ანეკდოტები
„შემთხვევით მხოლოდ ქორწინება ხდება‚ საყვარლად კი აუცილებლად საიმედო და ერთგული ქალი გჭირდებათ“.
***
ტყუილია‚ რომ ამბობენ‚ რძე ადამიანს აძლიერებსო. აბა‚ დალიე 5 ჭიქა რძე და დაეჭიდე კედელს... ძვრას ვერ უზამ. ახლა თუნდაც ამ რაოდენობის ნახევარი არაყი დალიე... კედელი თვითონ გადაადგილდება.
***
– ალო‚ გამარჯობა‚ ეკა ვარ.
– რომელი ეკა‚ ექვს ეკას მაინც ვიცნობ...
– როგორ‚ არ გახსოვარ‚ ჩვენ ხომ სხვა ურთიერთობები გვაქვს‚ ერთად რამდენჯერმე ვიწექით...
– და‚ შენ გგონია‚ ამით რამე დააზუსტე?!
***
– პარიზი – დაკარი სულაც არ არის ერთმანეთისგან შორს‚ ხელფასი – ხელფასი‚ აი‚ მესმის დაშორება!
***
ორი საათის წინ საგადასახადო დაიწვა... ხალხი ეხმარებოდა‚ ვისაც რით შეეძლო: ბენზინით‚ შეშით‚ ნახშირითაც კი...
***
– მამი‚ ძია მიტომ მითხრა‚ იცი‚ მამაშენი ვირისგან რით განსხვავდებაო.
– რაო? – გაბრაზდა მიხო და ყურებში ხელი ჩაავლო...
– ააა... არაფრით‚ მამი‚ არაფრითო....
– ჰოდა‚ ეგრე... – ხელი გაუშვა მიხომ.
***
– ვა‚ როგორ ვერ შევამჩნიე‚ ასეთი საშინელება თუ იყავი?!
– სიურპრიზი!
***
ბარმენი ეკითხება კლიენტს‚ რომელმაც ერთიმეორის მიყოლებით კონიაკით სავსე უკვე მერამდენე ჭიქა გამოსცალა:
– რამე ცუდი შეგემთხვათ?
– კი‚ ჩემი ექვსი წლის ბიჭმა დამღუპა – ძიძა დააფეხმძიმა.
– ეს შეუძლებელია!
– სავსებით შესაძლებელია – ყველა პრეზერვატივი ბულავკებით დამიხვრიტა.
***
უბანში ორი ტიპი შეხვდა ერთმანეთს‚ ერთს ხელები ზურგს უკან აქვს დამალული.
– იცი‚ ცალ ხელში არყის ბოთლი მიჭირავს‚ თუ გამოიცნობ‚ რომელში‚ დავლიოთ.
– თუ ვერ გამოვიცანი?
– გავტეხოთ.
– კარგი. მარცხენაში...
– კარგად დაფიქრდი‚ ტო...
***
– დედი‚ მოვედი!
– სად დაეხეტებოდი?! – თურქული სერიალისთვის თვალმოუშორებლად გაეპასუხა დედა.
– დე‚ ჯარიდან დავბრუნდი.