კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  მაქვს საშინელი ძილიანობა, სამსახურშიც და სახლშიც თავს ძლივს ვიკავებ, რომ შეიძლებოდეს, სულ ვიძინებდი. ღამით 10 საათი  მძინავს და მაინც არ მყოფნის. ჰემოგლობინი მაქვს 127. შვიდი თვის წინ TSH მქონდა 81.6 (არ მეშლება), anti TPO – 618, ახლა TSH მაქვს 0,3, ხოლო anti TPO3 – 3335. კიდევ რა შეიძლება, გამოვიკვლიო, რომ გავიგო სისუსტისა და ძილიანობის მიზეზი?

პასუხი: დაუყოვნებლივ მიმართეთ ენდოკრინოლოგს და მიიღეთ მისგან დანიშნულება. თქვენი სიმპტომები ძალიან წააგავას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას – ჰიპოთირეოზს.

კითხვა: ორსულობის დროს ნიკაპიდან თმა რისი საშუალებით შეიძლება მოვიშორო?

პასუხი: ორსულობის დროს, არც ერთ ვადაზე და, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში, ეპილაციის გაკეთებას სხეულის არც ერთ ნაწილზე არ გირჩევთ. ეპილაცია სტრესულ სიტუაციას ქმნის და სისხლძარღვების შემავიწროებელი ჰორმონების გამოყოფას იწვევს. ამ პერიოდში, კანის ზედმეტი მგრძნობიარობის გამო, ინფიცირების საფრთხეც იქმნება.  ბუსუსების პინცეტით ან ცვილით ამოძრობა, ასევე – მოპარსვა, არც ორსულს და არც ნაყოფს საფრთხეს არ უქმნის. ერიდეთ გამათეთრებელ და სადეპილაციო ქიმიურ საშუალებებს – შეიძლება კანმა ისინი შეიწოვოს (თუმცა, კონკრეტული მონაცემები რომელიმე მათგანის მავნებლობის შესახებ მედიცინას სადღეისოდ არ გააჩნია).

კითხვა: რას ნიშნავს სპინალური ანგიოგრაფია?

პასუხი: თქვენ, ალბათ, ვერტებრალურ ანგიოგრაფიას გულისხმობთ. ეს არის თავის ტვინის სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევის სპეციალური რენტგენოქირურგიული მეთოდიკა, რომლის დროსაც ხორციელდება ხერხემლის არტერიის ავსება კონტრასტული ნივთიერებით და შემდგომი რენტგენოგრაფია.

კითხვა: აუცილებელია თუ არა ტეტანუსის ვაქცინა კატის ნაფხაჭნის დროს?

პასუხი:  ნაკბენი და ნაკაწრი ჭრილობების დროს, ისე როგორც სხვა ტრავმების შემთხვევაში, ტარდება ტეტანუსის პროფილაქტიკა, მით უმეტეს, თუ ცხოველი აუცრელია.

კითხვა: 3 წლის ბიჭს ძალიან უყვარს მანანის ფაფა და მთხოვს, რომ ყოველ დილა- საღამოს გავუკეთო. სხვა ფაფებსაც ვაჭმევ, მაგრამ ისინი დიდად არ მოსწონს. შეიძლება ასეთი სიხშირით მანანის ფაფის მიცემა?

პასუხი: ცხადია, არ არის სასურველი.  მანანის ფაფასთან დაკავშირებით პედიატრთა რეკომენდაციები ბოლო დროს შეიცვალა: მათი რჩევაა, ეს პროდუქტი ამოღებულ იქნას წლამდე ასაკის ბავშვის რაციონიდან და შეზღუდული რაოდენობით მივცეთ 3 წლამდე პატარებს. აღმოჩნდა, რომ მანანის ბურღული შეიცავს ნივთიერება გლიოდინს, რომელიც აზიანებს ბავშვის ნაწლავთა წამწამოვან ეპითელიუმს და, შედეგად, ქვეითდება საკვები ნივთიერებების შეწოვა ნაწლავებიდან.  გარდა ამისა, მანანის ბურღული მდიდარია ფიტინით, რომელიც იმგვარად ცვლის ნაწლავშიდა გარემოს, რომ ბავშვის მიერ მიღებული კალციუმი და D ვიტამინი საერთოდ არ შეიწოვება; ასევე, ქვეითდება რკინის შეწოვა. ამიტომ, თუ ბავშვი რეგულარულად იკვებება ასეთი საკვებით, ამან, შეიძლება, გამოიწვიოს რაქიტის, ანემიის განვითარება, დაირღვას კუჭ-ნაწლავის მუშაობა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მანანის ფაფას დადებითი თვისებებიც აქვს და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუცვლელი პროდუქტია დიეტოლოგიური თვალსაზრისით. ბავშვისთვის გამოიყენეთ სხვა ბურღულელული, ჩაუმატეთ მას ხილი, ხაჭო და, შესაძლოა, ამ ფორმით მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდეს სხვა ფაფები. 

 

скачать dle 11.3