის მიკერი შეშფოთებული იყო. მის სიახლოვეს სერიოზული „მტაცებელი“ გამოჩნდა. ერთ დროს უმშვენიერესი მამული, რომელიც ქმარმა – ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა პროდიუსერმა უყიდა, პარტახდებოდა... მთელი ქონება, მიკერების ვაჟმა გაანიავა ბანქოში და ბოლოს, მკვდარიც იპოვეს – მოვალეების მოკლული, თხრილში ეგდო. დედა – მისის მიკერი იხსენებდა, როგორი საყვარელი ბავშვი იყო... მერე ცოლი მოუკვდა... პატარა ბავშვი დარჩა, ულამაზესი გოგონა... მისის მიკერმა ამოიოხრა და მაგიდაზე, მის წინ დახვავებულ წერილებს დახედა. უმეტესობა მოვალეებისგან იყო – მაღაზიებიდან, საბაყლოდან, საფუნთუშედან... ელექტროენერგიის კომპანიაც მოკრძალებით სთხოვდა დავალიანების გადახდას. ქალს ჯერ კიდევ დიდი წონა ჰქონდა იმ მიდამოებში. პატივს სცემდნენ და აშკარად მის წინააღმდეგ გამოსვლას ვერ ბედავდნენ. შვილიშვილი მომხიბვლელი ქალიშვილი დადგა. მაგრამ ქარაფშუტა იყო. უამრავი თაყვანისმცემელი ეხვია გარს. ერთ-ერთმა თავის იურიდიულ ფირმაშიც დააწყებინა მუშაობა. მარკუს ელინი ამ ფირმის დამფუძნებლის ერთადერთი ვაჟი და, შესაბამისად, შესანიშნავი სასიძოც იყო. მიკერების ფინანსურ პრობლემებსაც ეშველებოდა ამით. მაგრამ პოლის თივა ეყარა თავში. მარკუსს პაემნებზე დაჰყვებოდა, მისგან საჩუქრებს იღებდა, მაგრამ ასევე იქცეოდა დანარჩენებთანაც... განსაკუთრებით კუნთმაგარი კალათბურთელები მოსწონდა, ხან ერთი იყო მისი მძღოლი, ხან – მეორე, ხანაც – მესამე... მარკუს ელინი გულწრფელად წუხდა ამაზე და მისის მიკერს შესჩიოდა. ბოლო რამდენიმე დღე პოლის ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. მისის მიკერს დანახვისთანავე არ მოეწონე ეს იეგერი. ერთ დილით რომ გამოეცხადა, თავი ვინმე ლეო ავგუსტის ოფიციალურ წარმომადგენლად გააცნო და მისი სახელით, ასი ათასი დოლარი შესთავაზა მამულში. მისის მიკერი ყველაფერს შეელეოდა ქვეყანაზე, გარდა მამულისა, რომელსაც თავისი ფიზიკური სხეულის გაგრძელებად მიიჩნევდა. უამრავი ნივთი, ავეჯიც კი გაყიდა. თორმეტი საძინებლიდან ათი ცარიელი და დაკეტილი იყო. გააუქმა აუზიც, მაგრამ თავად მამული, რომელსაც იმ არემარეში ბადალი არ ჰყავდა, ხელშეუხებლად მიაჩნდა. ამიტომ, თავიდანვე მტრულად განეწყო იეგერისა და ვიღაც ლეო ავგუსტის – საეჭვო მილიონერის მიმართ, რომელსაც პრესტიჟად პრესტიჟული მამულის ყიდვა მიაჩნდა და ასე ცდილობდა მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრებას. უარმა იეგერი ვერ შეაშინა. მან სხვა ტაქტიკა შეიმუშავა და მისის მიკერს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა. პოლის შეუჩნდა, დიახ, სწორედ რომ, შეუჩნდა. შეშფოთებულმა მარკუსმა ქალს შეატყობინა, რომ პოლი იეგერზე გათხოვებას აპირებდა. ქალი მიხვდა, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა როგორც მამული, ისე მისი ერთადერთი შვილიშვილი. მარკუსმა ისიც უთხრა, რომ ლეო ავგუსტი ჩვეულებრივი კრიმინალი იყო და კარტის თამაშით ნაშოვნი ფულით გამდიდრდა. „ანუ, შეიძლება, სწორედ მისმა ბანდამ შეიწირა ჩემი შვილი, ბანქოს ვალების გადაუხდელობის გამო...“ – მისის მიკერი დაფიქრდა...

იმ საღამოს პოლი იეგერმა მოაცილა სახლში. მისის მიკერმა ის ჩაიზე მიიპატიჟა და ბანქოს – კრიბიჯის თამაში შესთავაზა. იეგერმა გაიოცა.

– ეს თამაში მე არ ვიცი?!

– გასწავლით. თქვენ ისეთი ნიჭიერი ჩანხართ, აუცილებლად მალევე ისწავლით. მოგეწონებათ.

დაიწყეს... მისის მიკერი წესებს უხსნიდა, იეგერი კი ყურადღებით უსმენდა. მართლაც ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა... მალე მისის მიკერს მასთან შერკინებაც გაუჭირდა.

– ოჰ, უკაცრავად! – წამოიძახა მორიგი პარტიის დარიგების წინ ქალმა, – ერთი წესის ახსნა დამავიწყდა. მე ახლა ორი ქულით უნდა დავჯარიმდე. ამ თამაშში ამას მნიშვნელობა აქვს, – დარიგებამდე კარტი თქვენ უნდა მოგეჭრათ. მაგრამ, როცა მეგობრებში ვთამაშობთ ხოლმე, ერთმანეთს ვენდობით და არასოდეს ვჭრით კარტს. ჩვევამ წესი დამარღვევინა.

– ო, სიამოვნებით შეველევი მაგ ორ ქულას და წესსაც დავარღვევ, თუკი ამ ოჯახში მეგობრად მიმიჩნევენ, – თქვა მისტერ იეგერმა.

მისის მიკერმა გაიღიმა... ზუსტად ორი კვირის შემდეგ, მარკუსი საიდუმლოდ თავისთან დაიბარა და თავისი გეგმა გააცნო.

– მე მინდა, იეგერი გავანადგურო, – განუცხადა მოზეიმე ხმით.

– როგორ? განცვიფრდა მარკუსი.

– აკრძალული ილეთი უნდა გამოვიყენო. პოლი ისეა მოხიბლული ამ ნაძირალათი, რომ მასზე მორალის კითხვა მხოლოდ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. მაქვს ერთი საუკეთესო საშუალება, მაგრამ ცოტა ფული დამჭირდება. შეიძლება, შენი იმედი მქონდეს?

– რა ჩაიფიქრეთ? – შიშით შეხედა ახალგაზრდა კაცმა.

– წვეულება უნდა მოვაწყო და იქ ნახავთ. საჯაროდ გამოვაცხადებ, რომ მამულს ვყიდი და ის ასი ათასი დოლარი პოლის საქორწინო საჩუქარი იქნება.

– ღმერთო დიდებულო! – აღმოხდა მარკუსს, – ეს არის საუკეთესო საშუალება?!

– ნუ დარდობთ. ყველაფერი კარგად იქნება, – იმედიანად გაუღიმა მანდილოსანმა და მარკუსს ისღა დარჩენოდა, დათანხმებოდა.

წვეულებაზე მთელი მამული გაანათეს და გააჩახჩახეს. დიდ დარბაზში ბარი მოაწყვეს. პოლიმ თავისი მეგობარი კალათბურთელები დაპატიჟა. მხიარულმა, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი. პოლისთან ერთად გამოცხადდა მისტერ იეგერიც. მისის მიკერმა შესაფერისი მომენტი შეარჩია და მისტერ იეგერს ხმამაღლა მიმართა.

– მისტერ იეგერ, თქვენ სერიოზული და მოწესრიგებული ახალგაზრდა ხართ. დარწმუნებული ვარ, თან გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი სახლის ნასყიდობის შესახებ.

– დიახ. დოკუმენტებიც მანქანაში მაქვს და ის ასი ათასი დოლარიც, რომელიც ამ სახლში უნდა გადაიხადოს მისტერ ავგუსტმა.

– შესანიშნავია. მე ვიცი, რომ ჩემი შვილიშვილის მიმართ გულგრილი არ ხართ. გთავაზობთ ასეთ ვარიანტს... ვითამაშოთ ერთი ხელი კრიბიჯი – მხოლოდ ერთი ხელი. თუ წავაგებ, მამულიც, ჩემი შვილიშვილიც და ეს ასი ათასი დოლარიც თქვენი იქნება. მაგრამ, თუ მოვიგე, ფულსაც დაემშვიდობებით, პოლისაც და აქაურობას სამუდამოდ მოსცილდებით. აბა, რას იტყვით?

პოლის თვალები გაუფართოვდა და მისტერ იეგერს მკლავზე ჩამოეკიდა, – არა, არ შეიძლება, არ დათანხმდე.

კაცმა უხეშად მოიშორა ქალიშვილი. სიხარბემ თვალები აუციმციმა. ასი ათასი დოლარი უკვე ლანგარზე იდო და მას ელოდა.

– თანახმა ვარ... ვთამაშობთ! მივუსხდეთ მაგიდას.

მარკუსმა წყალი მოითხოვა... თამაში დაიწყო... მაგიდის გარშემო შეგროვილი საზოგადოება დაძაბული ადევნებდა თვალს კეთილშობილი მანდილოსნისა და ნაძირლის ბრძოლას... ძალები თანაბარი იყო. მისის მიკერს ერთ მომენტში მოეჩვენა, რომ ძალები ღალატობდა, მაგრამ სასწორის პინაზე მისთვის მეტისმეტად ძვირფასი რამ იდო. მამული – მისი ქმრის ხსოვნა და პოლი... ანგარიში გათანაბრდა. ერთი დარიგება და თამაშიც დასრულდებოდა. მისტერ იეგერი უკვე პირს აწკლაპუნებდა სიხარულისგან მოსალოდნელი გამარჯვების მოლოდინში. „შულერობა“ მისი პირდაპირი პროფესია იყო და უცებ... გასუსულ დარბაზში მეხივით გავარდა მისის მიკერის მხიარული შეძახილი.

– მე მოვიგე... მოვიგე... თქვენ ისე დაარიგეთ, რომ კარტი არ მომაჭრევინეთ. ეს თამაშის წესების დარღვევაა. ორი ქულა მეკუთვნის. აღიარეთ დამარცხება, მისტერ იეგერ!

მისტერ იეგერმა კბილები გააღრჭიალა. დარბაზს მხიარულმა შეძახილებმა გადაუარა... მისტერ იეგერმა საიდანღაც რევოლვერი „გააძრო“, – „მე თქვენ მომატყუეთ, ბებერო მაიმუნო... ძვირად დაგიჯდებათ...“ მაგრამ წამში კალათბურთელები მისცვივდნენ, რევოლვერი წაართვეს, ქეჩოთი აიტაცეს და სირბილით გაარბენინეს მამულიდან. მანქანაში ჩატენეს და ერთი-ორი ქეჩოშიც უთავაზეს... ორი კვირის შემდეგ, ოლქის პოლიციამ მისტერ იეგერი თხრილში მოკლული იპოვა. მაგრამ, ამ ინფორმაციას მისის მიკერი ოდნავადაც არ აუღელვებია. მას სინდისი სუფთა ჰქონდა...

 

 

скачать dle 11.3