კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატერიკები

ქველმოქმედი მებაღე, რომელიც ვერცხლისმოყვარე გახდა

ღვაწლში მყოფი მამები ერთ მებაღეზე მოგვითხრობენ, რომელიც საკუთარ ბაღს ამუშავებდა და გამომუშავებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარდა, გამოკვებისთვის კი თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იტოვებდა. გადიოდა დრო. ერთხელ სატანამ გულისთქმა შთაუნეგრა: ფული დააგროვე, რომ მოხუცებულობაში და ავადმყოფობისას დანიშნულებისამებრ მოიხმაროო. მებაღემ თანხის გადანახვა დაიწყო და მალე დაგროვილი მონეტებით თიხის ჭურჭელი აავსო. გავიდა ხანი, მებაღე ავად გახდა – ფეხი დაუჩირქდა; დაგროვილი ფული ექიმებს დაახარჯა, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს. ერთხელ გამოცდილმა ექიმმა მოინახულა და უთხრა: თუ ფეხის მოკვეთაზე არ დათანხმდები, მთლიანად დაგიჩირქდებაო და ოპერაციის დღე დაუნიშნა. ოპერაციის წინა ღამეს მებაღე გონს მოეგო, საქციელი შეინანა, ოხვრითა და ტირილით მოსთქვამდა: „მოიხსენე, უფალო მოწყალებანი, რომელიც ჩემს ბაღში მუშაობისას გამიცია და ავადმყოფებისთვის დახმარების ხელი გამიწვდია.“ როდესაც ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „სად არის შენი დაგროვილი ფული? სადღა არის შენი იმედის საბაბი?“ მებაღე საკუთარ ცოდვას მიხვდა და შეჰღაღადა: „უფალო, შევცოდე, მაპატიე, დღეიდან ადრინდელ საქმიანობას თავს ვანებებ“. მაშინ, ანგელოზი მის ფეხს შეეხო და განკურნა. დილით ექიმები ოპერაციისთვის აუცილებელი ინსტრუმენტებით მებაღესთან მივიდნენ და ავადმყოფი სახლში არ დაუხვდათ; კითხვაზე, თუ სად იყო, მიუგეს: „დილაადრიან სამუშაოდ ბაღში წავიდა“. ექიმი იქითკენ გაემართა და მიწაზე მომუშავე ყოფილი ავადმყოფი იხილა და უფალი განადიდა, რომელსაც წამისყოფით იმ ავადმყოფის განკურნებაც ძალუძს, ვისი განკურნებაც ექიმებს არ შეუძლიათ.

 

ამპარტავნებამ ღვაწლმოსილი ბერი ხიბლში ჩააგდო და სასიკვდილოდ გასწირა

ბერ-მონაზონმა ირონმა ორმოცდაათი წელი უდაბნოში გაატარა და ანგელოზებრივი ცხოვრებით ყველა იქ მოსაგრე მამას გაუსწრო, მაგრამ ამპარტავნებამ შეიპყრო და დაიღუპა. მოეჩვენა, რომ მეზობლად მოღვაწე ბერები მათთვის შესაფერის წესდებას არ მისდევდნენ და შეიზიზღა ისინი. ეშმაკმა მასში ჩაბუდებული სიამაყე შეამჩნია, მის დაღუპვას შეეცადა და მიზანსაც მიაღწია. ის ბერს ანგელოზის სახით გამოეცხადა. ხიბლში მყოფი მამა ეშმაკის ხრიკს ვერ მიხვდა. სატანამ მამა ირონს ჭაში გადახტომა ურჩია და დაარწმუნა, რომ უვნებელი გადარჩებოდა. ბერ-მონაზონმა დაუჯერა და... მამებმა ცოცხცალ-მკვდარი ძლივს ამოათრიეს ჭიდან. მესამე დღეს ბერი აღესრულა.

ჩაწერილია არქიმანდრიტ

დიმიტრი ტელიანიდის

მონათხრობის მიხედვით

 

 

скачать dle 11.3