კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ათლეტური ტოპ-კლასის ფეხბურთელების ათეული

ათლეტიზმი თანამედროვე ფეხბურთის მთავარ ფაქტორად იქცა. სპორტსმენები, რომლებიც ნიჭიერებას ფიზიკურ მონაცემებს უთავსებენ, პრაქტიკულად შეუჩერებლები ხდებიან მოედანზე. საფეხბურთო კლუბები დიდ დროს უთმობენ ფიზიკურ მომზადებას, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ფეხბურთელების გამძლეობაზეა დამოკიდებული მატჩის შედეგი. წარმოგიდგენთ თანამედროვე ფეხბურთის 10 ყველაზე ათლეტურ ფეხბურთელს.

ჰალკი (ბრაზილია) – „ზენიტი,” სანკტ-პეტერბურგი

რუსეთის ჩემპიონის – „ზენიტის” ბრაზილიელი ფორვარდი, ჰალკი, ერთი შეხდევით, მოუქნელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისი გაბარიტებით ის კომიქსების სუპერგმირს უფრო წააგავს, ვის სახელსაც ატარებს, თუმცა, როგორც კი ჰალკი მოედანზე გადის, უმალ იქცევა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მოუხელთებელ ფეხბურთელად, რომლის ანგარიშზე არაერთი გამარჯვების მომტანი გოლია. მას ჩინებული სისწრაფე და ბურთის ფლობა აქვს, ის შეუდარებელია მცველებთან ორთაბრძოლის დროს, რადგან, თავისი მასით აიძულებს მოწინააღმდეგეებს, რომ უკან დაიხიონ და თავი აარიდონ შეტაკებას.  ჰალკი ბრაზილიის ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი) – „ნაპოლი”

„ნაპოლის” სლოვაკი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამძლე და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ჰამშიკი არ გამოირჩევა სასტარტო სისწრაფით, მაგრამ, ორთაბრძოლებში ის შეუდარებელია და 90 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად არ იღლება. იგი თავისი გუნდისა და ნაკრების ნამდვილი ლიდერია და მასზე დიდი ხანია, მსოფლიოს ტოპ-კლუბები ნადირობენ.

ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) – „ბაიერნი”

ამ მომენტისთვის ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის ჩემპიონატისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ბასტიანის გარეშე „ბაიერნი” და გერმანიის ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდია. სისწრაფე, გამძლეობა, ფიზიკური კონდიციები – ეს არის ბასტიანის მთავარი იარაღი მეტოქე ფეხბურთელებთან ორთაბრძოლის დროს. მასთან შეტაკება, ხშირ შემთხვევაში, მოწინააღდეგეებს მძიმე ტრავმებად უჯდებათ.

ფერნანდო ტორესი (ესპანეთი) – „ჩელსი”

ფერნანდო ტორესზე მისი ბოლოდროინდელი უიღბლო პერიოდის გამო ბევრს ქილიკობენ და არცთუ უსაფუძვლოდ. რომ არა ფსიქოლოგიური პრობლემები, მისი მონაცემების მქონე ფეხბურთელი თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო ფორვარდად უნდა ითვლებოდეს. ტორესი შესანიშნავი ფიზიკური მონაცემების ფეხბურთელია, რომელსაც აქვს სისწრაფე, დრიბლინგი; ის წარმატებულია ძალისმიერი ფეხბურთის დროს და დაცვაშიც სარგებლის მომტანია. 

დანი ალვეში (ბრაზილია) – „ბარსელონა”

დანი ალვეში ფლანგური გარემარბის იდეალური მაგალითია. მას შეუძლია, 90 წუთის განმავლობაში შეუწყვეტლივ ირბინოს დაცვიდან შეტევაში და პირიქით და ამით პრობლემები შეუქმნას მეტოქეს. ამბობენ, რომ არა ფეხბურთი, დანი ალვეში იდეალური მორბენალი გახდებოდა შორ დისტანციებზე და ოლიმპიურ რეკორდებსაც დაამყარებდა. ხანდახან ალვეში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ  მას 2 გული აქვს, რადგან, დაღლილი ალვეშის ნახვა შეუძლებელია.

გარეთ ბეილი (უელსი) – „რეალი”

უნიკალური ფიზიკური მონაცემების მქონე გარეთ ბეილს ბოლო დროს ტრავმებმა შეუშალეს ხელი, რომ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოევლინა სამეფო კლუბში. მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელი იდეალური გარემარბია, რომელიც შესვენების გარეშე ახორციელებს კროსებს მეტოქის საჯარიმოში. ცნობისთვის, გარეთ ბეილი ფეხბურთელის კარიერის არჩევამდე მძლეოსნობაში წარმოადგენდა თავის სკოლას და მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა. 

უეინ რუნი (ინგლისი) – „მანჩესტერ იუნაიტედი”

უეინ რუნი შეუცვლელი ფეხბურთელია როგორც „მანჩესტერში,” ისე ინგლისის ნაკრებში. რუნის ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელი და, ასევე, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური სპორტსმენია. 

იაია ტურე (კოტდივუარი) – „მანჩესტერ სიტი”

იაია ტურე ინგლისის პრმეიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელთან ორთაბრძოლაც ურთულესი საქმეა. ის შეუჩერებელია და იშვიათად იღლება. ტურე თავისი გუნდის ნამდვილი ძრავაა და კოტდივუარის ნაკრებშიც, პრაქტიკულად შეუცვლელია. იაია ტურე სამართლიანად ითვლება აფრიკის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

ლიონელ მესი (არგენტინა) – „ბარსელონა”

თავისი მინიატურულობისა და ფილიგრანულობის მიუხედავად, ლიონელ მესი სამაგალითო ათლეტია. მას აქვს გამძლეობა, სიჩქარე, ორივე ტაიმის ერთ დონეზე ჩატარების უნარი. მესი შეუჩერებელია მეტოქე ფეხბურთელებთან ორთაბრძოლის დროს. მისთვის ბურთის წართმევა ურთულესია, იგი დაუღალავად მუშაობს მთელი მატჩის განმავლობაში და სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – „რეალი”

ბევრს კამათობენ, თუ რომელი მათგანია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – მესი თუ რონალდუ, მაგრამ, ყველა თანხმდება იმაში, რომ პორტუგალიელი უფრო ათლეტურია და ფიზიკურადაც უკეთეს ფორმაშია. რონალდუ დიდ დროს უთმობს ფიზიკურ მომზადებას. ის ხშირად მუშაობს ინდივიდუალური პროგრამით და თავის თანაგუნდელებზე მეტ დროს ატარებს ფიზმომზადების მწვრთნელთან, რომელიც სპეციალურად რონალდუსთვის შემუშავებული პერსონალური პროგრამით ხელმძვანელობს. თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ამჟამად რონალდუ გაცილებით უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობის დროს იყო.

 

скачать dle 11.3