რა მოხდა ამ დღეს
11 ნოემბერი
1790 – ჩინეთიდან ინგლისში პირველად მოხვდა ყვავილი ქრიზანთემა.
1837 – გაიხსნა რუსეთის იმპერიაში რკინიგზის პირველი ხაზი: „პეტერბურგი – ცარსკოე სელო“.
1918 – გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.
1925 – ლუი არმსტრონგმა ჩაწერა თავისი პირველი გრამფირფიტა.
1987 – ვან გოგის ნახატი „მზესუმზირები“ გაიყიდა რეკორდულ თანხად – 53,6 მილიონ დოლარად.
12 ნოემბერი
1868 – ამერიკელმა კრისტოფერ ლეტემ შოუაზმა დააპატენტა საბეჭდი მანქანა.
1888 – პირველად აჟღერდა „ინტერნაციონალის“ ჰანგები.
1974 – ვინმე ენერდელმა (ინგლისი) დაიძინა და გაიღვიძა 4 დღის შემდეგ, თითქმის ძვლამდე დამწვარი მარცხენა ხელით. შენობაში ხანძრის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
13 ნოემბერი
1862 – გამოვიდა ლუის კეროლის ზღაპარი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.
14 ნოემბერი
1666 – სემუელ პეპისმა, პირველმა მოახდინა წარმატებული სისხლის გადასხმა (ძაღლიდან – ძაღლზე).
1910 – ნორფოლკში (ამერიკის შეერთებული შტატები) პირველი თვითმფრინავი აფრინდა გემიდან.
1940 – 500 გერმანული ბომბდამშენის თავდასხმის შედეგად მიწასთან გასწორდა ინგლისური ქალაქი ქოვენთრი.
15 ნოემბერი
1492 – ქრისტეფორე კოლუმბმა თავის დღიურში პირველად აღწერა თამბაქო, რომელსაც ინდიელები ცხვირით ყნოსავდნენ.
1889 – ბრაზილიის რევოლუციამ დაამხო იქაური მონარქია და ბრაზილია რესპუბლიკა გახდა.
1904 – ამერიკელმა კინგ კემპ ჟილეტმა დააპატენტა უსაფრთხო საპარსი გამოსაცვლელი თავით.
1920 – ჟენევაში გაიხსნა „ერთა ლიგის“ პირველი ასამბლეა.
1932 – ლენინგრადში, ყაზანის ტაძარში, გაიხსნა ათეიზმის მუზეუმი.
1969 – სცენაზე პირველად გამოჩნდა 11 წლის მაიკლ ჯექსონი.
16 ნოემბერი
1532 – ესპანელმა კონკისტადორებმა, ფრანსისკო პისაროს მეთაურობით, ხელთ იგდეს ინკების იმპერატორი – ატაჰუალპა.
1805 – შიონგრაბენის ბრძოლაში პეტრე ბაგრატიონმა 6 000 ჯარისკაცით დაამარცხა მიურატის 30 000 ფრანგული კორპუსი, რითაც იხსნა რუსულ-ავსტრიული ჯარები განადგურებისგან.
1841 – ნიუ-იორკელმა ნაპოლეონ გერენმა დააპატენტა მაშველი ქამარი.
1918 – უნგრეთი, ოთხწლიანი ავსტრიული „ტყვეობის“ შემდეგ, გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
17 ნოემბერი
1839 – მილანში ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერის, „ობერტაი, ბოკაჩოს გრაფის“ – პრემიერა გაიმართა.
1855 – დევიდ ლივინგსტონმა, პირველმა ევროპელთაგან, იხილა ვიქტორიას ჩანჩქერი.
1869 – ოფიციალურად გაიხსნა სუეცის არხი.
1948 – კრეისერი „ავრორა“ მუზეუმად გადააკეთეს.