კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ერთმანეთს პირისპირ

 

მამაკაცებს, ერთი შეხედვით, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა ახასიათებთ. უყვართ ფეხბურთზე, სათევზაოდ და სანადიროდ ერთად სიარული, ლუდის სმა და ერთმანეთის მხარდაჭერა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხელს ვერაფერი შეუშლით – როცა საჭირო იქნება, მეგობარს დახმარების ხელს თვალის დაუხამხამებლად გაუწვდიან. რეალურად კი – არც მთლად ასეა საქმე. ყველაფერი ნორმის ფარგლებში იქამდე ჯდება, სანამ კაცის ცხოვრებაში ქალი გამოჩნდება და ღმერთმა ნუ ქნას, ერთი ქალი გამოჩნდეს ორი მეგობრის ცხოვრებაში. სიტუაცია რადიკალურად იცვლება და, როგორც წესი, დანაშაული ქალს ბრალდება ხოლმე. სხვათა შორის, კაცები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ ქალებმა მეგობრობა არ იციან. ამბობენ, რომ სუსტი სქესი ერთმანეთთან არაგულწრფელია და თამაშობს. ქალს ყოველთვის შურს ქალის – ამტკიცებენ ირონიულად, მაშინ, როცა თავადაც წარმატებული მამაკაცების შური ჰკლავთ.

თქვენი პირდაპირი მოვალეობაა, დაუმტკიცოთ თქვენს მეორე ნახევარს, რომ ქალური სოლიდარობა და მეგობრობა არსებობს. თანაც, ის საკმაოდ მტკიცეა და დროში გამოცდილი. გამონაკლისები, შესაძლოა, აფუჭებდნენ საქმეს, მაგრამ „მოღალატეები“ კაცებს შორისაც არიან. მეგობრობას აქვს პრაქტიკული სარგებელი და ამაზე არ უნდა ვიკამათოთ. პირიქით, ვაღიაროთ ის და როცა საპირისპირო სქესის პირისპირ აღმოვჩნდებით, თავგამოდებით დავიცვათ ჩვენივე სქესის უფლებები. ამისგან ის პოზიტივიც არის, რომ, როცა ქალები ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, გაცილებით თავდაჯერებულები, პრინციპულები და ძლიერები ვხდებით.

 

სულის ნაწიბურები

 

ფსიქოლოგიური ტრავმა ძალიან საშიშია. ის „ანგრევს“ ფსიქიკასაც და გვიზიანებს ფიზიკურ მდგომარეობასაც. კიდევ უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს მათი შედეგები, თუკი დროულად ვერ გავაცნობიერებთ ამ საშინელი მოვლენის ყველა უარყოფით მხარეს. სამწუხაროდ, თავის ტკივილის გაყუჩებას უფრო სწრაფად ვცდილობთ, ვიდრე სულიერი ტრავმის შედეგების აღმოფხვრას. რატომღაც არ მივიჩნევთ ნომერ პირველ პრობლემად. ვფიქრობთ, სრულიად გულუბრყვილოდ, რომ თავისით გაივლის.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქმე მარტო ჩვენს უნდობლობასა და მოუმზადებლობაში არ არის. ფსიქოლოგიური ტრავმა, ფიზიკური ტრავმისგან განსხვავებით, ვიზუალურად შეუმჩნეველია. ამიტომაც, ნაკლებად გვაწუხებს, სანამ მისი სავალალო, სახიფათო და დამანგრეველი შედეგები კლანჭებს ბოლომდე არ ჩაგვასობს. კიდევ უფრო უარესია ის „ნაწიბურები“, რომლებიც ფსიქოლოგიური ტრავმების, სტრესების შემდეგ გვრჩება. მათი მთლიანად აღმოფხვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, იმდენად ღრმად იდგამს ფესვებს და წარმოშობს მთელ წყება კომპლექსებს. სტრესი ერთნაირი არ არის: ზოგი გრძნობების მიმართ არის ემოციურად განწყობილი და ადვილად იღებს სტრესს. ზოგი სამსახურში ცვლილებებზე რეაგირებს მტკივნეულად. ზოგადად, ქალების სტრესის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე მამაკაცის... სუსტი სქესი ბევრად უფრო მგრძნობიარე და ფაქიზია. მისი სულის ნაწიბურებიც გაცილებით ღრმაა.

 

ქალური მეხსიერება

 

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის, რაც მათ დისკომფორტს უქმნით – ამით, ასე ვთქვათ, ისუფთავებენ გონებას ნეგატიური ემოციებისგან. ქალები კი ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, ღრმად იმარხავენ გონებაშიც და გულშიც...

ერთი შეხედვით, ეს სერიოზული ნეგატივის მომტანია, თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენს სასარგებლოდ მის გამოყენებას ვერ შევძლებთ.

მაგალითად, შეეცადეთ, წინა პლანზე წამოსწიოთ და მეხსიერების ზედაპირზე წამოატივტივოთ ის ეპიზოდები, როცა თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობდით; როცა ცხოვრება მშვენიერი იყო და ფიქრობდით, რომ ყველაფერი ადვილად გამოგივიდოდათ. ფიქრში კიდევ ერთხელ განიცადეთ თქვენი ტრიუმფი; მაქსიმალურად ნათლად წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკან კი არ დარჩა, არამედ, წინ გაქვთ. მამაკაცები ცდილობენ, საყვარელ ქალთან გატარებული ბედნიერი დღეებიც კი დაივიწყონ და ახერხებენ კიდეც ამას, როცა ეს ქალი აღარ სჭირდებათ...

კიდევ... ეძებეთ პოზიტივი უკვე მომხდარში... ბოლოს და ბოლოს, ეს ის გაკვეთილი მაინც არის, საიდანაც დასკვნები უნდა გააკეთოთ. გადადგით ნაბიჯი წინ ისე, რომ უკან ღიმილით მოიხედოთ. აქციეთ პლუსად ის, რაც ახლა ნაკლად მიგაჩნიათ. თუ მოინდომებთ, ამის გაკეთება რთული არ არის. შეიძლება, არ გჯერათ, მაგრამ, ადამიანი საკუთარ თავს თავადვე „აპროგრამებს“ და შედეგსაც შესაფერისს იღებს.

 

რა დევს სასწორზე

 

როცა დაიწყებთ ფიქრს, რომ ზოგჯერ მეტისმეტად ეგოისტურად იქცევით, დაფიქრდით იმაზე, რომ არავინ გიპატრონებთ ისე კარგად, როგორც თქვენ თვითონ მიხედავთ საკუთარ თავს.

მხოლოდ ის ადამიანები გრძნობენ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რომლებისთვისაც ზომიერი ეგოიზმია დამახასიათებელი – ეს აქსიომაა. წინსვლა და ბედნიერება გინდათ?! – მაშინ, გიყვარდეთ საკუთარი თავი, ოღონდ, ზომიერად და წიგნიერად. იცით, წიგნიერი ეგოიზმი როგორია? – როცა ზუსტად იცით, რას შეიძლება ელოდოთ საკუთარი თავისგან; დაინახოთ და დააფასოთ ის თვისებები, რომლებიც პოზიტივია, ხოლო ნეგატიური ჩვევების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება გქონდეთ.

თუ გიჭირთ ამ ყველაფერში გარკვევა, მოიქეცით შემდეგნაირად: აიღეთ ფურცელი. ერთ მხარეს ჩამოწერეთ თქვენი დადებითი თვისებები, მეორე მხარეს კი – უარყოფითი (ოღონდ, იყავით ობიექტური) და დააკვირდით, რომელ მხარეს უფრო გრძელი სია გამოვა. შეუძლებელია, უარყოფითი თვისებების ჩამონათვლის სიმრავლემ არ შეგაშფოთოთ – სასწორზე ხომ თქვენი კეთილდღეობა დევს! იყავით კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ, ზედმეტადაც არა. უნდა გიხაროდეთ სხვა ადამიანების წარმატება; ნებისმიერ კამპანიაში და სიტუაციაში არ უნდა უღალატოთ საკუთარ თავს; იყავით გულწრფელი, უშუალო და ბუნებრივი; საკუთარ თავთან აღიარეთ შეცდომები, რომლებიც დაუშვით. გლოვა და წუწუნი საჭირო არ არის, პირიქით, ყოველთვის შეიქეთ თავი წარმატებული ნაბიჯისთვის და მალე აუცილებლად ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

скачать dle 11.3