კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი ორსული ქალი, რომელიც საკუთარ ბიძაშვილს შემოაკვდა

31 წლის ნინელი ჩ-ძე საავადმყოფოში პოლიციამ მიიყვანა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ექვსი თვის ორსული გახლდათ, უკვე გარდაცვლილი იყო.  სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად, ქალის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა აღმოჩნდა, რაც ორსულს  შემთხვევის ადგილზე, ყაჩაღური თავდასხმის დროს დაემართა. 

ოპერატიული ინფორმაცია ყაჩაღური თავდასხმის შესახებ პოლიციაში შემთხვევის ადგილიდან შევიდა. დაზარალებული ქალი იმ ბინის მეპატრონე იყო, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელები გვიან ღამით შევიდნენ. მანანა ჭ-ძე ბინაში ნათესავ ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც რაიონიდან ქალაქში სამედიცინო გამოკვლევებისთვის ჩამოვიდა და სრულიად  შემთხვევით შეესწრო  ყაჩაღობას,  რომელიც თავდამსხმელებს მანანა ჭ-ძის ბინაში ჰქონდათ დაგეგმილი. დაზარალებულმა მანანა ჭ-ძემ, რომელიც თავადაც შოკურ მდგომარეობაში იყო, მოგვიანებით სამართალდამცველებთან  დეტალურად აღწერა მომხდარის შესახებ: „ნინელი ჩ-ძე ჩემი მულის შვილია,  ჩემთან სტუმრად ორი დღით ჩამოვიდა. ბავშვობიდან გულის პრობლემები ჰქონდა, რამაც ფეხმძიმობაში უფრო იჩინა თავი.  პრობლემური ორსულობა ჰქონდა და მუდმივად გამოკვლევებს იკეთებდა. იმ დღეს, როცა ყაჩაღები დაგვესხნენ თავს, ნინელი რაიონში აპირებდა წასვლას, მაგრამ უკვე საღამო იყო და წასვლა გადაიფიქრა. მეც შევთავაზე, რომ იმ ღამეს დარჩენილიყო და მეორე დღეს, დილით გამგზავრებულიყო. ბავშვები ჩემს მშობლებთან იყვნენ, სახლში ორნი – მე და ნინელი  ვიყავით. ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როცა დასაძინებლად დავწექით. მე ჩემს საძინებელში დავწექი, ნინელი – სასტუმრო ოთახში. ალბათ, ახალი ჩაძინებული ვიყავი, სასტუმრო ოთახიდან ხმაური შემომესმა. წამოდგომა რომ დავაპირე, ჩემი ოთახის კარიც გაიხსნა – ოთახში ნიღბიანი მამაკაცი შემოვარდა და საწოლში თავს დამესხა. მან ჯერ სახეში დამარტყა, მერე თმაში წამავლო ხელი და საწოლიდან ძირს გადმომაგდო. უცებ სასტუმრო ოთახიდან ნინელის შეკივლება გავიგონე. ამ ხმას კიდევ ხმაური მოჰყვა. მივხვდი, ნინელი სკამს დაეჯახა და სკამი გადავარდა. ჩემს ოთახში მყოფ თავდამსხმელს ვუთხარი: ის გოგონა ფეხმძიმედაა, თავი დაანებეთ, რაც  გინდათ წაიღეთ და წადით-მეთქი. შენ რა ჭკვიანი ქალი ყოფილხარო – მითხრა დაცინვით. ამაყენა და ოთახში გამომიყვანა, სადაც ნინელის ნიღბიანი მამაკაცი ედგა თავს.  ნინელის სახეზე ფერი არ ედო, მივხვდი, რომ ცუდად იყო და მეორე მამაკაცსაც ვთხოვე, ორსული ქალისთვის თავი დაენებებინა.  თავდამსხმელმა, რომელიც ჩემს ოთახში შემოიჭრა მითხრა: რაც ფული გაქვთ გამომიტანე და ისე წავალთ, არაფერს დაგიშავებთო. სახლში დაახლოებით  ათასი ლარი გვქონდა, დამალვა არც მიფიქრია, სამალავი გავხსენი და ფული გამოვიღე.  უცებ მეორე თავდამსხმელი მომვარდა, შენ რა მასხარად გვიგდებ,  ამ ლარებისთვის მოვიდოდით აქო? მან ქურთუკიდან პისტოლეტი  ამოიღო და  სახეში დამიმიზნა“.       

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მანანა ჭ-ძის მეუღლე სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. იმ დროს, როცა ჭ-ძეების ბინაში თავდასხმა მოხდა, ოჯახის პატრონი, თავის კომპანიონთან ერთად, საქმიანი ვიზიტით  უცხოეთში იმყოფებოდა, რაც  როგორც წინასწარი მოკვლევით დადგინდა, კარგად იცოდნენ თავდამსხმელებმა. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. დაზარალებული მანანა ჭ-ძე ჩვენებაში თავდამსხმელთა გარეგნობას დეტალურად აღწერს: „მიუხედავად იმისა, თავდამსხმელები ნიღბებში იყვნენ, მივხვდი, რომ ახალგზარდები, 30 წლამდე უნდა ყოფილიყვნენ. ორივეს კარგად ეტყობოდა იმერული კილო. რაიონიდან იყვნენ. მას შემდეგ, რაც განვაცხადე, რომ სახლში მეტი ფული არ მქონდა, ძვირფასეულობა მოითხოვეს. მივხვდი, უკან არაფერზე დაიხევდნენ და ოქროს სამკაულებით სავსე ზარდახშა გამოვიტანე. ჩემს თავზე არ ვდარდობდი, ნინელი მადარდებდა, რომელიც ვატყობდი, რომ უკვე ვეღარ სუნთქვადა. ის მოულოდნელად ძირს დავარდა. თავდამსხმელი, რომელიც მის სიახლოვეს ტრიალებდა და სულ  რამდენიმე წუთით მოშორდა ნინელის, მაშინვე მივარდა და წამოყენება სცადა. ყველანი მივხვდით, რომ ახალგაზრდა ქალი ძალიან ცუდად იყო. მე მივუახლოვდი, პულსი გავუსინჯე, მაგრამ გულისცემა ვერ ვიგრძენი.  არ გამიგონია, რა გადაულაპარაკეს ერთმანეთს თავდამსხმელებმა. უცებ მიმატოვეს და სახლში მეტი არაფრისთვის აღარ უხლიათ ხელი. აივნის კარიდან იყვნენ შემოსულები, მაგრამ სახლიდან  შემოსასვლელი კარიდან, სადარბაზოს გავლით გავიდნენ. მე მაშინვე პოლიციასა და სასწრაფო დახმარების სამსახურში დავრეკე.  პოლიციაც მალე მოვიდა და სამედიცინო ბრიგადაც, მაგრამ ნინელი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ექიმებმა თქვეს, გულის უცაბედი შეტევით გარდაიცვალა –  ორსულ გოგოს შიშისგან გული გაუსკდა.”

სამართლადამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაიწყო გამოძიება. როგორც წინასწარი ძიებით დადგინდა, უცნობი თავდამსხმელები საკმაოდ გამოცდილები იყვნენ –  მათ აივნის კარი „ატმიჩკით” გახსნეს, არ დატოვეს ნაკვალევი და არც სახლში დარჩნენ იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეს შესაძლოა, დაეშვათ გამოუცდელ დამნაშავეებს. როგორც კი თავდამსხმელები მიხვდნენ, რომ ქალი შეუძლოდ გახდა, მაშინვე დატოვეს შემთხვევის ადგილი, საიდანაც 1 000 ლარი და 5 ათასი დოლარის ღირებულების სამკაულები გაიტაცეს. თავდამსხმელებმა სადარბაზოში დატოვეს ნიღბები, რითაც ყაჩაღობის დროს სახე ჰქონდათ დაფარული. ეს კი იმის მანიშნებელიც იყო, რომ მათ  ჭ-ძეებთან გარკვეული კავშირი ჰქონდათ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით ყაჩაღობიდან ერთ კვირაში დადგინდა, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა 28 წლის კობა კ-ძე, რომელიც წარსულში ყაჩაღობისთვის გახლდათ ნასამართლევი. გამოძიებამ გაარკვია, რომ კობა კ-ძემ ტაქსის მძღოლს დანის მუქარით 80 ლარი წაართვა, რისთვისაც მას 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი კობა კ-ძე მას შემდეგ დააკავეს, რაც  დანაშაულის მეორე მონაწილის ვინაობა დადგინდა – ის მანანა ჭ-ძის ქმრის ნათესავი,  26 წლის მალხაზ კ-ვა აღმოჩნდა. 

საქმის მასალების მიხედვით, მალხაზ კ-ვამ  ოჯახში შეიტყო, რომ ჭ-ძეებს, რომელთაც წარმატებული ბიზნესი ჰქონდათ, სავარაუდოდ, სახლში დიდი ოდენობით ფული და ძვირფასეულობა უნდა ჰქონოდათ. ამის შემდეგ ის  დაუკავშირდა კობა კ-ძეს, რომელიც მისი მეგობარი იყო. მათ ერთად დაგეგმეს ჭ-ძეების ბინის დაყაჩაღება. მაგრამ, გეგმის მიხედვით, მალხაზ კ-ვა ბინაში არ უნდა შესულიყო – ის სახლთან უნდა დალოდებოდა მეგობრებს, რომლებიც საძარცვავად სახლში შევიდოდნენ. მეგობრები მთელი ორი კვირა ერთად გეგმავდნენ ყაჩაღობის ყველა დეტალს. მაგრამ, მას შემდეგ რაც საქმეში მონაწილე მესამე პირი გამოირიცხა, კობა კ-ძეს თავის ნათესავის ბინის დასაყაჩაღებლად, თავად მალხაზ კ-ვა გაჰყვა, რომელიც თავიდან მხოლოდ „ნაკოლის” მიმცემი იყო. სრულიად შემთხვევით, მათ ბინაში დიასახლისის გარდა, მალხაზ კ-ვას ბიძაშვილი, ორსული ახალგაზრდა ქალიც დახვდათ. კ-ვა შემთხვევის ადგილზე ბიძაშვილს არ ელოდა, მაგრამ თავდამსხმელებმა გეგმა აღარ შეცვალეს – სწორედ მათ დანაშაულებრივ ქმედებას შეეწირა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გულის დაავადება აწუხებდა.     

სასამართლო პროცესზე თავდამსხმელებმა დანაშაული აღიარეს, მალხაზ კ-ვამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ბინის მეპატრონე ქალის შესაშინებლად სჭირდებოდათ. ის კი, როგორც მათ იცოდნენ, მარტო უნდა ყოფილიყო  და იარაღის გამოყენებას არ გეგმავდნენ. „ბინაში საკუთარი ბიძაშვილი რომ დავინახე, გული გამისკდა, მაგრამ უკან ვეღარ დავიხიე. მე დავადექი თავზე, რომ კობას მისთვის რამე არ დაეშავებინა. ვიცოდი, რომ ნინელის გულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. მივხვდი, როცა გული წაუვიდა, რომ რაღაც მოხდა. შემეშინდა, მაგრამ იქ ვერ დავრჩებოდი. კობასთან ერთად მივატოვე იქაურობა.  როცა გავიგე, რომ ნინელის გული გაუსკდა და გარდაიცვალა, ორი-სამი დღე ძალიან ცუდად ვიყავი.  რომ მცოდნოდა, ნინელი ჭ-ძეებთან სტუმრად იყო,  იქ არც მე მივიდოდი და კობასაც შევუცვლიდი გეგმას,“ – განაცხადა მალხაზ კ-ვამ ბრალდებულის სიტყვაში. სასამართლომ მალხაზ კ-ვა დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა კობა კ-ძეს, რომელიც ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც აღმოჩნდა. ის დაკავების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთაც  დაემატა.  

 

скачать dle 11.3