კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი და აზერბაიჯანული წარმოშობის რომელი მოდელი ითვლება ყველაზე ტირაჟირებულად იტალიაში

ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, მათ ჰყავთ მილიონობით ადამიანისგან შემდგარი თაყვანისმცემლების არმია და ისინი საუკეთესო ჰონორარებს იღებენ თავიანთ პროფესიაში. საუბარია მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-მოდელებზე, რომლებსაც 2013 წელს მოდის კრიტიკოსები და მოდის მიმომხილველი ჟურნალისტები საუკეთესოებად მიიჩნევენ.

ადრიანა ლიმა

ბრაზილიელი სუპერმოდელი „ვიქტორია სიქრეტის ანგელოზის” სახელით არის ცნობილი. ადრიანა ლიმა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად და ულამაზეს ქალბატონად არის მიჩნეული. „ფორბსის” 2013 წლის რეიტინგის მიხედვით, ადრიანა ლიმა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მესამე ადგილზეა, მის წინ კი მისი მეგობრები – ჟიზელ ბიუნდჰენი და მირანდა კერი არიან განთავსებულნი. ადრიანა ლიმას წლიური შემოსავალი 6 მილიონ დოლარს აღემატება.

ბარ რაფაელი

 ჟურნალ „მაქსიმის” ვერსიით, 2012 წლის ყველაზე სექსუალური ქალი, ისრაელის მოქალაქე ბარ რაფაელია. ბარის სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში დაიწყო – ის 8 თვის ასაკში გადაიღეს რეკლამაში. 15 წლიდან კი ბარის აქტიური სამოდელო კარიერა დაიწყო. ამჟამად თანამშრომლობს ყველაზე მოდურ და გავლენიან ჟურნალებთან: „ვოგი”, „ჰარპერს ბაზარი”, „ელი”, „ჯიქიუ”, „მაქსიმი” და სხვა. გარდა ამისა, ბარ რაფაელი სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო სახეა.

მირანდა კერი

ავსტრალიელი სუპერმოდელი და „ვიქტორია სიქრეტის ანგელოზი” მირანდა კერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. 2010 წლიდან მირანდა ქორწინებაში იყო ჰოლივუდის ვარსკვლავ ორლანდო ბლუმთან და მათ საერთო შვილიც ჰყავთ, თუმცა, 2013 წლის ოქტომბერში გავრცელდა ცნობა, რომ მირანდა და ორლანდო დაშორდნენ. გაშორების გარდა, წელს მირანდას კიდევ ერთი უსიამოვნება ჰქონდა – მარტში ის ავტოკატასტროფაში მოყვა და ზურგი დაიზიანა. მირანდა კერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. ცნობისთვის, მირანდა ბუდიზმის, კერძოდ, ნიტირენის სკოლის სწავლების მიმდევარია.

ქენდის სვეინპოლი

სამხრეთაფრიკელი მოდელი ქენდის სვეინპოლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მოდელად არის მიჩნეული. ქენდისი პირველი სამხრეთაფრიკელია, რომელიც „ვიქტორია სიქრეტის ანგელოზი“ გახდა, გარდა ამისა, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ტოპ-ათეულში შედის – „ფორბსის” ვერსიით, ქენდისი მეცხრეა რეიტინგში და მისი შემოსავალი მოდელობიდან გასულ წელს 3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ცნობისთვის, ნოემბრის ბოლოს დანიშნულ ტრადიციულ „ვიქტორია სიქრეტის” საზეიმო ჩვენებაზე ძვირფასი თვლებითა და ბრილიანტებით მორთულ ბიუსტჰალტერს გამოიტანს პოდიუმზე.

ალესანდრა ამბროზიო

ბრაზილიელი ალესანდრა ამბროზიო „ვიქტორია სიქრეტის ანგელოზია“ 2001 წლიდან. ამის გარდა, ალესანდრა თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: „დიორი”, „რალფ ლორანი”, „არმანი”, „ნექსთი” და სხვა. ჟურნალ „ფიფლს” არაერთხელ ჰყავს დასახელებული ალესანდრა მსოფლიოს 50 ულამაზეს ადამიანს შორის, აგრეთვე, ის ითვლება ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალბატონების რეიტინგის მონაწილედ, რომელიც ჟურნალმა „მაქსიმმა” შეადგინა. 2006 წელს ალესანდრამ ეპიზოდური როლი ითამაშა ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმში „კაზინო როიალი”.

ჟიზელ ბიუნდჰენი

 ჟიზელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია მსოფლიოში. 2005 წელს ჟურნალმა „ნიუ-იორკ მაგაზინმა” გამოაქვეყნა სტატია – „123 მიზეზი, რის გამოც უნდა გიყვარდეს ნიუ-იორკი” და 43-ე პუნქტად ჩაწერილი იყო, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს ჟიზელ ბიუნდჰენი. ჟიზელის ქონება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული და „გინესის რეკორდების” წიგნმა ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მოდელად დაასახელა. ჟიზელ ბიუნდჰენი მოდელობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში და აფრიკის ქვეყნებში განათლების გავრცელების პროექტებს აფინანსებს.

ქეით მოსი

„ფორბსის” ვერსიით, ქეით მოსი პირადი ქონებით მეორე ადგილზეა ჟიზელ ბიუნდჰენის შემდეგ. ქეითი 1990-იანი და 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებული მოდელია, რომელიც 40 წლის ასაკში კვლავ რჩება სასურველ მოდელად ჟურნალებისთვის. „გუჩი”, „დოლჩე და გაბანა”, „დიორი”, „შანელი”, „ვერსაჩე” – ეს იმ ცნობილი ბრენდების ჩამონათვალია, ვისთანაც ქეით მოსი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და თანამშრომლობს. 

ირინა შეიკი

 რუსეთის პროვინციული, მეშახტეების ქალაქ ემანჟელინსკიდან წამოსული ირინა შაიხისლამოვა ირინა შეიკად იქცა და როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა და სექსუალურმა მოდელმა გაითქვა სახელი მსოფლიოში. ირინას გარეშე თავის ფურცლებზე ბოლო დროს არც ერთი გავლენიანი და ცნობილი ჟურნალი აღარ გამოდის. თუკი რომელიმე ბრენდი საცურაო კოსტიუმების ან სექსუალური თეთრეულის რეკლამირებისთვის ფოტოსესიებს აწყობს, აქაც პირველ პლანზე ირინა შეიკი გამოდის თავისი უნაკლო სხეულით. ხოლო ირინასა და ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს რომანზე მსოფლიოს ყვითელი პრესა განუწყვეტლივ ქილიკობს.

ბიანკა ბალტი

ბიანკა ბალტი წარმოშობით იტალიელი მოდელია – მას მამა იტალიელი ჰყავს, ხოლო დედა – აზერბაიჯანელი. 2012 წლიდან, ბიანკა, მონიკა ბელუჩისთან ერთად, „დოლჩე და გაბანას” სარეკლამო სახეა. ბიანკა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს სარეკლამო კამპანიების ფარგლებში: „რობერტო კავალი”, „დონა კარანი”, „კრისტიან დიორი”, „ვალენტინო”, „არმანი” და სხვა. ბიანკა ბალტი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებული იტალიელი მოდელია.

იზაბელ ფონტანა

იზაბელი ბრაზილიელი ტოპ-მოდელია, რომელმაც სახელი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით გაითქვა, როგორებიცაა: „არმანი”, „ჰერმესი”, „ჰუგო ბოსი”, „ბალენსიაგა”, „შანელი”, „ემილიო პუჩი”. 2008 წელს იზაბელ ფონტანა „ფორბსმა” მსოფლიოს 15 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს შორის დაასახელა – მისი წლიური შემოსავალი 3 მილიონი დოლარია. იზაბელ ფონტანა მსოფლიოს საუკეთესო ფეშენ-ფოტოგრაფებთან თანამშრომლობს.

 

скачать dle 11.3