კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რად გვინდა თავისუფლება – ქართული სასამართლო

სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ ქართული სასამართლო ყოველთვის იყო ხელისუფლების პოლიტიკური იარაღი.  ჩვენს  საზოგადოებას კარგად ახსოვს სასამართლოს მიერ პოლიტიკური დირექტივებით  გამოტანილი  განაჩენები, რომელთა  შორის ყველაზე გახმაურებული ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების უკანონოდ მითვისებას უკავშირდებოდა. ბოლო  პერიოდში, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საზოგადოებრივ არენაზე დროებით გაუჩინარებული ჯოზეფ კეი, იგივე იოსებ კაკიაშვილი გამოჩნდა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ის, როგორც გარდაცვლილი ბიზნესმენის გერი დეიდაშვილი დასაქმებული იყო მის ბიზნესში. წლების შემდეგ კეი კვლავ გამოთქვამს პრეტენზიებს ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით, რაც  ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ვინ არის ჯოზეფ კეის მფარველი საქართველოში?  ისინი მხოლოდ ძველ ხელისუფლებაში იყვნენ თუ ახალ ხელისუფლებაშიც არიან?     

ქართული სასამართლო ბადრი პატარკაციშვილის კუთვილ ქონებასთან დაკავშირებული დავით, დიდი გამოცდის წინაშე დგას. საინტერესოა საით გადაიხრება თემიდას სასწორი. ბოლოს და ბოლოს, მიიღებს თუ არა  სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, როგორც ოჯახი მოითხოვს, მათი კუთვნილი ქონების თაღლითურად დაპატრონების მცდელობებს წერტილი უნდა დაესვას. ეს სასამართლო პროცესი  საბოლოოდ დაადასტურებს, რომ საქართველოში უსამართლობები ტრადიციად აღარ იქცევა, როგორც ეს ადრე იყო. გაირკვევა, გათავისუფლდა თუ არა სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან ახალ პოლიტიკურ რეალობაში.   

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის  წინააღმდეგ სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებული  გადაწყვეტილებები საკმაოდ საფუძვლიანად ტოვებს ეჭვს,  რომ ჯოზეფ კეის აქვს შესაძლებლობა, კვლავ დაუსჯელად იმოქმედოს საქართველოში,  თითქოსდა ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ჯერჯერობით ჯოზეფ კეის ინტერესის სფეროს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმოადგენს, მაგრამ, თუ წარსულის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, ტელეკომპანია „იმედი” აღმოჩნდეს შემდეგი და ქარხნის ბედი ამ ტელევიზიამაც გაიზიაროს.  

 

2005 წელს  ბადრი პატარკაციშვილმა  35, 5 მილიონ ამერიკულ დოლარად ღია აუქციონზე შეიძინა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ყიდვის შემდეგ კი მან ათობით მილიონი დოლარი დააბანდა ამ ქარხანაში, რომელსაც  ბიზნესმენის სურვილით, მისი გერი დეიდაშვილი ჯოზეფ კეი, იგივე იოსებ კაკიაშვილი  მართავდა.  2007 წელს ბადრი პატარკაციშვილმა  რუსთავის აქტივის მფლობელობა გადაიტანა გიბრალტარში დაფუძნებულ ვალმორ ტრასტში. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა – გამოჩნდა „კოლხი ჯგუფი“, რომელმაც ვალმორ ტრასტს მოპარა ქარხანა შეთითხნილი საბუთებით. დაჩქარებული და საიდუმლო პროცესების მეშვეობით, რუსთავის აქტივები გადაეცა გამოგონილ კრედიტორს – „კოლხი ჯგუფს,“ რომლის უკანაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯოზეფ კეი იდგა.  როგორ მოახერხა ეს ილეთი ჯოზეფ კეიმ – როგორც ოჯახი აცხადებს ქართული სასამართლოს მეშვეობით. ქართულმა სასამართლომ, გაყალბებული ანდერძის საფუძველზე, ჯოზეფ კეი ცნო ბიზნესმენის ეგრეთ წოდებულ ანდერძის აღმსრულებლად. მოგვიანებით ინგლისის სასამართლომ ეს ანდერძი ცნო ყალბად, მაგრამ იქამდე, სანამ სასამართლო ანდერძს ყალბად ცნობდა.  ჯოზეფ კეი გახდა ინსტრუმენტი პოლიტიკური ძალების ხელში და იმჟამინდელი ხელისუფლების დახმარებით, მან ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი არაერთი აქტივი მიითვისა, მათ შორის იყო „ტელეიმედი“, რომელიც გადასცა საქართველოს მთავრობას რაზეც არსებობს კომპეტენტური დასკვნა. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ წამოიწყო საერთაშორისო არბიტრაჟი.  ამ პერიოდში ოჯახი განიცდიდა დევნასა და ზეწოლას. არბიტრაჟის დაწყებამდე ერთი თვით ადრე (რაც კარგად იყო ცნობილი ქართული ხელისუფლებისთვის) ხელისუფლებამ  ბიზნესმენის ოჯახს  შესთავაზა  მორიგება,  რომლის მიხედვითაც,  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს პირვანდელ მდგომარეობაში უნდა დაჰბრუნებოდა მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, თუმცა, ხელისუფლებამ ამ პირობების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. 

როგორც  საქმეში ჩახედული პირები განმარტავენ,  2008-2011 წლებში, როდესაც ჯოზეფ კეი აკონტროლებდა ქარხანას, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის მიყენებული ზარალი შეფასებულია არანაკლებ 75 მილიონ ამერიკულ დოლარად. ამ წლებში განადგურდა და ჯართის ფასად გაიყიდა ათიათასობით  ტონა კონსტრუქციები და დანადგარები. ქარხნის დავალიანებამ ბანკების, თანამშრომლების, მომწოდებლებისა და კლიენტების წინაშე, შეადგინა 86 მილიონი ლარი.  კომპეტენტური წყაროს მიხედვით ცნობილია, რომ გაუცემელი ხელფასების პირობებში, ჯოზეფ კეი ათეულ მილიონ დოლარს იყენებდა პირადი სარგებლობისთვის. ის არაკეთილსინდისიერად ეპყრობოდა ბიზნესპარტნიორებს, რითაც აზარალებდა ქარხანას; უფრო მეტიც, მისმა ასეთმა ქმედებამ გააკოტრა ქარხნის მფლობელი ერთ-ერთი სტრუქტურა ინგლისში. 

რა მოხდა 2013 წელს?

 2013 წელს, ჯოზეფ კეიმ, რომელიც იყო მთავარი მოქმედი პირი ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების საქმეში, გადაწყვიტა ჩვენების მიცემა ყოფილი მმართველი გუნდის  მაღალჩინოსნების, მათ შორის – გიგი უგულავას  წინააღმდეგ.  პარალელურად, მან განიზრახა რუსთავის ქარხნის კიდევ ერთხელ მიტაცება და შეიტანა სარჩელი სასამართლოში. მოსამართლე ქოჩიაშვილმა, რომელსაც მანამდე ევალებოდა ქარხნის რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობა, როგორც იურისტები განმარტავენ, კანონის უხეში დარღვევით, ბათილად ცნო რეაბილიტაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ქარხნის აქტივების ყიდვა-გაყიდვის გარიგება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება. იურისტების განცხადებით,  სასამართლოს არ უნდა მიეღო სარჩელი წარმოებაში ან თუ მიიღო უნდა შეეწყვიტა. სასამართლო არბიტრის როლის მაგივრად ასრულებდა მხარის ფუნქციას, სასამართლო პროცესების დანიშვნის დროები საეჭვოდ ჩქარდებოდა ან ჩერდებოდა ქვეყნის პოლიტიკური კონიუქტურის ცვლილების შესაბამისად (ჩვენ ამ საკითხითაც დავინტერესდებით შემდეგ ნომერში). 

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქარხანა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა?  

მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ჯოზეფ კეის მიერ გავერანებული და მიგდებული, გაკოტრებული საწარმოს აქტივები გამოისყიდა ღია აუქციონზე 86 მილიონ ლარად ქარხანაში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. ბოლო 18 თვის განმავლობაში ქარხანაში შეიქმნა 500-ზე მეტი დამატებითი ადგილი (სულ დასაქმებულია 2 200 ადამიანი); მოხდა ქარხნის გადაირაღება;  სამჯერ გაიზარდა ფოლადის წარმოება; ამუშავდა მილის საამქრო, რომლის პროდუქცია იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში; ქვეყნის  ბიუჯეტში ხდება მილიონობით ლარის გადასახადის გადახდა; გაიზარდა დასაქმებული პერსონალის ხელფასები; ხორციელდება ახალი, მნიშვნელოვანი ინვესტიციების გეგმა, რომელიც მოიცავს თუჯის საამქროს მილის საამქროსა და ფოლადის წარმოების განვითარებას (ეს პროექტები შეჩერებულია სასამართლოს გადაწყვეტილების გამო).   

ბადრი პატარკაციშვილის  გარდაცვალების შემდეგ, ბიზნესმენის ოჯახს ჯოზეფ კეის  წინააღმდეგ ძალიან ბევრ ქვეყანაში მოუწია სასამართლო პროცესის წარმოება. მან ვერც ერთი ქვეყნის სასამართლოში ვერ მოახერხა მიზნის მიღწევა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის დროს, მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში, სასამართლოს წინაშე მრავალჯერადი მოტყუების გამო, ჯოზეფ კეის უწოდა „მატყუარა და არასანდო მოწმე“, რის გამოც მას ჩამოართვა აპელაციის უფლება. არსებობს გიბრალტარის სასამართლოს დოკუმენტური მასალა, სადაც ჯოზეფ კეი სასამართლოზე ხშირად ცვლის ჩვენებებს თანხისა და სხვადასხვა დოკუმენტების წარმომავლობის შესახებ. ერთადერთი ქვეყანა და ერთადერთი სასამართლო, რომელსაც მისი სასარგებლო გადაწყვეტილებები გამოაქვს, არის ქართული სასამართლო, სადაც  ჯოზეფ კეი იმარჯვებდა როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს, ისევე ახლა, ახალი მთავრობის პირობებშიც...    

P.S. დარჩა ბოლო ინსტანცია – უზენაესი სასამართლო. იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო განაჩენს  ჯოზეფ კეის სასარგებლოდ გამოიტანს, საბოლოოდ შეილახება სასამართლოს იმიჯი და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება არ არის დაცული. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იძულებული გახდება, გააგრძელოს შეჩერებული საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც, დიდი ალბათობით, საქართველოსთვის ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციის დაკისრებით დამთავრდება. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა არაერთგზის განაცხადა, რომ ახალ მთავრობასთან დავის სურვილი არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლო, რომელსაც მავანთა და მავანთა ინტერესებთან გარიგებულ ჯოზეფ კეის იცავს, ბიზნესმენის ოჯახს სხვა გზას არ უტოვებს...

 ახლა  ჯერი სასამართლოზეა, რომელსაც  კიდევ ერთხელ აქვს შანსი, დაამტკიცოს, ვის ემსახურება ის საქართველოში – სამართალს თუ    პოლიტიკურ  კულისებს.   

 

скачать dle 11.3