კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: წვიმის დროს ჩემს საბურავებს, პრაქტიკულად, არ აქვს მოჭიდება, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის საბურავები მიყენია. არსებობს თუ არა სპეციალურად წვიმის საბურავი და საჭიროა თუ არა მისი დაყენება?

პასუხი: ჩვენი ქვეყნის კლიმატიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც წვიმის საბურავი გჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არსებობს. ჩანს, თქვენი ზამთრის საბურავები უკვე საკმაოდ ძველია და, როგორც საჭიროა, ისე ვეღარ მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას წვიმიან ამინდში მოჭიდება არ გაუჭირდებოდა. აქამდეც გვითქვამს, რომ საბურავების კომპანია „პირელიმ” გამოიგონა სპეციალური საბურავი, რომელზეც ისეა პროტექტორები განთავსებული, რომ, როგორც არ უნდა წვიმდეს, საბურავს ასფალტთან მოჭიდება მაინც აქვს. აღსანიშნავია, რომ წვიმის საუკეთესო საბურავები სწორედ „პირელის” ჰქონდა და აქვს. 

კითხვა: დილით მივედი ავტომობილთან, გადავწიე გასაღები. ძრავამ თითქოს დაიწყო მუშაობა, მაგრამ, ძალიან ნელა და დაქოქვა ვერაფრით მოვახერხე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს: პირველი – აკუმულატორი დასუსტდა და იმდენად ნელა ახერხებს ძრავის დატრიალებას, რომ მას დაქოქვა უჭირს; მეორე – შესაძლოა, სტარტერის მბრუნავი ღერძი რომელიმე კედელს ედება და მის მუშაობას ამუხრუჭებს. ეს დეტალი ძრავას სწრაფად დატრიალებას ვერ ახერხებს და ამის გამო ავტომობილი არ იქოქება. ნუ შეგეშინდებათ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ძრავას რაიმე კატასტროფული პრობლემა აქვს და მისი რემონტი ან გამოცვლა მოგიწევთ. აქ საშიში არაფერია. და, კიდევ, შეიძლება, ეს პრობლემა უშუალოდ საწვავის მიწოდების პრობლემიდან მომდინარეობდეს. თუ ორივე მიზეზი გადაამოწმეთ და ავტომობილი მაინც არ დაიქოქა, გადაამოწმეთ მცველი, განსაკუთრებით – ბენზინის ელექტროძრავების შემთხვევაში, ანუ, უფრო თანამედროვე მოდელებში. ვგულისხმობ არაკარბურატორიან ავტომობილებს, სადაც პირველ რიგში მცველს ვამოწმებთ. ამ ტიპის ავტომობილებს ბენზინის ავზში განთავსებულ ძრავაში აქვს სპეციალური მცველი, რომელიც უზრუნველყოფს წინ, საწვავის სისტემაში ბენზინის მიწოდებას. თუ პრობლემა მცველია, ხომ კარგი, მაგრამ, თუ ბენზინი მაინც არ მიეწოდება, მაშინ, ან საწვავის მიმწოდებელი ძრავაა დამწვარი ან ბენზინის ფილტრი გაჭედილი. ამ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ავტომობილში, ძრავასთან მიმავალი ბენზინის მილი მოხსენით და დაატრიალეთ გასაღები, ისე, რომ წითლები აინთოს. თუ ბენზინი გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ბენზინის მიწოდებას უზრუნველყოფს ბენზინის ძრავაში განთავსებული სპეციალური პომპა. თუ არ წამოვიდა ბენზინი სწორედ საწვავის ავზში განთავსებულ იმ პატარა ძრავას აქვს პრობლემა და ის ვერ უზრუნველყოფს ბენზინის მიწოდებას. ამ დროს უნდა ჩავხსნათ ეგრეთ წოდებული „აბრატნი შლანგი,” ანუ, სისტემიდან უკან, ავზში მიმავალი მილი. თუ თავად ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, მიმართეთ ეგრეთ წოდებული „ინჟექტორის” ხელოსანს, რომელიც იოლად გამოასწორებს ხარვეზს. თუ კარბურატორიანი ავტომობილი გყავთ, ანუ, ის არ არის ელექტრული სისტემებით აღჭურვილი, პრობლების მიზეზის დადგენაც და მისი გამოსწორებაც ძალიან იოლია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს „ბენზონასოსი”, ამიტომ, ხსნით კარბურატორისკენ მიმავალ მილს და ნახავთ, ბენზინი შედის თუ არა; თუ შედის, ამოწმებთ უკან გამომავალ მილს და ის იქნება დაზიანებული. კარბურატორს ოდნავ მიუკაკუნებთ, შიგნით სისტემა იქნება გაჭედილი და ასე მარტივად შეძლებთ პრობლების აღმოფხვრას.

კითხვა: მყავს „ტოიოტა.” როგორც მითხრეს ის დიდი ბრუნვებისთვის არ ვარგა. რატომ? რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: საერთოდ, ძრავებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა დეტალების ბალანსსა და წონას. მაგალითად, ქაღალდისა და ტყვიისგან ჩამოსხმულ რგოლებს, ორივეს გავუყაროთ ღერძი და დავატრიალოთ. რა თქმა უნდა, ქაღალდის უფრო სწრაფად დატრიალდება. ის, შეიძლება, მალე დაგვეხას, მაგრამ, თუ იდეალურად კარგად დავატრიალეთ და იდეალურად კარგი ფორმის რგოლი იქნება, ძალიან დიდხანს იტრიალებს და არ დაზიანდება. არაიდეალური დატრიალების შემთხვევაში კი, თან, თუ ამ ქაღალდის რგოლს ცალ მხარეს სიმძიმეს დავკიდებთ, ის ძალიან მალე გაფუჭდება. მძიმე ბურთს ასევე სწრაფად ვერ დავატრიალებთ, მაგრამ, შეგვიძლია, მას ნელ-ნელა მოვუმატოთ სიჩქარე და, თან, დიდხანს ვატრიალოთ ისე, რომ არ დაზიანდეს. სწრაფბრუნვიანი ძრავების მთელი პრინციპიც ესაა. ნელა მბრუნავი ძრავები, ისევე, როგორც „ტოიოტა,” მძიმე დეტალებისგან შედგება, საკმაოდ კომფორტული სატარებელია, ანუ ნაკლებად მკვეთრ მანევრებს აკეთებს, შენელებისთვის თავის მასას იყენებს და რბილად ჩერდება და იძვრება. მკვეთრ გადასვლებს არ აკეთებს, გათვლა კომფორტულობაზეა და ასეც არის. მაგრამ, შესაბამისად, მაღალ ბრუნს ვერ აღწევს, რადგან, მძიმე დეტალებისგან არის შემქნილი. აბსოლუტურად პირიქით ხდება მაღალბრუნვიანი ძრავების შემთხვევაში, მაგალითად – „ჰონდა”. როდესაც „ჰონდას” გაზს ფეხს მივაჭერთ, ის მკვეთრად ჩქარდება და, ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს გვიქმნის, თუ სპორტულ რეჟიმში სიარული არ გვინდა; იმავეს ვგრძნობთ გაზიდან ფეხის აშვებისას – ის ძალიან მკვეთრად ჩერდება. ეს სალონში ნჯღრევასაც კი იწვევს, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღალბრუნვიანია. 

 

скачать dle 11.3