კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შენ დაუკარ“

შენ რომ ჩემთვის დიპლომი არ გიჩვენებია?!

 

შესაძლოა, იმიტომ, რომ მეტად ცნობისმოყვარეა, ან, სულაც, იმის გამო, რომ ქვეყნის ნათელსა და განათლებულ მომავალზე ზრუნავს, ხალხის რჩეულმა ბ-ნმა ხაჩიძემ მომავალი პრემიერ-მინისტრ ბ-ნი ღარიბაშვილისგან სორბონის დიპლომის ჩვენება მოითხოვა (რადგან, მხოლოდ ჩვენებური არ აკმაყოფილებს).

ხოლო, რაკი „მე შაირი არ მინდოდა“, მაგრამ მაიძულა, ცნობისმოყვარე რჩეულის განათლების ცენზსა და ბიოგრაფიას ჩავკარი თვალი.

და, თუმცა, 1974 წელს დაბადებულ ბ-ნ ხაჩიძეს თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაუმთავრებია, მისი სამუშაო გამოცდილება ოდენ 2003 წლის დეკემბერში (ანუ, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებულა: მანამდე ის ცარიელია)  დაწყებულა – ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილედ, 2004 წლის აპრილში ის უკვე პარლამენტის წევრად მოგვევლინა, ოღონდ, მალევე მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გადაიყვანეს, 2005-ში კი ისევ რწმუნებულად  სამცხე-ჯავახეთის მხარისკენ გადაისროლეს, 2012 წელს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნეს,  2012-ში კი კვლავ პარლამენტს დაუბრუნეს.

მეორე მხრივ, მაგალითად, ბ-ნი ხაჩიძის თანამოაზრესა და თანაგუნდელს, ასევე, არაერთ თანამდებობამოვლილ (თვით აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის ჩათვლით) ბ-ნ ხაბაზს, სორბონას ვინ ჩივის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომიც კი არ აქვს (რამეთუ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში შავით თეთრზე წერია, რომ არასრული უმაღლესი განათლების მფლობელია).

ქ-ნი ქობალიას იდუმალებით მოცულ ამერიკულ დიპლომზე აღარ შევჩერდები, რადგან, თუკი ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი საქმიანი ბიოგრაფიით ვერ დაიკვეხნიდა, თვალები მაინც ჰქონდა ლამაზი. 

ამის გათვალისწინებით კი, ყოვლად გაუგებარია, რატომ ჩააცივდა ბ-ნი  ხაჩიძე ბ-ნი ღარიბაშვილის სორბონულ დიპლომს?!

скачать dle 11.3