კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერგიუსონის წიგნის რეკორდები

ფაბიენ ბარტეზის ჩემპიონის ტიტული

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა გოლკიპერმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ფაბიენ ბარტეზმა ავტოსპორტში მოსინჯა ძალები და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ავტორალიში, „გრან ტურიზმოს” კლასში. ჩემპიონატის ფარგლებში ბარტეზმა 174 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულს 21 ქულით გაუსწრო. ბარტეზის ერთ-ერთი კონკურენტი იყო მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი რალიში, სებასტიან ლები. ფეხბურთიდან ფაბიენ ბარტეზი 2007 წელს წავიდა და მას შემდეგ არის გატაცებული ავტოსპორტით. 

 

ნეიმარის რომანტიკული სიურპრიზი

„ბარსელონისა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა თავის მეგობარ გოგონას, მსახიობ ბრუნა მარკენაზის, რომანტიკული წერილი გაუგზავნა ბრაზილიაში, რომელშიც ის სიყვარულს უხსნის თავის რჩეულს. ბარათის მიღებისთანავე, ბრუნამ „ინსტაგრამში” განათავსა ფოტო, წარწერით: „საჩუქარი შეუფასებელია. მიყვარხარ და ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდები. მადლობა სიურპრიზისთვის”.

 

ფერგიუსონის წიგნის რეკორდები

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის გაყიდვები დიდ ბრიტანეთში რეკორდებს ხსნის. პირველი კვირის განმავლობაში  გაიყიდა 115 547 ცალი ეგზემპლარი, რაც რეკორდია. სულ, გაყიდული წიგნებიდან შემოსულმა თანხამ 30,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, საიდანაც 1,4 მილიონი დაიხარჯა ლეგენდარული შოტლანდიელის ავტობიოგრაფიის გამოცემის ექსკლუზიურ უფლებაზე.

 

„მანჩესტერის” გოლკიპერის მეგობარი გოგონას გულახდილი ფოტოსესია

დანიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერის, ანდრეს ლინდეგორის მეგობარი გოგონა, შვედი მოდელი მისს ბეკირი, გულახდილი ფოტოსესიების მოყვარული აღმოჩნდა. ლამაზმანს ფოტოობიექტივის წინაშე გაშიშვლების პრობლემა არ აქვს და ხშირად პოზირებს ტანსაცმლის გარეშე. ლინდეგორი 2011 წლიდან ასპარეზობს „წითელ ეშმაკებში” და, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად გოლკიპერად არ ითვლება, ვარსკვლავის სტატუსი აქვს და მეგობარ გოგონებს ხელთათმანებივით იცვლის. მისს ბეკირი წარმოშობით ალბანელია, თუმცა, მისი დაბადების შემდეგ ოჯახი შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო როგორც მოდელმა, ბეკირიმ სახელი მილანში გაითქვა. ფეხბურთელსა და მოდელს საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც ერთი წლისაა. 

 

ალენ აივერსონმა კარიერა დაასრულა

ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე ქარიზმატულმა და სკანდალურმა კალათბურთელმა, ალენ აივერსონმა, პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. აივერსონმა მადლობა გადაუხადა მაიკლ ჯორდანს, რომლის გამოც გადაწყვიტა კალათბურთის თამაში და ასევე, არ დაივიწყა, სამადლობელი ეთქვა თავისი სკოლის დროინდელი მწვრთნელისა და „ფილადელფიის” თავკაცისთვის, ლარი ბრაუნისთვის. ალენ აივერსონმა 14 სეზონი გაატარა „ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში,“ აქედან 11 – „ფილადელფიის” რიგებში. 2000-2001 წლებში ალენ აივერსონი სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს.

 

მოინახულე მარსი კომპიუტერით

ევროპელმა მეცნიერებმა მარსის სამგანზომილებიანი ლანდშაფტის მოდელი შექმნეს, უფრო ზუსტად, მათ გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, დაინახოს წითელი პლანეტა სიმაღლიდან და წარმოიდგინოს, რომ მის თავზე დაფრინავს. ამისთვის კი მათ ის ფოტოები და მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც 10 წლის წინათ მარსისკენ გაშვებული Mars Express-ით მიიღეს. კოსმოსური აპარატით გადმოცემული ფოტოები ერთი და იმავე ობიექტის სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ მრავალ სურათს წარმოადგენს. სწორედ ამან მისცა საშუალება სპეციალისტებს, შეექმნათ ზედაპირის საკმაოდ ზუსტი რუკა, გამოესახათ სიმაღლეები და დაბლობები, რომლებიც საფუძვლად დაედო კომპიუტერულ გრაფიკას. მიღებულ ვიდეორგოლზე შესაძლებელია გაჩერებული ლავის ნაკადის გარჩევა, გიგანტური მთები და მდინარეთა მშრალი კალაპოტები. ამგვარად, ვიდეორგოლის ნახვით, წითელ პლანეტაზე დაუვიწყარ ვირტუალურ მოგზაურობას მოაწყობთ.

 

მკერდი – ქალის ყველაზე

მიმზიდველი ნაწილი

ამერიკის ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის ახალი გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ, არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ, ქალებიც, სუსტი სქესის წარმომადგენელთან პირველი შეხვედრისას ყურადღებას აქცევენ მის სხეულს, კერძოდ – მკერდს. ექსპერტებმა თავიანთი ცდებისას გამოიყენეს გამოხედვის, თვალის დევნების ტექნიკა იმ მომენტში, როდესაც ცდის პირმა შეამჩნია სიმპათიური ქალბატონი. იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებდნენ ისინი სხვადასხვა პროპორციების, სიმაღლისა და წონის ქალების ფოტოგრაფიების ნახვისას, მკვლევრებმა დაინახეს გავრცელებული სტერეოტიპის ძალა მოქმედებაში: მამაკაცებიც და ქალბატონებიც, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებულნი არიან თანამგზავრის არა საყვარელი სახით ან მისი გამჭოლი გამოხედვით, არამედ, მისი ბიუსტის ზომებით, აგრეთვე, წელისა და თეძოების პროპორციებით. ანუ, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი, სარა გერვესი ამბობს: „სამწუხაროდ, ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მის შინაგან სამყაროს, ინდივიდუალობას, ამჩნევენ მხოლოდ ნათლად გამოსახულ გარეთა გარსს“.

ამერიკელი ექსპერტების დასკვნებს რამდენადმე ეწინააღმდეგება ბრიტანელი კოლეგების კვლევები. მათი მტკიცებით, ქალის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი – თვალებია, მკერდი ბრიტანელმა მკვლევრებმა მესამე ადგილზე დააყენეს. ვერცხლი კი ღიმილს დარჩა...

скачать dle 11.3