კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მტკივნეულია თუ არა სულის სხეულთან გაყრა?

პასუხი: თუ ადამიანს აქვს რწმენა, როგორც დედის ტკივილი იცვლება უდიდესი სიხარულით, ბავშვის დაბადების შემდეგ, ისე შეიცვლება ადამიანის სულის სხეულთან გაყრის ტკივილიც, სასუფეველში მოხვედრის შემდეგ – იქ ხომ სამუდამო სიცოცხლეა. თუ ადამიანი რწმენით იცხოვრებს და ამქვეყნიური სიკეთის ქმნით მოემზადება მარადიული ცხოვრებისთვის ამქვეყნიდან წასვლის წუხილიც სამუდამო სიხარულით შეიცვლება. გარდაცვალების წინ ადამიანები ხედავენ იმ სანახებს, რაც იმქვეყნიურ ცხოვრებაში დახვდებათ, ამით უფალი ადამიანს წინასწარ აჩვევს და აჩვენებს იმ სამყაროს, საითკენაც მიდის და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის გზას უადვილებს.

კითხვა: ვარ მძიმე ავადმყოფი და ეკლესიაში სიარულის ფიზიკური უნარი არ გამაჩნია. შეიძლება თუ არა სახლში წაკითხულმა ლოცვებმა შეცვალოს წირვა-ლოცვაზე დასწრება?

პასუხი: საეკლესიო ლოცვებს სხვა ლოცვები ვერ შეცვლის. თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია, სახლში ილოცოთ. ამასთანავე, ეცადეთ წელიწადში რამდენჯერმე მაინც თქვენს სახლში უხმოთ მღვდელმსახურს, თქვათ აღსარება და ეზიაროთ.

კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა რაოდენობის ხატები გვაქვს სახლში დაბრძანებული?

პასუხი: ყოფით ცხოვრებაში ნებისმიერი ნივთი აღძრავს ადამიანში რაღაც განცდას, აზრსა და სურვილს. ამიტომ, უმჯობესია, სახლში ხატების გარემოცვაში იმყოფებოდეთ, თუმცა დაიცავით ზომიერება, მარტო ხატების დიდი რაოდენობა არ ნიშნავს, რომ მორწმუნე და კარგი ადამიანი ხართ, მთავარია, მოწიწებით მოეპყრათ და ილოცოთ მათზე.

კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?

პასუხი: თუ ადამიანმა იცის ამა თუ იმ ნივთის წარმომავლობა და მაინც მიიღებს ნაქურდალს, ის ისევე დაისჯება, როგორც ქურდი.

скачать dle 11.3