კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვის რომელ მონაკვეთში ჯობია მკურნალობის დაწყება და როდის იზრდება წონაში მომატების ალბათობა

სანამ ახალი მთვარე გამოანათებს ცის კაბადონზე, ის რამდენიმე დღით ქრება, შემდეგ კი რკალის სახით ჩნდება. ამ დროს მთვარეს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე, რადგან, სწორედ მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და გუნება-განწყობაც. ამ პერიოდში ხდება ადამიანის ორგანიზმის ტოქსინებისა და წიდებისგან გაწმენდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით შედეგიანია სამკურნალო შიმშილობა, აუცილებელია არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება, არასაიმედო ადამიანებისგან თავის დაღწევა. როცა ცაზე ახალი მთვარის რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება და იკლებს შრომისუნარიანობა. ამ დროს იმუნიტეტიც ქვეითდება და დიდია დეპრესიისა და აგრესიის ალბათობა.

მკურნალობის დაწყება კარგია მზარდი მთვარის ფაზაში, რადგან, ამ დროს ძლიერდება პრეპარატების მოქმედება ორგანიზმზე – ადვილად ხდება ვიტამინებისა და მინერალების ათვისება.

მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია გამწმენდი პროცედურების ჩატარება და მასაჟი, მაგრამ, იწყება ორგანიზმში ცხიმების დაგროვება, ამიტომ, უნდა აკონტროლოთ წონა.

მზარდი მთვარის პერიოდში კარგია რომანტიკული შეხვედრები, ასევე, ეს პერიოდი იღბლიანი და წარმატებების მომტანია საქმიან სფეროში. ამ დღეებში უნდა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება გარემოებების მიმართ. დაუშვებელია კონფლიქტები, მოუთმენლობა და სულსწრაფობა. ამ დროს იზრდება ემოციურობა და, ამიტომ, მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.

მთვარის მეორე ფაზაა, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ დროს ხდება ენერგიის მომატება. ადვილად არის შესაძლებელი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა, ამიტომ, უნდა იმოქმედოთ თამამად.

სავსემთვარეობის პერიოდში ხდება ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა; მოჭარბებული და დაგროვილი ენერგია უკონტროლო ხდება. ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს და აწუხებს უძილობა. ამ პერიოდში დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. ეს დრო მშვიდად და წინდახედულად უნდა განვლოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.

მთვარის მესამე ფაზა უკავშირდება აქტიურ მოქმედებას, სასიხარულო მოვლენებს და ადამიანი მეტად შრომისუნარიანი ხდება. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ და ყველაფერი გამოგივათ.

კლებადი მთვარის დროს კარგია ოპერაციების გაკეთება, რადგან, ამ პერიოდში ორგანიზმი ადვილად იტანს ქირურგიულ ჩარევას და სწრაფად იწყებს გამოჯანმრთელებას. კარგია მეგობრებთან და ნაცნობებთან კონტაქტი. ორგანიზმი ნაკლებად ითხოვს საკვებს, რაც წონის პრობლემებსაც აგარიდებთ თავიდან.

მთვარის კლება – მეოთხე ფაზაა. ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმი იწყებს დასუსტებას – ადვილად ვიღლებით და შრომის უნარიც დაქვეითებულია. ამიტომ, ნუ დაატანთ თავს ძალას, ჯობია, ცოტა ხანს მოითმინოთ და რამდენიმე დღეში მთვარის ახალი რკალის გამოჩენას დაელოდოთ.

უამრავი ადამიანი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში სისუსტეს, გაღიზიანებას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის ამის გამომწვევ მიზეზებს. ჩვენს განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები. თავი რომ დააღწიოთ ნერვიულობას, გაღიზიანებასა და მშფოთვარე ძილს, უნდა შეასრულოთ ასტროლოგიაში კარგად აპრობირებული მარტივი და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მაგალითად, თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი კარგად დააბნელეთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს. ასევე, უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში, მწარე კერძების ნაცვლად, ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახას მიღება – ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. 

მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ადამიანის ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინ წვენებით ან ხილით მოიწყობთ განტვირთვის დღეს. სასურველია, ამ დღეებში ტკბილეულს მოერიდოთ (არსებობს ადამიანების ტიპი, რომლებსაც სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი მოთხოვნა უძლიერდებათ). სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. 

სავსე მთვარის დღეებში ადამიანის ჯანმრთელობა შესუსტებულია, ამიტომ, უმჯობესია, ეს პერიოდი, შეძლებისდაგვარად, სახლში, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და დაისვენოთ.

скачать dle 11.3