კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 19 აგვისტოს, 15 საათზე. რომელ პროფესიაში მიაღწევს მეტ წარმატებას და რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი შვილი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. მისი კარმული მისიაა, იყოს მეტად აქტიური, ენერგიული, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, წარმოაჩინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, სადაც საჭიროა, გამოავლინოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება. ამავდროულად, იყოს ოპტიმისტი, კეთილშობილი, კომუნიკაბელური; ასევე, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, პრაქტიკულად გადაანაწილოს და ხარჯოს თანხები. დაიცვას სისუფთავე და წესრიგი, უნდა იყოს „უხალტურო“ მუშაკი, იმუშაოს ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. ასევე, უნდა იყოს მიზანსწრაფული და მარტოხელა მებრძოლი. გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამით ის დადგება სწორ კოსმიურ ევოლუციურ გზაზე და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევს. გაითვალისწინოს ისიც, რომ მისი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კავშირს. ამიტომ, აუცილებელია, დიდი დრო გაატაროს იქ და შეიძინოს ცოდნა და გამოცდილება. პროფესიებიდან კი კარგია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. იურისპრუდენცია, ტურიზმი, ტერიტორიული ორგანიზაციების ბიზნესი, ფოტოგრაფის ხელოვნება ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში წარმატებების შანსი მას ნამდვილად აქვს.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 25 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გამიმართლებს და რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური; უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, დიპლომატიურობას ურთიერთობებში; უნდა შეგეძლოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება. პროფესიებიდან კი კარგია: ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიული დიპლომატია, ტურიზმი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, იურისპრუდენცია, ავტომატიკის, ტელემექანიკის, სატრანსპორტო და სატელეფონო სფერო, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. ამ პროფესიებში წარმატებების შანსი მეტად მაღალი გაქვთ. უცხოეთს რაც შეეხება, ის თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, არც გეკრძალებათ. შეგიძლიათ, უცხოეთში მოსინჯოთ ძალები და იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოიყენოთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, გერმანიის საქსონიის მხარე.

скачать dle 11.3