კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* chess boxing – ეს არის სპორტის სახეობა, რომელშიც შერწყმულია ჭადრაკი და კრივი. სხვათა შორის, 2010-2011 წლების მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში ჩატარდა. მის ლოგოზე განთავსებულია კრივის ხელთათმანის სტილიზებური ნახატი და ჭადრაკის ფიგურა, რომელიც ბაქოს სიმბოლოს – ქალწულის კოშკს გამოსახავს.

* ეგვიპტელები წითელ ზღვას ლაჟვარდოვან ზღვას ეძახდნენ.

* სიტყვა „ჩარტი“ ინგლისურად ცხრილს, ჩამონათვალს, სიას ნიშნავს და გამოიყენება ჯაზის, როკ-მუსიკისა და პოპ-მუსიკის წარმომადგენელთა პოპულარობის გამოსახატავად. საბჭოთა კავშირის პერიოდში სიტყვა „ჩარტის“ ნაცვლად „ჰიტ-პარადი“ გამოიყენებოდა.

* საბჭოთა კავშირის დროს ფილმები სოფლებში მიჰქონდათ და სეანსის საყურებლად გლეხები ბილეთებს „ნატურით“ ყიდულობდნენ. სწორედ მაშინ ხშირად გამოიყენებოდა ცნობილი გამოთქმა „პური და სანახაობა“, ოღონდ შეცვლილი ფორმით – „სანახაობა პურით“.

* მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებმა გადარჩენილი „ლენდ-ლიზოვის“ მანქანები დაიბრუნეს. საბჭოთა კავშირში აღადგინეს, შეაკეთეს მანქანები და ძალიან გაოცებული დარჩნენ, როცა, ამერიკელებმა, ხომალდზე რომ მეტი დატეულიყო, მანქანები დაპრესეს.

* 2007 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია ვერცხლისწყლის სინდიყიანი ბარომეტრების, თერმომეტრებისა და წნევის საზომი აპარატების გაყიდვა.

*1960-იან წლებში გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია გაზეთ Evening Standard-ში გამოქვეყნებული ინტერვიუდან ჯონ ლენონის ფრაზამ: „დღეს ჩვენ, „ბითლზები“, გაცილებით პოპულარული ვართ, ვიდრე იესო ქრისტე“.

* კოტ დივუარის, ბოტსვანისა და კონგოს რესპუბლიკების გერბებზე გამოსახულია სპილოს ეშვები.

скачать dle 11.3