კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

დამოუკიდებლობა

და თვითდისციპლინა

თვითდისციპლინა მეტად საჭირო რამეა. ერთხელაც, ხვდები, რომ შენი დრო შეზღუდულია. თუ რაღაცის გაკეთება გინდა, თუ სურვილი გაგიჩნდა, რამე ისწავლო, მაშინ ეს ყველაფერი ახლა უნდა გააკეთო, „ხვალ“ – უკვე აბსტრაქციაა. უნდა დაიჯერო, რომ გაქვს მხოლოდ „ახლა“, „ხვალ“ შენი არ არის. აი, სწორედ ამ დროს ხვდები, რა არის თვითდისციპლინა და რატომ არის აუცილებელი მისი არსის ზუსტად გაგება… კიდევ, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ საკუთარი თავის კონტროლი მხოლოდ პოზიტივის მომტანია, რადგან, დაუფიქრებელ, გაუკონტროლებელ ნაბიჯს საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე…

***

ლიზა ბიჭის ხელისგულების შეხებამ გამოაფხიზლა – ზუკა სახეზე ნაზად ეფერებოდა. ელდანაკრავივით შეხტა და ისტერიულად იწივლა:

– შენ ნამდვილი იდიოტი ხარ! ეგ რამ გაფიქრებინა, სულელო! როგორ წარმოგიდგენია, შენგან ველოდები ბავშვს და ქმართან ვცხოვრობ? ერთხელ მაინც ვერ ჰკითხე შენს ჩერჩეტ თავს, რომ აღარ მინდოდა შენი ნახვა?

– ვკითხე და, როცა დაგინახე, ყველაფერს მივხვდი.

– მაინც, რას მიხვდი შენი ერთი გრამი ტვინით? – ლიზა ჭარხალივით გაწითლდა და სუნთქვა შეეკრა, – ახლა ცუდად გავხდები, გული წამივა… 

– გეხვეწები, ნუ ნერვიულობ, შენს მდგომარეობაში ეს არ შეიძლება. არ მინდა, ცუდად გახდე, – შეწუხდა ზუკა და ქალისკენ გაიწია, მაგრამ ლიზამ გამეტებით ჰკრა ორივე ხელი.

– მომშორდი! რაღაც, არ გეტყობა, რომ ჩემი კარგად ყოფნა გინდა. მოხვედი აქ და შანტაჟს მიწყობ. იცი, რომ, შემიძლია, გიჩივლო?

– მიჩივლო? რისთვის? – გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს.

– აჰა, ხომ ხედავ, როგორი იდიოტი ხარ. რისთვის და ცილისწამებისთვის. დაგიმტკიცებდი, რომ აბსურდული ტყუილი მოიგონე. სკანდალის ატეხა არ მინდა, თორემ, აუცილებლად გავაკეთებდი ამას. გასწავლიდი, როგორ არ უნდა ჩაყო ცხვირი სხვის საქმეებში და ადამიანებს ცხოვრება არ გაუმწარო

– მე გიმწარებ ცხოვრებას? მე შენ მიყვარხარ, რატომ არ გინდა, გაიგო?

– მე რომ არ მიყვარხარ?! ამაზე არ გიფიქრია? ერთხელ მაინც თუ მილაპარაკია ჩემს გრძნობებზე შენ მიმართ? მითხარი, მილაპარაკია?

– არა, მაგრამ, ჩვენ ერთად ბედნიერები ვიყავით, – ხავსს მოებღაუჭა ბიჭი.

– ღმერთო… შენ, მგონი, მართლა იდიოტი ხარ. აბსოლუტურად სწორად თქვი: ვიყავით! მართალია, კარგად ვიყავით, მაგრამ, სულ ეს არის. კარგად ყოფნასა და ბედნიერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, რომელიც შენ, სამწუხაროდ, ვერ იგრძენი. მეტსაც გეტყვი: ბედნიერი ახლა ვარ და, თუ ვინმე შეეცდება, ეს ბედნიერება დამაკარგვინოს, ვფიცავ, ძალიან ძვირად დაუჯდება… ძალიან!

ქალის ხმაში ისეთი მუქარა იგრძნობოდა, რომ ზუკა მიხვდა, ლიზა ჰაერზე არ ისროდა სიტყვებს, მაგრამ, არც თავისი პოზიციების დათმობა უნდოდა.

– ლიზა, ასე რატომ მექცევი? არ შემიძლია შენი დავიწყება. არ მომატყუო, გემუდარები, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის და მაგ ბავშვისთვის. 

ლიზამ პათეტიკურად ამოიოხრა და ხელები გაშალა:

– როგორი დიდსულოვნებაა შენი მხრიდან, მაგრამ, უმადურობა უნდა გამოვიჩინო და გითხრა, რომ არ გვჭირდება შენი მზრუნველობა არც მე და, მით უმეტეს, არც ჩემს შვილს. ამ ბავშვს მამა ჰყავს. დამანებე თავი, ისევ შენთვის აჯობებს.

– რატომ არ გინდა, რომ მე ავიღო პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე? იმიტომ, რომ შენი ქმარივით ბევრი ფული არ მაქვს? სამაგიეროდ, ისე მეყვარები, როგორც არავინ არასოდეს ჰყვარებიათ.

– აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა. სხვა გზა არ მრჩება, უფრო რადიკალურ ზომებს უნდა მივმართო: რადგან მე ვერ გაგებინებ ამას, სხვები გაიძულებენ, სიახლოვეს აღარ გამეკარო. 

– რის გაკეთებას აპირებ?

– რადგან სხვა გზას არ მიტოვებ. მე თვითონ ვეტყვი ჩემს ქმარს ყველაფერს.

ზუკა გაშრა. რამდენიმე წამი რეტდასხმულივით იდგა და არ იცოდა, რა ეთქვა. ბოლოს გაჭირვებით ამოილაპარაკა.

– ეტყვი, რომ მე და შენ… ლიზა… და, ის გაპატიებს?

ქალმა ირონიულად გაიცინა:

– როგორი შტერი ხარ. გგონია, ლევანთან მივალ და ვეტყვი, ეს ბიჭი ადრე ჩემი საყვარელი იყო, ახლა კი მაშანტაჟებს-მეთქი? ჰმ, ჩემზე ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხარ, საერთოდ არ გცნობივარ. თუმცა, ეს არ მიკვირს – იშვიათად შემხვედრია კაცი, რომელსაც ქალის შეცნობის უნარი აქვს. მაგრამ, შენ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა ხარ. ლევანს ვეტყვი, რომ შენ დევნის მანიით ხარ შეპყრობილი და გასაქანს არ მაძლევ; რომ ავად ხარ, და, ნახავ, როგორ გათქმევინებენ უარს შენს აკვიატებულ იდეა-ფიქსზე. სულელი… მე შენგან შვილს გავაჩენდი? შენგან? შემთხვევით გაცნობილი ლაწირაკისგან? ისიც ვერ შეძელი, სასიამოვნო მოგონებად დარჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ, მშვიდობით და გზაზე ნუღარასდროს გადამეღობები, თორემ, ინანებ, რომ საერთოდ გაჩნდი ქვეყანაზე, – ამ სიტყვებით ლიზამ გაოგნებულ ბიჭს ცხვირწინ მიუჯახუნა მანქანის კარი და იქაურობას მოსცილდა. 

***

გიგი ტელევიზორთან იჯდა და ლუდს წრუპავდა. უგუნებოდ იყო. რაც მეტს ფიქრობდა ნინიზე (საკუთარი თავი გამოიჭირა იმაში, რომ ძალიან ბევრს ფიქრობდა), მით მეტად ეშლებოდა ნერვები. კარის ხმაზე თავი მოაბრუნა და ოთახში შემოსული ზუკას დანახვაზე დაუსტვინა:

– ოჰო, მობრძანებულა განაწყენებული კეთილშობილება! რა ქარმა გადმოგაგდო? მოხვედი, რომ მითხრა, როგორი ნაძირალა ვარ? მიდი, დაიწყე. ისეთ გუნებაზე ვარ, არც კი შეგეკამათები, რაც გინდა, ის თქვი, მოიოხე გული, როგორც გინდა, გადამიარე, ავიტან.

ზუკამ ხელი ჩაიქნია, მის გვერდით მდგარ სავარძელზე მოწყვეტით ჩაეშვა და ლუდის ბოთლზე ანიშნა.

– რამე უფრო მაგარი დასალევი არ გაქვს?

გიგის გაეღიმა:

– ოო, ეს უკვე სხვა თემაა! როგორ არა, გამოთრობა გინდა თუ სიმხნევისთვის ასი გრამი გჭირდება?

– გამოთრობა მირჩევნია… ისე ვარ, დანა რომ დამარტყა, წვეთი სისხლი არ გამომივა… გამანადგურეს.

– ვინ? თუმცა, არ გინდა, მგონი, ვხვდები – ეს ლიზას ხელწერაა. რა ჩაიდინე, შე უბედურო? ხომ გაფრთხილებდი, მოეშვი მაგ ქალს-მეთქი და არ დამიჯერე. მოიცადე, არაყს მოვიტან და მომიყევი ყველაფერი. ეჰ ზურა, ზურა, როგორ ვერაფერი გასწავლე…

ზუკამ სულმოუთქმელად გადაიმხო პირში არაყი და თვალზე მომდგარი ცრემლი მუჭით მოიწმინდა.

– ლიზა ფეხმძიმედ არის.

– ეგ ვიცოდი, – მხრები აიჩეჩა გიგიმ, – მერე, შენ რა შუაში ხარ? ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მასზე აღარ იფიქრო.

ზუკამ მხოლოდ ერთი სიტყვა გაიგონა გიგის ნათქვამიდან და იმას ჩაებღაუჭა:

– იცოდი და არაფერი მითხარი? არა, რა, მაგარი უსინდისო ხარ.

– კიდევ მე ვარ უსინდისო? ბიჭო, რამდენი ხანია, ვაპირებ მაგის თქმას, მაგრამ, არ მომეცი საშუალება. რა ვქნა, მტერი გგონივარ შენი და, როგორ დაგარწმუნო იმაში, რომ მე მხოლოდ სიკეთე მინდა შენთვის.

– ეგ უნდა გეთქვა, აუცილებლად უნდა გეთქვა.

– როგორ? რამდენჯერაც ლაპარაკი წამოვიწყე, იმდენი გაგიჟდი.

– არ ვიცი, როგორმე უნდა მოგეხერხებინა და გეთქვა. საშინლად ვგრძნობ თავს. შენც მიღალატე, ყველამ მიღალატეთ და გამწირეთ.

– გეყოფა, – გიგიმ ჭიქები შეავსო, – ისტერიკაში ნუ ვარდები. ლიზა ნახე?

– ჰო, ვნახე და ველაპარაკე. ერთი თვეა, ფეხდაფეხ დავყვები. დღეს, როგორც იქნა, გავბედე და…

– გაბედა ბიჭმა! აი, თურმე, სად იკარგებოდი. მერე რა მოხდა?

– ლიზას არ ვჭირდები…

– ოჰ, ახალი ამბავი! ეგ მე თავიდანვე ვიცოდი, თქვენი ურთიერთობის საწყის ეტაპზე და, არაერთხელ მითქვამს კიდეც შენთვის.

– დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემგან იყო ფეხმძიმედ, – ზუკამ მეორე ჭიქა არაყიც დალია და გიგის ანიშნა, კიდევ დამისხიო.

– მიხვედი და ეგ უთხარი?

– ჰო. რა! არ უნდა მეთქვა? იქნებ, ჩემია ეგ ბავშვი… რა იცის მაგან, მე ვარ მამა, თუ თავისი იდიოტი ქმარი?

– იდიოტი შენ ხარ. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ლიზას იდიოტობასაც, – ფილოსოფიურად დაასკვნა გიგიმ, – მაგრამ, ერთი არ მესმის: თუ იმ ქალს არ უნდა, რომ მისი შვილის მამა შენ იყო, რატომ ეტენები? მოეშვი, რა, თავი დაანებე!

– მოიცა, რას ნიშნავს, ვეტენები? შენ სრულ ჭკუაზე ხარ? თუ მართლა ჩემია ის ბავშვი?

– შენია, შენი არ არის… თუ ღმერთი გწამს, დაანებე ამ მკითხაობას თავი და შენს  ცხოვრებას მიხედე. გაიცნობ ვინმე ნორმალურ გოგოს, მოიყვან ცოლად და ის გაგიჩენს ბავშვებს. თანაც, ერთს კი არა, მინიმუმ ხუთს მაინც.

ზუკამ გამეტებით დასცხო მაგიდას ხელი:

– ისევ ღადაობ! აქ არ უნდა მოვსულიყავი. შენ ხომ ასეთი ხარ – ცინიკოსი და უგულო.

– არა, მე რეალისტი ვარ და ცხოვრებას შენსავით ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ. ლიზას როდისმე უთქვამს შენთვის, რომ უყვარხარ?

– არა.

– ხედავ? საქმეც ეგაა. არ სჭირდები მაგ ქალს… ქმარი ჰყავს, შვილი ეყოლება და იცხოვრებს ბედნიერად.

– სწორედ ეგ მითხრა.

– რა?

– რომ ბედნიერია.

– არ გატყუებს, დარწმუნებული ვარ. აბა, რაღა გინდა? აცალე იმ ქალს ცხოვრება და საკუთარ თავს მიხედე.

– საკუთარ თავს როგორ მივხედო, როცა ის მიყვარს?!

გიგიმ ამოიოხრა:

– არა, ეს უკვე სიყვარული არ არის, რაღაც მანიას უფრო ჰგავს. აიკვიატე ეგ ქალი და ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ გინდა. ცუდად დასრულდება ეგ ამბავი, იცოდე.

– უკვე დამემუქრა. 

– მდაა… რაო?

– დავაჭერინებ შენს თავსო.

– იზამს, ეჭვი არ შეგეპაროს. ეგეთები ყველაფერზე მიდიან. ეტყვის თავის ყოვლისშემძლე ქმარს, რომ უკან დასდევ, რომ მანიაკი და გიჟი ხარ… პოლიციას მეტი კი არ უნდა, მოახერხებენ ერთი წლით მაინც მოახდინონ საზოგადოებისგან შენი იზოლაცია. რით დაუმტკიცებ, რომ ასე არ არის? იტყვი, რომ საყვარლები იყავით? მერე, ფაქტები? თქვენი ვნებიანი შეხვედრების ამსახველი ვიდეომასალა გაქვს? ფოტოც კი არ გაგაჩნია მასთან ერთად გადაღებული. წასულია შენი საქმე. გირჩევნია, დაივიწყო ლიზა და სიახლოვეს არ გაეკარო, თორემ, საკუთარ თავს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნი.

– შანტაჟისტი ხარო… – ზუკას ატირებას აღარაფერი უკლდა. 

გიგის შეეცოდა ბიჭი. არაყი ისევ დაუსხა და ჭიქა ახლოს მიუჩოჩა.

– დალიე… მოვიფიქრებთ რამეს… კარგი რა, რომელი შანტაჟისტი შენ ხარ!

– რა ვიცი, წუთის წინ მეუბნებოდი, მოახერხებს ციხეში შენს ჩასმასო?

– ეგ სიმართლეა. რა გინდა, დაგამშვიდო და გითხრა, რომ ლიზა ფეხებს ვერ მოგჭამს და შეგაგულიანო კიდეც – მიდი, მიაწექი-მეთქი?! რომ არ არის ეგრე მარტივად საქმე? ეგ ლიზა და თავისი ქმარი ადამიანების ისეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან, სხვებისთვის პრობლემების შექმნა რომ არ უჭირთ. კიდევ გეტყვი რაღაცას – ლევანი ჩვენი კომპანიის კლიენტია.

– რა?! – ზუკა შეხტა, – მატყუებ!

– ჰო, ასეა, არ გატყუებ. შენც იცნობ – კაფე-რესტორნების მეპატრონე რომ არის, ისაა, ჩვენ რომ რეკლამები გავუკეთეთ და მერე თავის რესტორანში გვაქეიფა… ორ კვირაში ახალი ობიექტის პრეზენტაციას აწყობს და იქაც დაგვპატიჟა. აი, ძმაო, ასეა საქმე. ახლა ხვდები, რატომ გთხოვ, მაგ ქალს თავი დაანებო?

ზუკა დადუმდა. ტუჩები მაგრად მოკუმა და მზერაგაყინული ჩააშტერდა არყით სავსე ჭიქას. 

– ვახომაც იცის ეს ამბავი? – იკითხა მოულოდნელად.

გიგიმ თავი დაუქნია.

– ახლა რა უნდა ვქნა?

– რაც გითხარი – ლიზას თავი დაანებე. შენს მდგომარეობაში ეს საუკეთესო გამოსავალია.

– არ არის საუკეთესო გამოსავალი. გამაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ სადღაც ჩემი შვილი იზრდება და სხვა კაცს ეძახის მამას! – იყვირა ზუკამ.

– შენც არ იფიქრო ამაზე. არ იფიქრო და პრობლემაც არ იქნება. მით უმეტეს, არც ხარ დარწმუნებული, რომ შენი შვილია.

– არ შემიძლია. 

გიგიმ თავზე იტაცა ხელები, – ახლა გავგიჟდები. რა არ შეგიძლია? კარგი, ბატონო, მაშინ, მიდი ლიზას ქმართან და პირდაპირ უთხარი, ამ ბავშვზე პრეტენზია მეც მაქვს და, მოდი, გავარკვიოთ ვისია-თქო.

– მართალი ხარ. აი, ეგ არის გამოსავალი. გმადლობ. როგორც იქნა, რაღაც ღირებული მირჩიე. მივალ იმ კაცთან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შემჭამს? ნორმალური ტიპი ჩანს. დავილაპარაკებთ და გავარკვევთ ყველაფერს.

გიგის გული  გადაუტრიალდა. ზუკას მხრებში ეცა და მაგრად შეანჯღრია:

– ეგ არ გააკეთო, არ გაბედო! მე ვიხუმრე, ბიჭო, ვიხუმრე-მეთქი… შემომხედე და აზრზე მოდი. სულ ნუ გადაირევი. თავს დაიღუპავ. არ ღირს ის ძუკნა ამად… ზუკა, გესმის, რას გეუბნები?

მაგრამ ზუკა თავისაზე იდგა:

– მე კაცი ვარ, გიგი, კაცი. ისიც ხომ კაცია, – გამიგებს. თუ მისი შვილია, სამუდამოდ გავქრები მათი ცხოვრებიდან და ლიზასაც დავივიწყებ – გპირდები. მაგრამ, თუ მამა მე ვარ, მაშინ არ დავთმობ… რადაც არ უნდა დამიჯდეს.

– მანამდე გაგაქრობენ, შე უბედურო! მოდი, ასე მოვიქცეთ: ვახოს ვეტყვი, ფულს მოგვცემს და ერთი-ორი კვირით სადმე გავემგზავროთ – ნაშები, გართობა, მოსაწევი… მერე ჩამოვიდეთ და, თუ ისევ ამ ჭკუაზე იქნები, მე თვითონ წამოგყვები იმ კაცთან.

ზუკამ დაბნეული მზერა მიაპყრო გიგის:

– არ მომატყუებ?

– არა.

– მართლა გამომყვები იმ კაცთან?

– კაცობას გეფიცები. მეტი რა გითხრა?

– იცოდე, მე არსად წასვლა არ მინდა. ამ ვარიანტს მარტო იმიტომ დავთანხმდები, რომ დაფიქრება მართლა მჭირდება – სათქმელი ხომ უნდა დავალაგო. მაგრამ, არც ნაშები მინდა, არც მოსაწევი და არც სადმე შორს გამგზავრებაა საჭირო. აქვე ახლოს წავიდეთ – გუდაურში ან ბაკურიანში…

გიგიმ ამოიხვნეშა:

– მე უფრო შორს მერჩივნა. კარგი… ჩემს ერთ მეგობარს წაღვერში სახლი აქვს… კაციშვილი არ არის იქ და ვერც ვერავინ მოგვაგნებს. გასაღებს გამოვართმევ და ხვალვე წავიდეთ. მაგრამ, ბიჭო, ვახო გადაირევა. არც შენ ეყოლები გვერდით, არც მე…

– მაშინ, დაივიწყე. მე თავად მივხედავ საკუთარ პრობლემას.

– არა, არა, – სწრაფად გააწყვეტინა გიგიმ, – ხვალვე დაველაპარაკები ვახოს…

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3