კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარქსის მოტივებზე

„აჩრდილი დადის პოლიციაში…“

 

თუკი მაშინ, როცა თანამდებობაზე იყო – თვით ქვეყნის ხერხემლისა, საზოგადოებისადმი მიმართვებით თავს დიდად არ იწუხებდა და სანახავადაც მეტად ძვირი გახლდათ, რაკი „დრონი მეფობენ“, აწ პატიმრობაში მყოფი ბ-ნი მერაბიშვილი უხვსიტყვიანობით სასამართლო პროცესებზეც გამოირჩევა და საზოგადოებას არც მიმართვას მიმართვაზე აკლებს. 

მიმართვების პათოსი შემდეგნაირია: ჯერ ერთი, რომ „დღევანდელი ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია“ და, მეორე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე ზეწოლაა“.

იმის გათვალისწინებით, თუ რა, რბილად რომ ვთქვათ, ზეწოლა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ყველა მათგანზე, ვინც მათ არ თანაუგრძნობდა (დევიზით: ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია), ბ-ნი მერაბიშვილის შეშფოთებები საზოგადოების ნაწილს სიცოცხლეს უხანგრძლივებს (უხანგრძლივებს, ვინაიდან სიცილი დღეგრძელობის უებარი წამალია). 

თავის მხრივ, ბ-ნი მერაბიშვილი შექმნილ ვითარებას ფრიად მუქ, ზედაც, მისტიკურ ფერებში აღწერს: „ხელისუფლებას ეჩვენება, რომ ჩვენი და, მათ შორის, ჩემი აჩრდილი დადის პოლიციაში და ამ აჩრდილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ საშუალებად ჩემი და ჩემი მეგობრების დისკრედიტირება, დამცირება და შეშინება დაისახა.“

სავარაუდოა, რომ ამგვარი განცხადებები უცხოურ ყურთათვისაა გათვლილი, ვინაიდან, შიში ისეთი უნდა, ბ-ნი მერაბიშვილის ხერხემლობისას რომ იყო დასადგურებული. თუმცა, როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ჯერჯერობით მოვლენები მარქსის „კაპიტალის“ სცენარივით ვითარდება: „აჩრდილი დადის ევროპაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში  – საქართველოს პოლიციაში), აჩრდილი კომუნიზმისა (სავსებით ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ყოფილი ხერხემლისა).“

 

скачать dle 11.3